გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან, შეიძლება გაორმაგდეს და 265 მლნ–ს გადააჭარბოს _ ეს შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედებამ მსოფლიო ეკონომიკაზე.
21 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში WFP-მ მიუთითა “სწრაფი ქმედებების” აუცილებლობაზე, რათა ორგანიზაციის პროგნოზი რეალობად არ იქცეს.
“კოვიდ-19” პოტენციურად კატასტროფაა მილიონებისთვის, რომელთა ბედიც უკვე ბეწვზე კიდია. ეს არის უროს დარტყმა ადამიანებზე, რომლებსაც მხოლოდ მუშაობით შეუძლიათ საკვების მოპოვება”, _ განუცხადა WEP-ს უფროსმა ეკონომისტმა არიფ ჰუსეინმა ტელეარხ “სი-ენ-ენს”.
“ბლოკირებებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა უკვე გაანადგურა ბევრი ადამიანის საარსებო საშუალებები. კიდევ ერთი დარტყმა “კოვიდ-19”-ის მსგავსი და ისინი უფსკრულში გადაიჩეხებიან. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად”, _ დასძინა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
WEP-ს ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, აქვთ “ძალიან შეზღუდული” შესაძლებლობები, გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ შოკს.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა