აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვლისთვის დანიშნა. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე.
მილიმეჯლისის (პარლამენტის) მორიგი არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.