Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ფულის გადახდის თავიანთ სისტემას ქმნიან

რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ფულის გადახდის თავიანთ სისტემას ქმნიან

733
რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ფულის გადახდის თავიანთ სისტემას ქმნიან

რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ფულის გადახდის გლობალური სისტემა SWIFTის თავიანთ ანალოგს ქმნიან. ამის შესახებ ლაპარაკი იყო ბრიჩსის (სახელმწიფოების ჯგუფი, რომელიც შედგება 5 ქვეყნისგან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) ქვეყნების სამიტის კულუარებში.

სამ სახელმწიფოს განზრახული აქვს, ძალისხმევა მიმართოს საკუთარი სავაჭრო ინტერესების დასაცავად აშშ-ის მხრიდან სანქციების გაძლიერების ფონზე. ბრიჩსის სხვა წევრებს _ ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას _ ჯერჯერობით ინტერესი არ გამოუვლენიათ. ვარაუდობენ, რომ ფულადი მიმოქცევის რუსულ სისტემას დაუკავშირებენ ინდურ და ჩინურ ფინანსურ ინფრასტრუქტურას. ჩინეთის შემთხვევაში იგეგმება ფულადი მიმოქცევის რუსული სისტემის შეპირაპირება ჩინურ ანალოგიურ სისტემასთან _ ბანკთაშორის გადახდის სისტემასთან (CIPS). ინდოეთს ჯერჯერობით არ აქვს ბანკთაშორისი გადახდების სუვერენული ინსტრუმენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here