მსახიობმა ქალმა სენდ ვან როიმ ხელმეორედ შეიტანა სარჩელი რეჟისორის წინააღმდეგ, რადგან უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ პირველად აღძრული საქმე დაუსაბუთებლად დახურეს. სასამართლოს გამომძიებელმა განაახლა საქმე, რომლითაც ბესონს ბრალად ედება ძალადობა, _ იუწყება Franse Info.
პირველი საქმე დაიხურა 2019 წლის 25 თებერვალს, ცხრა თვის განმავლობაში წარმოებული გამოძიების შემდეგ, რადგან ბრალდებულს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
მაგრამ მსახიობმა და მანეკენმა სენდ ვან როიმ ხელმეორედ შეიტანა სარჩელი. იგი ირწმუნება, რომ რეჟისორმა იგი 2018 წლის 10 მაისს გააუპატიურა სასტუმრო “ბრისტოლში”.
იმავე წლის ნოემბერში ხუთმა ქალმა დაადანაშაულა ლუკ ბესონი სექსუალურ ძალადობაში.