ყურად ვიღე რა ბრძენი შოთას რჩევა, კვლავაც შევეცდები, გრძლად სათქმელი მოკლე მინიატურებში გამოვხატო
* * *
მეოთხედი საუკუნეა, საქართველოს ხელისუფალნი დაჟინებით განაგრძობენ აშშ-დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს; ამ კურსმა თავზე ტრაგედიათა სერიალები დაგვატეხა; ყველაზე დიდი ტრაგედია ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვაა. მომაკვდინებელი დარტყმების ქვეშაა ქართული ეროვნული იდენტურობა _ ტრადიციები, ღირსება, ზნეობა, მართლმადიდებლური სულიერება. აშშ დასავლეთი მიზანმიმართულად თავს გვახვევს ლიბერასტულ-პედერასტულ-ლესბოსურ სიბილწე-უზნეობას.
* * *
ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა, ასიათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად რომ იქცა; ხელისუფალთა გაშმაგებული რუსოფობიის, ანუ სიძულვილის, ზიზღის, მტრობის უშუალო შედეგია ეს.
* * *
ასე რომ გამოიყურება დღეს ტერიტორიებდაკარგული საქართველოს რუკა _ ეს ქართველთა ყოველგვარ დიპლომატიას მოკლებული ქმედებებისა და გაშმაგებული რუსოფობიის ნაყოფია; დამთრგუნველი და სევდის მომგვრელია მისი ხილვა.
* * *
ხელისუფალნო, აშშ–დასავლეთმა იუგოსლავია შვიდ სახელმწიფოდ დაშალა და ჩვენ გაგვამთლიანებს? ფუჭი ოცნებაა! საქართველოს ინტერესებისთვის აშშ რუსეთს არ დაეჯახება. ყურად იღეთ აწ უკვე გარდაცვლილი ამერიკელი ქართველი გენერლის _ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ადრინდელი რჩევა: “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთ!”. ეს ჭეშმარიტება მას ქართულმა გენმა ათქმევინა, ამას გეიტსები თუ მაკკეინები არასოდეს გვეტყოდნენ.
* * *
ხელისუფალნო, ჩუმად რომ ხართ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე, ესეც რუსოფობიის გამოვლინებაა. ჩუმად იმიტომაც ხართ, რომ ეს საკითხი აშშ-დასავლეთს დაბლოკილი აქვს; ჭეშმარიტად მეცოდებით, რადგან მონები ხართ!
* * *
ხელისუფალნო, მომეცით პარლამენტში 10-წუთიანი გამოსვლისთვის ტრიბუნა და დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი დამღუპველი საგარეო-პოლიტიკური კურსი საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს; თქვენ სამშობლოს მტრები ხართ!
გივი გურეშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან