Home ახალი ამბები „ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება – ნაწილი მათგანი არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს”

„ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება – ნაწილი მათგანი არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს”

3204

ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“, – ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო და მსოფლიომ“ აღნიშნული ინფორმაცია, „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერ, სანდრო ბრეგაძესთნ გადაამოწმა.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარშის“  პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნასთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია და ამის შემდგომ ჩამოვყალიბდებით, თითოეული ჩვენგანი რა გზით ვივლით.

„ქართულ მარშში“  არიან ადამიანები, რომლებიც აპირებენ პოლიტიკური  მოღვაწეობის გაგრძელებას, ხოლო ნაწილი მათგანი არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს.

თუმცა ერთი რამ, ცალსახად უნდა უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორიდან თუ პოლიტიკური ასპარეზიდან, ჩვენ იმ დიდი საქმის კეთებას, რასაც ქართული „ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის“ გზა ჰქვია, აუცილებლად  გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here