Home რუბრიკები საზოგადოება ბაგრატიონ–გრუზინსკის სამეფო სახლი პრინც გიორგის ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს

ბაგრატიონ–გრუზინსკის სამეფო სახლი პრინც გიორგის ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს

2475

ესპანეთში 27 სექტემბერს დაბადებული ანა ბაგრატიონ–გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონის ვაჟის – გიორგის ირგვლივ ახალი სკანდალი მწიფდება. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის მიერ საქინფორმისთვის მიწოდებული განცხადების თანახმად ირკვევა, რომ წყვილს საქორწინო ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ამდენად, ახალშობილი მუხრანელთა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გამგრძელებელი გამოდის.

 
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონეს მიმართა ბაგრატიონების ქორწინების ჩასაშლელად, მათ შორის – ყველაზე ბინძური ხერხების გამოყენებით. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე პატრიარქი იძულებული გახდა, გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებულიყო. მის გარეშე ჩატარებულმა ჯვრისწერამ უბრალოდ მასშტაბი კი არ დაკარგა, არამედ არ იქნა დაცული დინასტიური სამართლის მოთხოვნები.
თუმცა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარმა ქორწილში მისასალმებელ სიტყვაში, დინასტიური კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალურად დააფიქსირა ქორწინებაში შესული მისი ქალიშვილის, როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის, სტატუსი და მისი უპირატესობა მომავალ მეუღლესთან მიმართებაში. ეს განცხადება მიღებულ იქნა დამსწრე უცხოელი და ადგილობრივი საზოგადოების მიერ როგორც სამეფოს სახლის მეთაურის სიტყვიერი დეკრეტი.
საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის განცხადებით, წყვილის ურთიერთობა დაიძაბა „დავითის უღირსი საქციელების გამო“. ასევე, თავადმა დავითმა საკუთარ ინტერნეტგვერდზე თავი სამეფო სახლის მეთაურად და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა,რითაც ხელყო ბატონიშვილი ნუგზარის უფლებები. ფაქტობრივად, მან უარი თქვა მეუღლე–კონსორტობაზე, მისი ვაჟის ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე და მისი ოჯახის მიერ უკანონოდ დაარსებული ორდენების ლეგიტიმაციაზე. 
საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ :”სამწუხაროდ, საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა.”
ეს ყოველივე ბრაზილიურ ტელესერიალს ემსგავსება. არავინ დავობს იმაზე, რომ ბატონიშვილ ანას ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან ისეთივე მემკვიდრეები არიან, როგორც მეორე ქორწინებაში შობილი ვაჟი. უფროს–უმცროსობაც ბაგრატიონთა საგვარეულოში პრესის ფურცლებზე არ უნდა ირკვეოდეს. ასეა თუ ისე, ყოველი ამგვარი განცხადება მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მისთვის სიკვდილის ტოლფასია ქვეყანაში ახალი ძალის წარმოშობა, რომელსაც გარედან ლეგიტიმაცია არ ესაჭიროება.
„საქართველო და მსოფლიო“ კიდევ ერთხელ ულოცავს ანა და დავით ბაგრატიონებს ვაჟიანობას, ახალშობილს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს, ხოლო საქართველოს – გამთლიანებას. აქვე შემოგთავაზებთ სამეფო სახლის კანცლერის, ბატონ კახა ქორიძის ინტერვიუს, რომელიც მან „საქართველო და მსოფლიოს“ სამეფო კარის კანცელარიის განცხადებამდე მისცა და რომლის ტონიც, ამ განცხადებისგან სრულიად განსხვავებულია.
„საქართველო და მსოფლიოს“ ინფორმაციას, რომ 27 სექტემბერს სამეფო გვარის წყვილს, დავითსა და ანას ვაჟიშვილი გიორგი შეეძინათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მრავალრიცხოვანი და არაერთგვაროვანი, რომელიც პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს: სიხარული სამეფო გვარის წარმომადგენლის დაბადების გამო – პრინცი დაიბადა;  ნეიტრალური–დაიბადა ახალგაზრდა ოჯახის მემკვიდრე და ღმერთმა გაზარდოს და მკვეთრად უარყოფითი – რა მეფე და პრინცები აგიტყდათ, ჯერ ამ ბაგრატიონებმა დაამტკიცონ, რომ რამის გამკეთებლები არიან, მერე ვილაპარაკოთ საკონსტიტუციო მონარქიაზეო.
„საქართველო და მსოფლიომ“  სამეფო სახლის კანცლერს კახა ქორიძეს გააცნო ეს გამოხმაურებები და კომენტარი სთხოვა.
– ეს ნაირგვარი რეაქცია ბუნებრივია და გასაკვირი არაფერია, – თქვა ბატონმა კახამ. სამეფო კარის უფროსი დღესდღეობით ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკი გახლავთ. მისი უფროსი ქალიშვილი, ტახტის მემკვიდრე ანა ცოლად გაჰყვა დავით ბაგრატიონ–მუხრანელს. ანუ ეს ტოლფარდოვანი ქორწინება არაა, იგი საქართველოს დინასტიური კანონმდებლობით დასაშვებია. საქართველოში ქორწინების ტოლფარდოვნების მოთხოვნა არ ყოფილა. როცა ძე არაა გვარში, მემკვიდრეობა დედის ხაზით გადადის. მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც მემკვიდრეობა ბატონიშვილ ანაზე უნდა გადავიდეს. ამ ქორწინებით არ გაფორმდა დინასტიური ხაზით ხელშეკრულება. ამას თავისი მიზეზები აქვს.
ერთ–ერთი თქვენი რესპონდენტი წერს, მეც გავიგე, რომ ამის გამო გვარი ბაგრატიონ–ბაგრატიონი უხერხული ფორმაა. მართლაც ასეა და ასეთ ფორმას საქართველოში, მისი ისტორია და კანონმდებლობა არ ცნობს, მაგრამ იცნობს მხოლოდ ზედსიძეობის წესით, როგორიც იყო, მაგალითდ, თამარ მეფისა და დავით სოსლანის შეუღლება. ორივენი ბაგრატიონები იყვნენ, მაგრამ თამარის გვარი სამეფო იყო, არასამეფო შტო – სოსლანის.
ამ ქორწინებით შობილი გიორგი–ლაშა, გიორგი IV სიგელებში იწოდება, როგორც მეფე გიორგი ლაშა თამარის ძე. ზუსტად ასევეა ისეთ მონარქიულ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, სადაც ქალის ხაზით გადადის მემკვიდრეობა, ასევე–ჰოლანდიაში, შვედეთში…
იმის თქმა მინდა, რომ ამ პატარა ბიჭის  სტატუსზე ლაპარაკი მართლაც ზედმეტია, ვიდრე ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჩაჯდება.
– ადრე ხომ არ დავიწყეთ მონარქიის  – კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე საუბარი? იქნებ, ამაოდაც?
– თავის დროზე ეს ჩვენი პატრიარქის იდეა იყო… სულ სხვა მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა  ქართველობას დროთა განმავლობაში. მონარქიას, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას ისე ვუყურებ, საქართველოს 1300–წლიანი დინასტია ჰყავს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობა უნდა იცავდეს. ბატონიშვილი ნუგზარი თავისი აღზრდით, განათლებით, ადამიანობით გენიალური პიროვნებაა – თავმდაბალი და კაცთმოყვარე, მუდამ საქართველოში და ისეთივე გაჭირვებაში ცხოვრობდა, როგორც ყველა ჩვენი მოქალაქე.
ხაზგასმით ვიმეორებ, აქ საუბარია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, მოვლაზე და ა.შ. როცა მოვა დრო და ჩვენი ისტორიკოსები გადაწყვეტენ, შესაბამის ისტორიულ დოკუმენტზე დაყრდნობით, ანალიზის შედეგად  გადავწყვეტთ, ვინ უნდა იყოს მეფე.
რაიკომის მდივნის არჩევა ხომ არაა?
– ესე იგი, დაიბადა კარგი ბავშვი, კარგი ოჯახის შვილი და არა მაინც და მაინც ტახტის მემკვიდრე. ამით კიდევ ერთი მარცვალი ჩავარდა ტრადიციის შენარჩუნების ქვეყანაში და მეტი არაფერი?
– ასეა. კულტურულ მემკვიდრეობაში მხოლოდ მატერიალური კულტურის ძეგლები, მათი აღდგენა და შენარჩუნება ხომ არ იგულისხმება? 1300–წლოვანი დინასტია რომ არ შეწყვეტილა, ეს უნდა გვიხაროდეს!
 

4 COMMENTS

  1. ჯერ არავინ არიან არაფერი აბარიათ და უკვე ვერ გაურკვევიათ რომელი მხრიდან არიან მეფის შტოს წარმომადგენლები და მერე რას იზამენ. ამ პარაზიტებს მოუნდათ უბედური ქართველი ხალხის კისერზე ცხოვრება. შეხედეთ ბავშვის სურათს ყივჩარების შთამომავალია ჩვენგან რა უნდა მოითხოვოს სადმე სხვაგან ტახტი.ნუგზარ ბაგრატიონი რომ იჩემებს ტახტს და მეფის მემკვიდრეობას ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენი ომი იყო საქართველოში , იქნებ გვითხრათ რომელ ომში იბრძოდა? მაგათი წინაპრები იყვნენ მეფეები რომლებმაც ტახტი 200 წელზე მეტია დაკარგეს და ვერ შეინარჩუნეს, ხოლო ქვეყანა რუსეთს უფეშქაშეს ,ტვითონ კი მოკურცხლეს ევროპაში და დღემდის იქ ცხოვრობენ.

  2. ამ კომენტარისა და ამ სტატიის ავტორი ნამდვილად ქართული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ერთი ის მაინტერესებს მიშიკო საასაშვილი რომელ ომში იბრძოდა 9 წელიწადი რომ დაგვაქცია და თქვენნაირებმა ტაში რომ უკარით ?!!!!!!!!

  3. ყველგან ცემენ პატივს და ეამაყებათ თუ სადმე ყავთ შემორჩენილი სამეფო გვარის წარმომადგენლები,ერთი ჩვენ ვართ რო ვერაფერი გაგვიგია ამ ქვეყნად,რასაც ჩაგვძახებენ იმას ამოვძახებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here