Home ახალი ამბები მამუკა არეშიძე: რეზერვის სისტემა, რომ საქართველოში არ ვარგოდა, ეს 2008 წლის ომმა...

მამუკა არეშიძე: რეზერვის სისტემა, რომ საქართველოში არ ვარგოდა, ეს 2008 წლის ომმა დაამტკიცა

1186
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,დღეს არსებული რეზერვის მოქმედი სისტემა  გარდაქმნას საჭიროებს. ამის შესახებ პრემიერმა, მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

როგორია ქვეყანაში დღეს არსებული რეზერვის სისტემა და რას გულისხმობს მისი გარდაქმნა, „საქართველო და მსოფლიო“ ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

„დღევანდელი რეზერვის სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს და რომ რეზერვის სისტემა საქართველოში არ ვარგოდა, ეს 2008 წლის ომმა დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობდნენ ახალი ამ დრომდე არ შექმნილია “, – აღნიშნა არეშიძემ.

ექსპერტისთვის გაუგებარია, თუ რამ განაპირობა თითქმის  10 წლიანი დროის გაწელვა, რის შედეგად, ქვეყანას რეზერვის ახალი სისტემა არ გააჩნია.

„შარშან შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროში თავადაც ვესწრებოდი როგორც კომისიის წევრი და ის სისტემა, რომელიც შემუშავებულია  ჩემთვის არის მისაღები, თუმცა ის კომპონენტი რაც მე და ჩემს თანამოაზრეებს გვქონდა, არის  თუ არა შესული ვერ გეტყვით, რაც გულისხმობდა – რეზერვის მომზადების მიბმას მთიანი რეგიონის განვითარების თემასთან.  თუ ეს არის გათვალისწინებული უაღრესად წაადგება ქვეყანას.  ფინანსურ დაინტერესებაზე არ არის აქ საუბარი ალბათ, პირველ რიგში მოქმედი რეზერვის  პრინციპი სხვა რამეს ეფუძნება, იქ არის ისეთი სპეციფიური დარგები, როგორიც არის სამედიცინო დარგები, კაავშირგაბმულობის სისტემა და სხვა რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ საერთო არამედ სპეციფიურ რეზერვსაც“,– განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტის  შეფასებით,  ისეთი გეოპოლიტიკური სივრცეში განვითარებული ქვეყნისთის როგორიცაა საქართველო, აუცილებლად სჭირდება მოქმედი რეზერვი, რომელიც ისრაელის მაგალითმა დაამტკიცა.

რას გულისხმობს რეზერვის ახალი კონცეფცია – თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიურ რეზერვი  და სამობილიზაციო რეზერვი.

აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.  გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი.  კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი  წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად:

  • შეიარაღებული ძალების რეზერვი ;
  • ტერიტორიული  რეზერვი;
  • სპეციალისტთა რეზერვი ;
  • შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერას.
  • ტერიტორიული რეზერვისტი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი  იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.
  • სპეციალისტების  რეზერვი  ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო  რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში  სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხერდო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხერდო  სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო  შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here