Home რუბრიკები სამართალი ვინ არიან ახალი თაობის ქართველი კანონიერი ქურდები?

ვინ არიან ახალი თაობის ქართველი კანონიერი ქურდები?

3428

“ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში 2005 წელს გამოცხადდა და კვლავაც გრძელდება. “ქურდული სამყაროს” წევრობა დასჯადია 2231-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე, ხოლო მეორე ნაწილით ისჯება “კანონიერი ქურდობა”, რომლის სანქციაც არის თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე.

ახალი თაობის ე.წ. “კანონიერი ქურდები” საზღვარგარეთ, მეტწილად რუსეთში, იტალიაში და საფრანგეთში ცხოვრობენ.

ლაშა ბარათელი, “ჭია”

25 წლის “კანონიერი ქურდი” ლაშა ბარათელი, მეტსახელად “ჭია” რუსეთში ცხოვრობს. “ჭია” გასული წლის დეკემბერში სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. 25 წლის ლაშა ბარათელს დაკავებამდე “დედ ჰასანის” კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს; ბარათელს სადარბაზოში დახვდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ სახე და სხეული ისე დაუსერეს, რომ მისი ცნობა შეუძლებელი გახდა. გავრცელდა ხმები, რომ მან “დედ ჰასანის” მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და კრიმინალური ავტორიტეტის მომხრეებმა ამიტომ აწამეს. “ჭია” რეაილიტაციის კურსს სანკტ-პეტერურგში გადიოდა, მისი სახელი და თითის ანაბეჭდეი 3 წლის წინანდელ დანაშაულში ამოტივტივდა და დაკავების მიზეზი სწორედ ეს საქმე გახდა.

სერგო ჩიხლაძე, “სამტრედსკი”

ე.წ. კანონიერ ქურდს სერგო ჩიხლაძეს, კრიმინალურ სამყაროში “სამტრედსკის” სახელით იცნობენ. სერგო ჩიხლაძე 13 აგვისტოს მოსკოვში დააკავეს. პირადი ჩხრეკის დროს, 31 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს 2 გრამი გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ ყიდვის, შენახვის, გადატანის, წარმოებისა და ფლობის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, სერგო “სამტრედსკი” ტარიელ ონიანის კლანის წევრია, რომელიც “დედ ჰასანის” მაფიური დაჯგუფების კონკურენტად მიიჩნეოდა.

ბესო კვინიხიძე, ბესი რუსტავსკი

31 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესო კვინიხიძე, მეტსახელად “ბესი რუსტავსკი” გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის ზურა კვინიხიძის ვაჟია. ის პირველად 1999 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი სამშენელო კომპანიის ვაჟი გაიტაცა. სამართალდამცავებმა მისი დაკავეა არბატზე მოახერხეს. “კანონიერი ქურდების” წინაშე მისი “ქურდობის” საკითხი 2013 წლის ივლისში დადგა , როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები მათი მეგობრის თამაზ ფიფიას წლისთავზე იყვნენ შეკრებილები. კვინიხაძის “ქურდობას” მხარი მაშინ ძმებმა ქარდავებმა და მათმა გარემოცვამ დაუჭირეს. ამის შემდეგ  “ბესო რუსტავსკი” ძირითადად  სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. თუმცა კურთხევიდან ერთი წლის შემდეგ

ბესო ქურდული გარჩევების ეპიცენტრში მოექცა და მას სანკ-პეტერბურგელმა კრიმინალებმა “რიჟა ალბერტამ” და “მირიჩამ” დაუსწრებლად “ქურდობა” შეუჩერეს. თუმცა სანკტ-პეტერბურგელი “ქურდების “გადაწყვეტილება ბოლომდე ძალაში არ შევიდა და ქურდულ სამყაროში გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ დროს ბესოს მომხრეებმა გარჩევაზე “რიჟა” დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით “ქურდებს” შორის დაპირისპირების ხმაურიანი გარჩევა თურქეთში, ქალაქ ედირნეში მოხდა, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი თურქი პოლიციელი შეეწირა. რა ბედი ელის ამჯერად “ბესო რუსტავსკის” ჯერ-ჯერობით უცნობია. ბესი რუსტავსკი ამჟამად დაკავებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here