Home რუბრიკები პოლიტიკა გამოცემა Der Spiegel-მა ტრამპის სკანდალური კარიკატურა გამოაქვეყნა

გამოცემა Der Spiegel-მა ტრამპის სკანდალური კარიკატურა გამოაქვეყნა

711

გავლენიანი გერმანული გამოცემის რედაქციას თავს კრიტიკის ტალღა დაატყდა. ამის მიზეზი ახალი ნომრის გარეკანი გახდა, რომელზეც დონალდ ტრამპის კარიკატურაა გამოსახული. თეთრი სახლის ლიდერს ხელში თავისუფლების ქანდაკების მოკვეთილი თავი უჭირავს. გამოცემის რედაქტორს თავისმართლება მოუწია მომხდართან დაკავშირებით, ხოლო კარიკატურის ავტორი ედელ როდრიგესი აცხადებს, მისი ნახატი რეალობას ასახავს, რადგანაც ამერიკის  ხელისუფლებაში  ტრამპის მოსვლის შემდეგ დემოკრატიას თავი მოეჭრა.

გერმანული ყოველკვირეული გამოცემის შპიგელის ბოლო ნომრის სათაური იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. გამოცემის ეს ნომერი მწვავედ გააკრიტიკა ამერიკაში ფაქტობრივად ყველამ: რესპუბლიკურმა პარტიამ, ასევე დემოკრატმა სენატორებმა და  ამერიკის ბიზნეს სექტორმაც კი. მეტიც გამოცემამ სოციალურ ქსელში დაპოსტა ფოტო პოტოშოპით, სადაც თეთრ სახლში მჯდომარე ტრამპს ხელთ ხელშეკრულების ფურცელები უჭირავს, რომელზეც გამოსახულია სწორედ ეს კარიკატურა.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც გამოცემა აქვეყნებს ტრამპის სკანდალურ კარიკატურებს. არჩევნებამდე მათ გამოაქვეყნეს ტრამპის ფოტო, რომლის ფონზეც გამოსახული იყო ამერიკის დროშა, რომელსაც ცეცხლი ქონდა წაკიდებული. ასევე გამოქვეყნდა არჩევნების შემდგომ ნომერი, სადაც ტრამპის თავი თითქოს მეტეორი ისე ეცემოდა დედამიწას. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here