Home რუბრიკები პოლიტიკა გია როინიშვილი: სახალხოდ, ხმამაღლა ვაცხადებ – ეს დედაკაცი მორალიდან და ზნეობრიობიდან გასულია!

გია როინიშვილი: სახალხოდ, ხმამაღლა ვაცხადებ – ეს დედაკაცი მორალიდან და ზნეობრიობიდან გასულია!

690

მსახიობი გია როინიშვილი, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ქეთი დოლიძის ბრალდებას – „დაჩაგრულ ”ნაციონალად” მოაქვს თავი! 6 წელი ურცხვად იღებდა ხელფასს!“ პასუხობს.

“ახლა ვუსმინე ქეთი დოლიძის ინტერვიუს ”იბერიაზე”და ხმამაღლა ვაცხადებ, პირველად, სახალხოდ – ნაძირალაა! რის სასამართლო?! რის სამართალი?! ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს დედაკაცი მორალიდან და ზნეობრიობიდან გასულია ძალიან შორს! ეს ის შემათხვევაა როცა ყველანაირი ცივილურობა აზრს კარგავს! სამწუხაროა. ეს პროფესიონალი თვალთმაქცი და მოღალატე ”ღალატზე’’ ლაპარაკობს! რატომ ღმერთი არ გაიცინებს?! ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვარ ვინც ამას ამბობს! სამწუხაროა”, – აცხადებს როინიშვილი.

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე, მსახიობ გია როინიშვილთან დაკავშირებით განაცხადა,  რომ თეატრის ღალატს არც მას და არც არავის არ აპატიებს.

”გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს(?!) და არ ცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა. ახლა კი დაჩაგრულ ”ნაციონალად” მოაქვს თავი! კოლეგებს კითხოს ერთი, მაგასთან ერთად თუ უნდათ სცენაზე დგომა! იმ მოსამართლესაც უნდა ვკითხო, ვინც ეს დადგენილება გამოიტანა (გავაპროტესტებთ მაინც), სასამართლოში რომ არ გამოჩნდეს 7 წლის მანძილზე, რას უზამენ? თეატრის ღალატს არავის ვაპატიებ!”, – წერს ქეთი დოლიძე.

ცნობისთვის, გია როინიშვილმა ქეთი დოლიძის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here