Home რუბრიკები საზოგადოება “სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

“სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

1471

ტავისტოკის ინსტიტუტი

ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტი ლონდონში მდებარეობს. ომის წლებში ამ ინსტიტუტის კედლებში ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ფსიქოლოგიური ომის ახალი მეთოდოლოგია, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ ფაშისტური გერმანიის, არამედ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც. ამ ინსტიტუტისთვის ფოტოს გადაღება კატეგორიულად აკრძალულია. სპეციალისტებს უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ, რით არიან დაკავებული ამ დაწესებულების თანამშრომლები. მიუხედავად ამისა, “სოდომისგადამღებმა ჯგუფმა მოძებნა ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ იცის ამ ინსტიტუტზე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/daniel-estulini.jpg

დანიელ ესტულინი, ავტორი წიგნისატავისტოკის ინსტიტუტი”:

“ტავისტოკი, როგორც კლინიკა, 1921 წელს ჩამოყალიბდა, ინსტიტუტად კი გადაკეთდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს როკფელერების ოჯახმა, ტავისტოკის ხელმძღვანელმა და გენერალმა ჯონ როლინგმა, ინსტიტუტის დამაარსებელმა.

ტავისტოკის შეთქმულების იდეა არის ის, სრულიად შეიცვალოს თანამედროვე საზოგადოების პარადიგმა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მცდელობა, შეიცვალოს ყველაფერი, რასაც წარმოვიდგენთ, და შეიცვალოს წარმოდგენა საზოგადოებაზე.

აქ მოიფიქრეს და შემდეგ ევროპელი ახალგაზრდების ცნობიერებაში ჩანერგეს ახალი კულტუროლოგიური აქცენტები, ისეთები, როგორიც არის “თავისუფალი სიყვარული”, “სვინგი”, “სამოქალაქო ქორწინება”.

ტავისტოკის ინსტიტუტში, აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, ადამიანების გონებაზე მანიპულაციებისთვის შეიქმნა პროგრამა MKULTRA.

გამორიცხული არ არის, რომ, სახელდობრ, აქ ჩამოყალიბდა ე.წ. უკრაინის რევოლუციის ფსიქოლოგიური შემადგენელი _ სიტყვით გამოსვლები, ქცევის მოდელი, ლოზუნგები.

როდესაც ლაპარაკია ტავისტოკში შექმნილ პროექტებზე, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც გეგმები გათვლილი აქვთ 50, ზოგიერთ შემთხვევაში კი 100 წელზე. მათი გეგმების სარეალიზაციო პროცესი გადადის ერთი საუკუნიდან მეორეში. იმის შესაქმნელად, რასაც დღეს ვხედავთ, მოქმედება დაიწყო დიდი ხნის წინათ. პროექტების დიდი ნაწილი, რომელთა რეალიზებაც დღეს ხდება, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის, ჩაფიქრებული იყო არა 5 ან 10 წლის წინათ, არამედ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე. დღეს არსებობენ მამაკაცები და ქალები, ჰომოსექსუალები და ტრანსსექსუალები; შემდეგ იქნებიან ტრანსადამიანები და პოსტადამიანები; იქნებიან ადამიანირობოტები, როგორიც ტერმინატორია; იქნებიან კიბორგები, იქნებიან არსებები, არა როგორც 100%-იანი ადამიანები, არამედ შედეგი სინთეტიკური ბიოლოგიისა, რადგან დღეს ადამიანის შექმნა ლაბორატორიაშიც შეიძლება. მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის აუცილებლობა უკვე აღარ არის. საქმე იქამდეც კი მივა, რომ იქნება გენები არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცისა, არამედ ადამიანის მსგავსი სამი სხვადასხვა არსებისა, რომლებსაც შეეძლებათ ადამიანის შექმნა, და სამომავლოდ გენეტიკური მანიპულაციების მეშვეობით გაანადგურებენ ადამიანის მეხსიერებას”, _ ამბობს დანიელ ესტულინი.

შობადობის ინსტიტუტი”: წყვილებს ვეხმარებით, იქცნენ ოჯახად

კლინიკა “შობადობის ინსტიტუტი” ლოს-ანჯელესშია. ეს არის პირველი საავადმყოფო, რომელმაც სოდომისტებს სუროგატული დედობა შესთავაზა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jefri-steinbergi.jpg

ჯეფრი სტაინბერგი, სუროგატული დედობის კლინიკის ექიმი:

“ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელი სქესის იქნება ბავშვი _ ბიჭი თუ გოგონა.

ცისფერი _ ეს ბიჭები არიან (სტაინბერგი ფილმის ავტორებს თაროებზე ჩამწკრივებულ ფაილებს აჩვენებს), ვარდისფერი _ გოგონები; მწვანე კი _ გენეტიკური დეფექტების მქონე _ დაუნის სინდრომით. მათ გენეტიკური პრობლემები აქვთ. ესენი, ძირითადად, ბიჭები და გოგონები არიან. ჰომოსექსუალური წყვილებიდან გეებს შვილად ბიჭი სურთ, ლესბოსელებს _ გოგონა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gayinuli-embrionebis-contei.jpg

ამ კონტეინერებში კი (სტაინბერგი მიდის კონტეინერებთან _ ..) გაყინული ემბრიონებია. კონტეინერები სავსეა. ჩვენ გვაქვს გაყინული სპერმა მამაკაცებისგან, გაყინული კვერცხუჯრედები _ ქალებისგან, და როდესაც მათ ვაერთებთ, ვიღებთ ემბრიონებს. ყველა ეს ემბრიონი გაყინულია და სხვადასხვა კატეგორიისაა. გაყინული ემბრიონი, როდესაც მას კონტეინერებიდან ვიღებთ, ცოცხლდება, შემდეგ ვაძლევთ დედას. ემბრიონის შენახვის ვადა დაახლოებით 100 წელიწადია. აქ ვიღებთ სპერმას, კვერცხუჯრედებს, შემდეგ ვაერთებთ ემბრიონის შესაქმნელად. ემბრიონის გამოყვანას 5 დღე სჭირდება, შემდეგ ვაკეთებთ ანალიზებს, რათა დავადგინოთ, ბიჭია თუ გოგო, აქვს თუ არა გენეტიკური გადახრა და გადავცემთ დედას.

ამას სუფთა ოთახს ვეძახით. აქ ჩვენ ისეთი კოსტიუმი უნდა გვეცვას, როგორითაც კოსმონავტები არიან შემოსილი კოსმოსში გასვლისას”.

ფილმის ავტორის კითხვაზე _ გეების ოჯახში ბავშვი დედას ვერასოდეს ნახავს, ეს საშიში არ არის? სტეინბერგი უპასუხებს: ამაში საშიში არაფერია.

გეიაღლუმი სანფრანცისკოში

2014 წელი, აშშ, სანფრანცისკო. ათიათასობით სოდომისტი შეიკრიბა თავიანთი ცხოვრების სადემონსტრაციოდ. ნორმალური ადამიანები მათ ინტერესით უმზერენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/geebis-shvili.jpg

_ არ გეშინიათ, რომ თქვენს შვილს მოუნდება იყოს ისეთი, როგორიც ისინი არიან? _ ეკითხება ფილმის ავტორი ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც სოდომისტების მსვლელობას შვილთან ერთად უცქერის:

_ არა, პირიქით, ჩვენ გვინდა, წავახალისოთ ის, რომ ნახოს ყველაფერი, რასაც სამყარო გვთავაზობს.

ადგილობრივმა ტელევიზიამ შოუს წამყვანად სპეციალურად შეარჩია ტრანსვესტიტი _ ის მათთან არის, მათიანია.

აი ეს ორი ქალი კი, რომლებიც, ალბათ, ლესბოსელები არიან, ახალი სახეობის ტომს მიეკუთვნება, ახალი მსოფლიოს ახალი ოჯახია.

ფილმის ავტორი ეკითხება მათ:

_ რამდენი წლის ხართ?

_ 38-ის.

_ 52-ის.

_ შვილები გყავთ?

_ ერთი.

_ საერთო?

_ დიახ.

_ როგორ ცხოვრობთ უმამაკაცოდ?

_ შესანიშნავად! ეს შესანიშნავია, ეს არის ის, რაც მინდა.

_ თუ იცით, რამდენი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანია ამერიკაში?

_ ამბობენ, მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტიო, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით მეტია.

_ როგორ გააჩინეთ ბავშვი უმამაკაცოდ?

_ ისევე, როგორც სხვებმა. ჩვენ მას სიყვარულით ვზრდით, უზრუნველვყოფთ, ყველაფერი რიგზეა…

_ მე მხედველობაში მქონდა ის, რომ ბავშვის გასაჩენად აუცილებელია მამაკაცი.

_ აა, თქვენ ბიოლოგიურ მამას გულისხმობდით? მე მყავს ნაცნობი, რომელმაც ცოტაოდენი სპერმა მომცა ჭიქით… ასე გვეყოლა ბავშვი.

_ უკაცრავად, თქვენგან რომელია დედა და რომელი _ მამა?

_ აბა, გამოიცანით?

_ თქვენ ხართ.

_ დიახ.

_ ის მამაა?

_ არა, ის მამა არ არის, მაგრამ მე დედა ვარ.

_ როგორ მოგმართავთ შვილი _ დედა და დედა თუ მამა და მამა?

_ დედა და დედა.

_ მე ის იუ-იუს მეძახის.

_ როგორ ფიქრობთ, ბავშვს, როცა ის გაიზრდება, არ ეწყინება, რომ ნამდვილი მამა არ ჰყავდა?

_ მას ისედაც ბევრი ადამიანი ჰყავს ცხოვრებაში, ბევრს ჰყავს ორი დედა, მას კი ჰყავს ბევრი შესანიშნავი ბიძა, ორი ბაბუა.

_ თქვენი შვილი გოგონაა?

_ დიახ.

სოდომისტებს ქვეცნობიერში მაინც აქვთ, რომ ეს არასწორია, თუმცა გარეგნულად ყველა გულმოდგინედ გამოხატავს სიხარულს.

ჰომოსექსუალთა ოჯახების ბავშვები ბედნიერად არ გამოიყურებიან. ბავშვი გრძნობს, რომ ის, რაც მის გარშემო ხდება, ბუნებას ეწინააღმდეგება.

ფილმის ავტორი კითხვას უსვამს ავტობუსის მძღოლს, რომელმაც ლგბტ-პირები ამ აქციაზე მოიყვანა.

_ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ძალიან საინტერესოა.

_ საინტერესო?

_ კი.

_ თქვენი აზრით, რას ფიქრობს ღმერთი, როცა ამ ყველაფერს უყურებს?

_ უკაცრავად, ღმერთი _ ეს ვინ არის, რა არის, არ ვიცი…

ეს კი გაზეთების გამყიდველია, _ ამბობს ფილმის ავტორი, _ მას თავისი თვალსაზრისი აქვს:

_ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. 20 წლის წინათ ასეთ ღონისძიებაში ცოტა ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. აქ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან, ჩინეთიდანაც კი. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და სტივი…

ნიკა კორინთელი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here