Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ არიან სტრასბურგის სასამართლოს მიერ უარყოფილი ქართველი მოსამართლეები?!

ვინ არიან სტრასბურგის სასამართლოს მიერ უარყოფილი ქართველი მოსამართლეები?!

602

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო კომიტეტი ქართველი მოსამართლეების კანდიდატურის დაწუნებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედს“ პასუხობს და წერილობით დოკუმენტს უგზავნის. მასში აღნიშნულია, რომ სიის უარყოფა კანდიდატების დაბალი კვალიფიკაციის გამო მოხდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეთა სამკაციანი სია წარუდგინა, რომელიც შესაბამისმა კომისიამ უარყო და უკან დააბრუნა. „საქართველო და მსოფლიო“ დაინტერესდა, ვინ არიან ეს მოსამართლეები და რა კვალიფიკაცია გააჩნიათ მათ. გთავაზობთ აღნიშნული მოსამართლეების ბიოგრაფიებს.

 

ევა გოცირიძე, (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი):1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1980-1981წწ. კოდიფიკატორი; 1980-1984წწ. ინსპექტორი; 1990-1991წწ. მოქალაქეთა მიღებისა და საჩივრების განყოფილების კონსულტანტი; 1996-1997წწ. სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი; 1997 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი; 2000 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი; 2005 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეულის პეციალისტი.

საკანდიდატო დისერტაციისთემა – “იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში”, დაიცვა 1998 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა “აზრის გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი და ბალანსების კონტექსტში”, დაიცვა 2006 წელს.

ალექსანდრე ბარამიძე, (იუსტიციის მინისტრის მოადგილე):1983 წ.  დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია.

2002 წ.  დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;იურიდიული ფაკულტეტი.  სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

2002-2012 წლებში მუშაობდა კომპანია „პროცესში“. 

2003 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიარა სამკვირიანი ინგლისურენოვანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.

2004-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიჰყავდა მედიასამართლის კურსი ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტებისათვის.

2011-2012 წლებში იურიდიულ მომსახურებას უწევდა, როგორც “საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებას”, ისე პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებას”, მის თავმჯდომარეს, კოალიციაში შემავალ პარტიებსა და ფიზიკურ პირებს, აგრეთვე კოალიციის წევრების კონტრაქტორ ფირმებს.

გიორგი ბადაშვილი, (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი): 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2014 წლის 21 იანვრიდან საქართველოს მთავარი პროკურორი;

10.07.2006- 21.10.2008 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი;

21.10.2008-21.03.2011 წწ საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი;

21.03.2011-14.01.2013 წწ საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე;

14.01.2013-29.05.2013 წწ საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი;

29.05.2013-22.11.2013 წწ საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე.

შეგახსნებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეების კანდიდატურა საქართველოს მთავრობამ შეარჩია და შესაბამისი პროცედურების დაცვით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაუგზავნა, თუმცა აღნიშნული ნუსხა უარყოფილ იქნა. ამჟამად ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან ახან სიას ელოდება, რომლის მომზადებასაც გარკვეული დრო სჭირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here