Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: საქართველოს მთავრობა!!! გაიღვიძეთ,სხვას ვერაფერს აკეთებთ და ეს მაინც გააკეთეთ!

სანდრო ბრეგაძე: საქართველოს მთავრობა!!! გაიღვიძეთ,სხვას ვერაფერს აკეთებთ და ეს მაინც გააკეთეთ!

566

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მიმართავს მთავრობას აკონტროლოს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დინამიკა, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მოსულ მოქალაქეებზე მეთვალყურეობაზე აკეთებს აქცენტს. ბრეგაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ყველანი გაადეპორტონ საქართველოდან.

„საქართველოს მთავრობას!

საქართველოს მთავრობა!!! გაიღვიძეთ,სხვას ვერაფერს აკეთებთ და ეს მაინც გააკეთეთ. აიკრძალოს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა,ბინადრობის უფლების მიცემა,ვინც უკვე საქართველოშია დასახლებული სასწრაფო წესით დაიწყოს მათი დეპორტირება. ჩემი თუ არ გჯერავთ აშშ-ს პრეზიდებტ ტრამპს მაინც მიბაძეთ, რომელმაც გასცა ბრძანება სირიის,ლიბანის,იემენის,უგანდის,სომალის,სუდანის და სხვა ასეთი ტიპის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ამერიკის ტერიტორიაზე შეშვების აკრძალვის თაობაზე“. – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here