Home რუბრიკები საზოგადოება გამოკითხული ახალგაზრდების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს

გამოკითხული ახალგაზრდების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს

596

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა გამოიკვლია ქართველ ახალგაზრდების აღქმები, შეგნება, მოლოდინები და დამოკიდებულება ცვალებადი გარემოს მიმართ. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდებ14– დან 29 წლის ჩათვლით. სულ ჩატარდა 1200  ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია.

*კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 1%-ს ჰქონია სექსი ერთზე მეტ პარტნიორთან. მამკაცებში ეს მაჩვენებელი 57 %-ს შეადგენს.

*კვლევაში აღნიშნულია, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების უფრო დიდ ნაწილს აქვს სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება რამდენიმე პარტნიორთან (43%), ვიდრე დაბალი (25%) და საშუალო სოციალური ფენისას (33%). ახალგაზრდების 31% თვლის, რომ სექსუალური თავშეკავება მხოლოდ გოგოების შემთხვევაშია დადებითი ღირებულება.

*ქალწულობის საკითხზე  ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების თვალსაზრისს შორის განსხვავება არ არის, თუმცა ქალების შედარებით დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სექსუალური თავშეკავება ღირებულებაა ორივე სქესისთვის.

* საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს კანონით აკრძალული. ამასთანავე, 32%-სთვის აბორტი მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულ შემთხვევაშია მისაღები. მის ლეგალიზებას კი მხოლოდ 5 პროცენტი ემხრობა

* საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცების 48 პროცენტი ფიქრობს, რომ აბორტი სრულიად უნდა აიკრძალოს. ქალების 40% კი ფიქრობს, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს, გარდა სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული შემთხვევებისა.

*კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 62 პროცენტს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. 19-24 წლის  ახალგაზრდების 64%, ხოლო 25-29 წლის 35% ფინანსურად მშობლებზე არიან  დამოკიდებული.

*ახალგაზრდების 70% ცხოვრობს  მშობლებთან ერთად. 19-24 წლის ახალგაზრდების კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 67% -ს შეადგენს, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

*რაც შეეხება ახალგაზრდების ოჯახების მატერიალურ მდგომარეობას, კვლევის თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 3 პროცენტი თვლის, რომ არ აქვთ ფინანსური პრობლემები და შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სურთ. ახალგაზრდების 11% კი თვლის, რომ არ აქვს საკმარისი ფული საკვებისთვის..

*მანქანა ჰყავს გამოკითხული რესპონდენტების ოჯახების 47%-ს.  კომპიუტერი კი არ აქვს ოჯახების 22 პროცენტს.

*ახალგაზრდების მხოლოდ 19% არის დასაქმებული სრულ განაკვეთზე, 7% დასაქმებულია ნახევარ განაკვეთზე ან თვითდასაქმებულია.  დასაქმების შესაძლებლობები თბილისში გაცილებით მეტია.  მამრობითი სქესის რესპონდენტების მხოლოდ 28 პროცენტია უმუშევარი, ახალგაზრდა ქალებში კი ეს მაჩვენებელი 40% შეადგენს. ახალგაზრდების 81 პროცენტს არ სურს გამოცდილების მიღება სტაჟირების ან პრაქტიკული კურსის გავლით. გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (75%) ფიქრობს, რომ საქართველოში სამსახურის პოვნისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მეგობრები და ნაცნობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here