Home რუბრიკები პოლიტიკა ევროსაბჭომ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭომ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო

546

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ სპეციალური რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საუკეთესო გარემოს ქმნის პლურალისტური და არადისკრიმინაციული მაუწყებლობისთვის.

აღნიშნულ სესიაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: “2015 წლიდან, ჩვენ მივიღეთ 49  აქტიურად მომუშავე მედია ორგანიზაცია, გარდა ამისა, პროგრესი აღიარებულ იქნა ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა “FREEDOM HOUSE”, “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” და საპარლამენტო ასამბლეაც კი, რომელმაც საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში არის მედიის ფართო სპექტრი და ცოცხალი მედია გარემო. რაც შეეხება მედია კომპანიების მფლობელების ცვლილების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის კერძო დავები, რომლებიც წლების წინ დაიწყო და ახლა ჯერი სასამართლოზეა”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here