Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველაშვილმა კიდევ ერთი კანონპროექტი დაბლოკა

მარგველაშვილმა კიდევ ერთი კანონპროექტი დაბლოკა

606

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მიზნით დეკემბერში მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. მცირე ხნის წინ მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და მოტივირებული შენიშვნები კვლავ პარლამენტს გადაუგზავნა.

„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მასში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი შეიცავს ნორმებს, რომელიც ეწინაღმდეგება მიუკერძოებლობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, მე ვთავაზობ პარალემენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნვლყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც თანხმობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ამ შენიშვნების გათვალისიწნინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონდმებლობას”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი უახლოეს ხანებში დაუბრუნდება კანონპროექტს და გაითვალისწინებს, როგორც მის შენიშვნებს, ისე ვენეციის კომისის რეკომენდაციებსაც.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here