Home რუბრიკები პოლიტიკა „ქართული იდეის“ თავმჯდომარემ სოროსისა და მაკკეინის ეპოქის აღსასრულის დასაწყისი დააანონსა

„ქართული იდეის“ თავმჯდომარემ სოროსისა და მაკკეინის ეპოქის აღსასრულის დასაწყისი დააანონსა

599

პოლიტიკოსი და პარტია „ქართული იდეის“ თავჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში ეხმაურება 21 იანვარს, ვაშინგტონში, ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას, რომლის შემდეგაც  მსგავსი გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც მოეწყო და მოუწოდებს საზოგადოებას ერთად გააპროტესტონ ქართველი ლიბერალების მიერ მოწყობილი დემონსტრაცია და მხარი დაუჭირონ აშშ ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას.

„მეგობრებო! მოგეხსენებათ, რომ 21 იანვარს, ვაშინგტონში, ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ – სოროსისა და მაკკეინის მიერ მართულმა აგრესიულმა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა, რომლის მსგავსი გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც მოეწყო.

ვფიქრობთ, მსოფლიო საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ხალხის უმრავლესობა, განსხვავებით მარიონეტი პოლიტ-ელიტისა, არასამთავრობოებისა და მართული მედიასაშუალებებისა, ემიჯნება ,,ლიბერალების’’ მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას და ერთგული რჩება იმ ჭეშმარიტი ფასეულობებისადმი, რომელიც შესაბამისობაშია აშშ-ს ახლადარჩეული ადმინისტრაციისა და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების მიერ აღიარებულ ღირებულებებთან.

მოგმართავთ თხოვნით, რომ შაბათს, 28იანვარს, 2 საათზე, შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და მშვიდობიანი მარშით გავიაროთ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, რითიც ღიად დავაფიქსირებთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას თბილისში გამართული სამარცხვინო მსვლელობის მიმართ და სოლიდარობას გამოვუცხადებთ აშშ-ს ხელისუფლებაში მოსულ იმ პროგრესულ ძალას, რომლის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული იყო და სამწუხაროდ, დღესაც რჩება საქართველოს მარიონეტი პოლიტ-ელიტა, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და ძირითადი მედია-საშუალებები“. – წერს სოციალურ ქსელში ლევან ჩაჩუა.

ლევან ჩაჩუა დარწმუნებულია, რომ ის ძალები რომლებიც არც ფინანსებს და არც ძალ-ღონეს არ იშურებენ ქვეყანაში აპარპაშონ ულტრალიბერალები, მათი დღეები დათვლილია. მან მალევე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ასახულია ქართველი ხალხის კეთილგანწყობა ტრამპის მიმართ, რასაც ადასტურებს მისალოცი წერილი, რომელსაც 10 000 მოქალაქე აწერს ხელს. ხელმომწერთა აბსოლიტური უმრავლესობა სრულად იზიარებს ახალად არჩეული  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას. ჩაჩუა მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here