Home რუბრიკები პოლიტიკა დავით უსუფაშვილი: მე ჩემი შვილები ქვეყნის დასაცავად არ გამიზრდია

დავით უსუფაშვილი: მე ჩემი შვილები ქვეყნის დასაცავად არ გამიზრდია

2364

დავით უსუფაშვილის დიდი მონდომება, ამბიცია და აბსურდული იმედი იმისა, რომ შემდეგ არჩევნებში ის და მისი პოლიტიკური პარტია კვლავ მოვა ხელისუფლებაში უბრალოდ მორიგი მირაჟული განცხადებაა და მეტი არაფერი. ყველას კარგად გვახსოვს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც მან ტელეკომპანია მეორე არხის ეთერში გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ იგი არ აპირებს საკუთარი შვილების სიცოცხლე  ქვეყნისათვის უშანსო ბრძოლას შესწიროს, სადაც აპრიორი საქართველო მუდამ დამარცხებული იქნება. 

„ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩვენო შვილებო – შენ დაიბადე და გაგაჩინე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი“. – განაცხადა უსუფაშვილმა პირდაპირ ეთერში.

უსუფაშვილის ამ არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი და აღშფოთება მოყვა საზოგადოებაში. ექსპერტთა აზრით, ეს სრულიად უგუნური და წინდაუხედავი განცხადება იყო იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის სიტყვასაც აქვს ფასი. თავის მხრივ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე დაერია მამათმავლებს და ამით მიჯირყვნა ულტრალიბერალები, ხოლო პრიორიტეტად ქვეყნისათვის საკუთარი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვა დასახა, მეტიც დააწესა პატრიოტიზმის დღე ქვეყანაში. კარგად დავინახეთ თუ  როგორ ესმის პატრიოტიზმი ქართველი ლიბერალების მამას – რესპუბლიკური პარტიისა და პარლამენტის ყოფილ თავკაც უსუფაშვილს, რომელიც მონდომებით ცდილობს, რომ პროამერიკული ფრთის ლიდერი პარტია შექმნას ქვეყანაში. აქსიომაა, როცა აშშ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყოველ წინადადებაში ხალხს პატრიოტიზმისაკენ, თავდადებისაკენ მოუწოდებს, ხოლო დავით უსუფაშვილი სიმხდალისაკენ. ამის შემდეგ, რამდენად არის იმის შანსი ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესდეს „პროამერიკული“ უსუფას პოლიტიკური ფასეულობებით თავად განსაჯეთ.

ხალხს ბევრი რამის პატიება შეუძლია, მაგრამ შეურაცყოფას და მათი ტკივილის აბუჩად აგდებას ის არ პატიობს. გამოდის იმ ახალგაზრდების სისხლი არაფრის გამო დაღვრილა, გამოდის პატრიოტიზმი და სამშობლოს ინტრესების, სახელის დაცვა სინთეთიკური ფასეულობები ყოფილა. ადამიანი, რომელიც ასეთი პოლიტიკოსის ლეგიტიმაციას დაუშვებს ისიც ავტომატურად მოღალატეა. პოლიტიკოსი, რომელიც პატივს არ სცემს ისტორიას, დაღუპული გმირების ხსოვნას და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას სიმხდალეს ამჯობინებს ასეთ პოლიტიკოსს ქვეყანა უფრსკულისკენ მიყავს. „შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი“ – რომელ თავისუფლებაზეაა საუბარი თუ სამშობლო არ გაქვს, თუ დასაცავი არაფერია. არავის გაუჩენია თავისი შვილი დასაღუპად, მაგრამ ისინი ამაყობენ იმით, რომ მათ ქვეყანას ნამდვილი ვაჟკაცები აღუზარდეს, რომ ისინი გმირი შვილების დედები და მამები არიან. 



ნათია თათარიშვილი

4 COMMENTS

  1. vinc gaswira ra danashaulia es rom mcodnoda cotaxnit adre arc chems shvilebs gavimetebdi gasawirad rom im natanji da gmirulad shewiruli bichebis xarjze dges tqveni fufunebisgan ganebivrebuli shvilebi nebivroben chvenc gavwiret tavebi 2012 welshi tqveni da tqvenistanebs genebivrat da chven gagvwiret skamebze mojeqit da agaravin da agaraferi gaxsovdat xalxi agar shecdeba bizinas mse mteli cxovreba unda gelocat magram ubedurebac amasia rom fuls xalxze magla ayenebt unda grcxvenodet bizinasi da sruliad saqartvelosi xalxs rwmenas nugar ukargavt archevnebze naxavt tqvens shedegs.

  2. აბა რას ელოდით ასეთებიდან.ვაი უბედურო საქართველო რო ასეთები ბევრნი არიან ჩვენს მთავრობაში,თანაც ჭკუას გვასწავლიან……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here