Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინა საქართველოდან გაქცეული პოლიტიკური დამნაშავეების ბუდედ იქცა

უკრაინა საქართველოდან გაქცეული პოლიტიკური დამნაშავეების ბუდედ იქცა

483

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდა.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელეს. კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უკრაინას რეგიონულ პარტნიორად განიხილავს და მიისწრაფის მასთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, როგორც პოლიტიკის, ისე ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე მხარეებმა  ასევე ევროინტეგრაციის თემაზეც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის არსამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს დაუკავშირდა და აღნიშნული შეხვედრის შეფასება სთხოვა.

გულბაათ რცხილაძე:- პოლიტიკა მაშინაა პოლიტიკა, როცა ის რეალურ გათვლებზე და ანალიზზეა დამყარებული.

რაც შეეხება პოროშენკოს ხელისუფლებას, რომელიც სათავეში ძალადობრივი გზით მოვიდა, მან საქართველოსთან ურთიერთობა თავიდანვე არამეგობრული ნაბიჯებით დაიწყო და ეს ჩანდა ძალიან ბევრ რამეში. უწინარესად მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ უკრაინა მაშინათვე იქცა საქართველოდან გაქცეული პოლიტიკური დამნაშავეების ბუდედ და მიუხედავად ჩვენი პროკურატურის არერთგზის მოთხოვნისა, ამ დამნაშავეების გადმოცემაზე უარს აცხადებდნენ. თუმცა საქართველოს მაშინ ამაზე თითქმის არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს და ახლა მით უმეტეს არ უნდა გაგვიკვირდეს კვირიკაშვილ-პოროშენკოს შეხვედრა. ვიქრობ, თავისთავად ეს შეხვედრა არაფერს ნიშნავს და ამით არც არაფერი ფუჭდება. მთავარია, საქართველომ თავი არ გამოაყენებინოს უკრაინის პოლიტელიტას და არ ჩაერთოს ანტირუსულ კამპანიაში, თორემ სხვა დანარჩენი, შეხვდნენ ლიდერები, ხელი ჩამოართვან და გაუღიმონ ერთმანეთს, არაფერი შავდება… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here