Home რუბრიკები ბლოგი ამერიკამ „ისლამური სახელმწიფო“ ბაშარ ასადის მოსაშორებლად შექმნა და შეიაიარაღა – ჯონ...

ამერიკამ „ისლამური სახელმწიფო“ ბაშარ ასადის მოსაშორებლად შექმნა და შეიაიარაღა – ჯონ ქერი

657

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავარი მიზანს სირიაში წარმოადგენს მისი კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადაყენება და ამ მიზნის მისაღწევად ვაშინგტონმა დართო ნება ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს შექმნაზე.

ამერიკელები, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს შექმნით და მისი შემდგომი გაძლიერებით,  იმედოვნებდნენ, რომ ბაშარ ასადს მოუწევდა ვაშინგტონის კარნახით, საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე წასვლა და პრეზიდენტის პოსტის საკუთარი ნებასურვილით დატოვება, ამისთვის აშშ-მა შეიაიარაღეს დაჯგუფების ზოგიერთი წევრები. ვაშინგტონს არ ეგონა, რომ სირიის კანონიერად არჩეული ხელისუფლება რუსეთს სთხოვდა სამხედრო დახმარებას.

ქერის გამოსვლის ამსახველი აუდიოფაილი  ტელეარხ CNN-ის მიერ იყო გავრცელებული და ტექსტი კი  გაზეთმა „NEW YORK TIMES”-მაც გამოაქვეყნა. ქერის გამოსვლა ჩაწერილია მის შეხვედრაზე ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების ლიდერებთან. გამოსვლის სრული  ჩანაწერი არ გამოქვეყნებულა- ასადის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების ლიდერებმა იქედან ამოჭრეს 35 წუთი, რომლის დროსაც ქერი ამერიკელების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაზე საუბრობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის აღნიშნული გამოსვლა, რომელიც   22 სექტემბერს შედგა, საკუთარ საიტზე „ვიკილიქს“-მაც გამოაქვეყნა.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here