Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს უდიდესი გამარჯვება კარატეში

საქართველოს უდიდესი გამარჯვება კარატეში

944

2016 წლის 26-27 ნოემბერს პოლონეთში ჩატარდა ევროპის ღია ჩემპიონატი კიოკუშინკაი (კონტაქტურ) კარატეში. მასში 16 ქვეყნის 430 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდა კიოკუშინკაი (კონტაქტური) კარატეს ორი ფედერაციის 25 სპორტსმენით. იკო ტეზუკას კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ფედერაცია (პრეზიდენტი გიორგი ემინაშვილი) 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია (პრეზიდენტი გოჩა კაკაბაძე) _ 20 სპორტსმენით.  ჩემპიონატი ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში, როგორც დიდებში, ისე _ პატარებში.

ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და ბრძოლებიც ძალიან დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა რთულ და შეუპოვარ ბრძოლებში მოიპოვეს 7 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი.

საქართველომ 7 ოქროს მედლით და, საერთო ჯამში, 17 საპრიზო ადგილით  ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და დაიკავა გუნდური პირველი ადგილი, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა ქართველი სპორტსმენი _ გიორგი კახაშვილი.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ:

1. ხარება ქავთარაძე (თბილისი)

2. ერიკ ოგანეზოვი (თბილისი)

3. ნიკა ნავროზაშვილი (თბილისი)

4. გიზო ომაძე (კასპი)

5. დავით გრძელიძე (ქუთაისი)

6. გიორგი ყარაულაშვილი (თელავი)

7. გიორგი კახაშვილი (თელავი)

მეორე ადგილზე გავიდნენ:

1. ჯეიხუნ ალიევი (მარნეული)

2. ირაკლი ბაღნაშვილი (თბილისი)

3. შალვა სეთურიძე (კასპი)

4. გიორგი ზედგინიძე (თბილისი)

5. ვალერი საფოევი (თბილისი)

6. გოგა ტურაბელიძე (ქუთაისი)

მესამე ადგილზე გავიდნენ:

1. გიორგი კეზევაძე (თბილისი)

2. ჰამლეტ აზიზიანი (თბილისი)

3. ბექა ზედგინიძე (თბილისი)

4. მარიამ ბუკია (თბილისი)

1 COMMENT

  1. გილოცავთ ! მერე არ ცხვენია ჩვენ მთავრობას, ეს ბავშვები, რომ არავინ არ დააფინანსა და ნასესხები ფულით წავიდნენ პოლონეთში!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here