Home რუბრიკები ეკონომიკა კახა კალაძე: ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

კახა კალაძე: ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

589

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა “ხუდონჰესის” საკითხზე ახალ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.

“ჩვენ ვთანხმდებით, რომ “ხუდონჰესი” არის ყველაზე ენერგეტიკული პროექტი ქვეყანაში _ დაახლოებით 702 მეგავატი სიმძლავრის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა ვიცით, რომ ამ პროექტს აქვს გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები არის გადასაწყვეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ხანში კონკრეტული გეგმა წარმოვადგინოთ ამ პროექტთან მიმართებაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან იქნება თანხვედრაში, რათა ეს პროექტი განხორციელდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებით ვიძენთ ენერგეტიკულად უმნიშვნელოვანეს პროექტს, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here