Home რუბრიკები პოლიტიკა როდის აღდგება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა?

როდის აღდგება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა?

542

“დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად განიხილება, მაგრამ, თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხებში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში”, _ განუცხადა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

“რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს, კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია. თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს”, _ ასე გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის _ გრიგორი კარასინის ინტერვიუს, სადაც კარასინი საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. სააგენტო “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მიმართ პერიოდულად “კონფრონტაციულ რიტორიკას” მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს. ამ ეტაპზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილი არ არის. მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბრიუსელმა და თბილისმა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თბილისისთვის მომზადდა დეტალური სამოქმედო გეგმა. “ჩნდება კითხვა _ რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის დღევანდელ ვითარებაში?” _ განაცხადა კარასინმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here