Home რუბრიკები ბლოგი ინფორმაცია დადასტურდა: ფრანგული „მისტრალები“ რუსეთში ეგვიპტედან ჩავიდა

ინფორმაცია დადასტურდა: ფრანგული „მისტრალები“ რუსეთში ეგვიპტედან ჩავიდა

705

მ/წლის 13 ოქტომბერს  ჩემს ბლოგში მოგაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეგვიპტე, საფრანგეთისგან შეძენილ მისტრალებს,  რუსეთს, უახლოეს დროს სიმბოლურ ფასად- 1 დოლარად გადასცემდა. მაშინ, აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელკეარხმა SIS TV-მა გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთს ორი „მისტრალის“ დამზადება შეუკვეთა, რაც შესრულებულ იქნა და ვერტმფრენმზიდებს დაერქვათ „სევასტოპოლი“ და „ვლადივოსტოკი“. თუმცა პარიზმა, შეთანხმებისამებრ ხომალდები რუსეთის ფედერაციას არ გადასცა, მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მომიზეზებით და ვერტმფრენმზიდების შემდგომი ბედი დიდი ხნის განმავლობაში წყდებოდა, რადგანაც საფრანგეთს მათი მყიდველების მოძებნა ძალიან გაუჭირდა- ფრანგებს ვერტმფრენმზიდების ჩაძირვაც კი ჰქონდათ განზრახული. თუმცა, ამის მიუხედავად, 2015 წლის ბოლოს ხომალდები „სევასტოპოლი“ და „ვლადივოსტოკი“, ეგვიპტემ შეიძინა. იმ დროს ბევრს უკვირდა რაში დასჭირდა ეგვიპტეს ასეთი მძლავრი გემები, თუმცა, ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ეგვიპტელმა მილიარდერმა ნასეფ ონსი სავირისმა (Nassef Onsi Sawiris), რომელიც სპონსორობას უწევდა „მისტრალების“ შეძენას და მათი ფაქტიური მფლობელი იყო, გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება: ვერტმფრენმზიდები რუსეთს სიმბოლურ ფასად- 1 დოლარად გადაეცეს!

ეგვიპტურ ტელკეარხ SIS TV-ის წამყვანმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ეგვიპტესა და რუსეთის ფედერაციას შორის დიდ მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და მიმართულია ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

და აი, როგორც   replyua.net  გადმოგვცემს, აღნიშნული ვერტმფრენმზიდები ეგვიპტემ მართლაც რუსეთისთვის გადასაცემად შეიძინა. ისრაელელი ანალიტიკოსის სოლომონ მანის თქმით, ეგვიპტესთვის,  თითქმის 2 მილიარდის გადახდა „მისტრალებში“ , რომლებსაც დამატებით 1 მილიარდი ესაჭიროება ეკიპირებისთვის და 1 მილიარდი შეიარაღებისთვის,  უდიდესი ფუფუნებაა, რასაც ეს ქვეყანა ვერ გაწვდება.

„ ამის გარდა, „მისტრალები“ სადესანტო გემებია, რომლებიც განკუთვნილია შორეული ოპერაციებისთვის, ხოლო ეგვიპტეს სამხედრო დოქტრინა მსგავს ელემენტებს საერთოდ არ შეიცავს, თანაც  ეგვიპტეს  სპეცდანიშნულების რაზმი სრული შემადგენლობით,  „მისტრალის“ ოფიცერთა ერთ კაიუტ-კამპანიაში დაეტეოდა. ამდენად, თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო: ოლანდი და პუტინი სინამდვილეში მორიგდნენ დამატებით ვარიანტზე. ამას, რუსეთ-ეგვიპტეს ურთიერთობების დათბობაც დაემთხვა, რუსეთმა მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა ეგვიპტელ სამხედროებს ისლამისტური „არაბული გაზაფხულის“ წინააღმდეგ და ქვეყნებს შორის  ურთიერთობებში კიდევ მეტმა ნდობამ დაისადგურა“,- თვლის სოლომონ მანი.

„ ოლანდი თავიდანვე პუტინის თამაშს თამაშობდა, დადო რა მასთან გასამცლელო გარიგება, შემდეგ ამას გაგრძელება მოყვა და სულ ახლახანს, საფრანგეთმა ეგვიპტეს მეორე „მისტრალიც“ გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ  ყველასათვის სრულიად ნათელია-  გემები რუსეთისთვის არის  განკუთვნილი. შედეგად, რუსეთმა „მისტრალები“  მაინც შეიძინა, თანაც, საწყის ფასზე  200 მილიონი ევროთი იაფად“,  – აჯამებს მანი.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here