Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი კობახიძე: ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია

ირაკლი კობახიძე: ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია

604

ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსაღმასრულებელი მდივნის _ ირაკლი კობახიძის შეფასებით, არანაირი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. ამის შესახებ კობახიძემ პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად “რუსთავი 2”-ის მეშვეობით ხორციელდება. ამაში ჩართეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც “სამოქალაქო სექტორის” სახელით გამოდიან. რეალურად ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არანაირი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს, პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული 4 წლის განმავლობაში, რომ ამ ქვეყნის მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და შეგვიძლია. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერმინისტრის კომპეტენციები 2013 წელს. გახსოვთ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა. მთლიანად მასზე იყო მორგებული კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა არის ჩვენი ამოცანა”, _ განაცხადა კობახიძემ.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა გაავრცელა მიმართვა, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საფრთხე, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას. მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here