Home რუბრიკები სამართალი ბელგიაში მიგრანტმა მღვდელმსახური დაჭრა

ბელგიაში მიგრანტმა მღვდელმსახური დაჭრა

602

31 ივლისს ბელგიის ქალაქ ლანაკენში (პროვინცია ლომბერგი) ადგილობრივ მღვდელმსახურს თავს ლტოლვილი დაესხა. 

ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილმა მამაკაცმა პასტორ ჟო ვანდერლეს სახლის კარზე დააკაკუნა და განუცხადა, რომ ნიდერლანდებიდან თავშესაფრის მიცემის თაობაზე თანხმობას ელოდებოდა და, რადგან უსახლკარო იყო, შხაპის მიღება სთხოვა. მღვდელმსახურმაც უფლება მისცა, სააბაზანოთი ესარგებლა.

წყლის პროცედურების მიღების შემდეგ ლტოლვილმა პასტორს ფული მოსთხოვა, მაგრამ მღვდელმსახურმა უარი განუცხადა. უარის გამო გაბრაზებულმა ლტოლვილმა დანა აიღო და ბელგიელ პასტორს რამდენჯერმე დაარტყა. დაჭრილი მღვდელმსახური საავადმყოფოში გადაიყვანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here