Home რუბრიკები პოლიტიკა როგორც კი “ვუახლოვდებით” ნატოს, ვდგებით გაწევრების გზაზე, მაშინვე საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას

როგორც კი “ვუახლოვდებით” ნატოს, ვდგებით გაწევრების გზაზე, მაშინვე საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას

605

საქართველოს მოსახლეობას არჩევნების შემდეგ იმედი არაერთხელ გაუცრუვდა. ხალხი დაიღალა პოლიტიკოსების ტყუილებით. “ვარდების რევოლუციის” შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული “ნაციონალური მოძრაობა” ხალხს ჰპირდებოდა, გავამთლიანებთ საქართველოს, ქვეყანას შევიყვანთ ნატოსა და ევროკავშირში და ჩვენი საზღვრების ურღვევობის სადარაჯოზე ცივილიზებული სამყარო იქნება, საქართველოში ახალი ოქროს ხანა დადგება და უმუშევრობის პრობლემა სამუდამოდ დასრულდებაო, მაგრამ მათი მოსვლის დღიდან საქართველოს ბნელი ხანა დაუდგა. “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა, შემცირდებოდა კომუნალური გადასახადები, ენერგომატარებლების ტარიფები, რაც მთავარია, აღდგებოდა სამართლიანობა და მკაცრად დაისჯებოდნენ შემოქმედნი იმ უბედურებისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ტრიალებდა ქვეყანაში, მაგრამ ეს დაპირებები შეუსრულებელი დარჩა. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში სხვა პარტიებიც მონაწილეობენ, მაგრამ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ საზოგადოებას ისევ სჯერა მათი? საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პარტიის “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” წევრი დავით ფაცაცია.

_ ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობას ბოლო 4 წლის განმავლობაში, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს?

_ ბევრი სისუსტეა, განსაკუთრებით საშინაო კურსში; სამართლიანობა ვერ აღადგინეს, დამნაშავეები ვერ დასაჯეს; სასამართლო იგივეა, რაც იყო; იქ, ისევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დანაშაულს ჩადიოდნენ და, არ გამოვრიცხავ, დღესაც ჩადიან. დღეს სასამართლოს დამნაშავე მოსამართლეები განაგებენ. პროკურატურაც ძველი პროკურორებით არის დაკომპლექტებული. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, სულხან მოლაშვილის, ზურაბ ჟვანიას, სანდრო გვირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეების გამოძიება. ზოგ საქმეზე არც კი დაუკითხავთ პიროვნებები, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ ამ საქმის. შეიძლება ითქვას, ათასობით საქმეს მტვერი ადევს პროკურატურაში. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, როგორც კივუახლოვდებითნატოს, ვდგებით გაწევრების გზაზე, მაშინვე საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას. წესით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვართ ერთმორწმუნე ხალხები, ერთი ისტორიისა და ერთი ხვედრის მქონენი. უნდა ვეძებოთ გამოსავალი, უნდა გამოვნახოთ ურთიერთობის გზა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში დიდ როლს შეასრულებენ. ჩვენ ნატოს ვეხვეწებით, დაგვიცვას და დაგვიფაროს, პარტნიორებს კი ვემუდარებით დახმარებას, სინამდვილეში კი ვიღებთ ფარატინა ქაღალდს. სანამ არ მოვაგვარებთ რუსეთთან ურთიერთობას, ნატოში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

_ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. რას იტყვით ჩვენსმარადმწვანეპოლიტიკოსებზე?

_ ეს ჩვენი უბედურებაა. იმიტომ, რომ ისინი ყველა ხელისუფლებაში ყოფნისას ეროვნული ინტერესების გარეშე მოქმედებდნენ. მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ და ფიქრობენ. მარადმწვანე პოლიტიკოსიბევრი გვყავს, განსაკუთრებით _ “ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგალითად: მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, დავით ბაქრაძე და სხვები. სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ჰყავთ ასეთი ადამიანები, რომლებიც დღესაც ვერ მიხვდნენ, რომ მათი დრო უკვე წავიდა. ქართველმა ხალხმა უკვე უთხრა მათ არა! მიუხედავად ამისა, მაინც ქმნიან პოლიტიკურ გაერთიანებებს, კოალიციებს.

_ “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი განუკითხაობისა დაქართული ოცნებისშეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი იმედგაცრუებულია. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ ნდობა დაკარგა პოლიტიკური პარტიების მიმართ?

_ დიახ, ეს ასეა. ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენელია, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა. ეს იყო ფაშისტური რეჟიმი და, როცა “ქართულმა ოცნებამ” არ გაასამართლა “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წევრები, ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუცრუვდა იმედი. წლებია, ეს ადამიანები ძალადობენ ხალხზე და დღესაც ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის არჩევნებში ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანსნაციონალურ მოძრაობას”, სხვა შემთხვევაში სამართალი და სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

პოლიტიკა არ არის რომანტიკული საქმიანობა, ეს არ არის ის სფერო, რომელშიც შეიძლება სცადო, გამოგივა თუ არა საქმიანობა. მაგალითად, ვინ არიანქართული ოცნებისახალი სახეები? ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა არის პოლიტიკა. როცა პოლიტიკურად ვერ აზროვნებ, როცა ვერ ხედავ ნაკლოვანებებს და კონფორმიზმით ხარ განმსჭვალული, ზიანს მოუტან ქვეყანას. ასეთი ადამიანების პოლიტიკური ინტერესები აცდენილია ქვეყნის ინტერესებს.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

1 COMMENT

  1. საინტერესო და პერსპექტიული პოლიტიკოსი იზრდება დავითის სახით, საოცარი პოლემისტი და ანალიტიკოსი. როდესაც დავითმა პირწმინდათ მოიგო პოლემიკა ვინმე \\\”ზონდერ ზვიადთან,\\\” მას რაფერი დარჩა გარდა უკანიდან მხდალური მიპარვის და ფიზიკური პროვოკაციისა. აი ეს არის \\\”ნაცყაჩაღების\\\” ბოკერია, მაჭავარიანი, ბაქრაძის, გირჩებისა და ფარული სატელიტების პაატების სახე. ეს არის პასუხი პროვოკატორთა \\\”კორცხელის\\\”საქმეზე. აი ვის აწყობს ჩხუბი და დავიდარაბა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here