Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩამოშლილი რუსეთი” და “დალაგებული თურქეთი”, ანუ სად ერეკლე და სად ვაიპატრიოტები

“ჩამოშლილი რუსეთი” და “დალაგებული თურქეთი”, ანუ სად ერეკლე და სად ვაიპატრიოტები

1669

ბოლო 30 წელიწადია, ბრწყინვალე ასპარეზი აქვს მიცემული ყველა იმ ტუტუცს, რომელსაც ქართველთა ერთერთ საამაყო და გამორჩეულ მეფე ერეკლე მეორეზე ჭკვიანად მიაჩნია თავი.

“ერეკლე მეორემ ვერ მოისაზრა, რომ რუსეთი დაარღვევდა გეორგიევსკის ტრაქტატს და საქართველოში მეფობას გააუქმებდა”, _ აი, ასეთი სასაცილო თვალსაზირისი უკვე, კარგა ხანია, ისმის საზოგადოებაში და, ჩვენდა სავალალოდ, ქართველთა ერთი ნაწილი სრულიად გაუაზრებლად ეთანხმება მას. მეტიც _ საგარეო პოლიტიკაზებრძნულადმოსაუბრეთაელიტამ”, ისიც კი არ იცის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის კვალდაკვალ მეფობა გაუქმდა მხოლოდ ქართლკახეთში, ხოლო სრულიად საქართველოში მეფობასა და სახელმწიფოებრიობას რუსეთი ვერასგზით ვერ გააუქმებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის გეორგიევსკის ტრაქტატამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინათ იყო გაუქმებულიც, განადგურებულიც და გაცამტვერებულიც. ფორმალურად “სამეფო”, ქართლ-კახეთის გარდა, მხოლოდ იმერეთს ერქვა, ხოლო სამეგრელო, გურია, სამურზაყანო, რაჭა-სვანეთი და სხვები სამთავროებად მოიხსენიებოდა და მათი მთავრები ხან ოსმალებს უკმევდნენ გუნდრუკს, ხანაც _ ირანელებს, რათა თავიანთი “დამოუკიდებლობა” იმერეთის მეფისაგან როგორმე შეენარჩუნებინათ…

არა, ნამდვილად არ მსურს ეს წერილი მეექვსე კლასის საქართველოს ისტორიის ნარკვევებად ვაქციო, მაგრამ, ვაი, რომ ბევრს მართლაც სჭირდება მეექვსე კლასში დაბრუნება და ჩვენი ბედუკუღმართი სამშობლოს რეალური ისტორიის ხელახლა და კარგად გააზრება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ, სადაც შესანიშნავად არის გადმოცემული, რა იძულებითი არჩევანის წინაშე იდგა პატარა კახი, ელემენტარული აზროვნების უნარის მქონე ადამიანისთვის ისედაც ნათელი უნდა იყოს, რომ ერეკლე “მოისაზრებდა” თუ ვერ “მოისაზრებდა” რუსეთის მიერ ტახტის შენარჩუნების დაპირების შეუსრულებლობას, მას მაინც უნდა ეცადა საკუთარი ხალხის გადარჩენა რუსეთთან დაახლოების გზით. სხვა გზა ხსნისა, უბრალოდ, არ არსებობდა.

ფაქტია: ერეკლე მეფე დღევანდელბრძენ მოღვაწეებზეუკეთ ხვდებოდა, რომ რუსთ ხელმწიფე არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებდა დაპირებულს და აუცილებლად გააუქმებდა ქართლკახეთში სამეფო ტახტსმაგრამ, როგორ ფიქრობთ, რას იზამდა ოსმალთა ხელმწიფე?..

რა თქმა უნდა, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ღირს, რომ არა კიდევ ერთი სულელური თანამდეროვე პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს მაშინ სხვა დრო იყო და ოსმალ-თურქები განუვითარებელი, ველური, წერა-კითხვის უცოდინარი ბრბო გახლდათ, რუსეთი კი შედარებით კულტურული სახელმწიფო. ახლა, თურმე, ეს ყველაფერი პირიქითაა _ თურქეთი უკვე ნატოს წევრია, ბატონო, წინ წასული, გამოსული, განათებულგაბრწყინებული, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული და .., ხოლო რუსეთი _ XIX საუკუნეში ჩარჩენილი, განუვითარებელი, ბნელი, ჩამოშლილი, დანგრეული და დაქცეული.

ამიტომ, ერეკლეს პერიოდისგან განსხვავებით, ახლა უკვე რუსეთზე გაცილებითპრადვინუტთურქეთს უნდა ვემეგობროთ და ვემოკავშირეოთ, ის გაგვიყვანს სწორედ დიად ევროპულ გზაზეო, _ მჯელობს მავანი.

აი, აქ მივადექით კიდეც მთავარ სათქმელს: მართალია, იმ წარმოუდგენელ ტუტუცებს, რომლებიც გვიქადაგებენ, _ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარი და მოკავშირეაო, ისევ ეს ზემოთ მოყვანილი თეორია სჯობს თურქეთის გამოსულობისა და ევროპელობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ორივე ერთი გველეშაპის ორი თავია.

ორივე ეს პროპაგანდა განზრახ ვრცელდება და, როდესაც არ ამართლებს თურქეთის ისტორიული მეგობრობის შესახებ შეთხზული იდიოტიზმი, მაშინ უკვე თურქეთი გამოსწორდა-ს არანაკლებ ტუტუცური თეორიის გამოყენებით ცდილობენ ქართველი საზოგადოების გამოდებილებას.

ხოლო ვინ და როგორ “გამოსწორდა”, მართლაც თვალნათლივ დაგვანახვა აგერ, გასულ კვირას, ანკარაში მიმდინარე მოვლენებმა. მართალია, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ოსმალთა იმპერიის გამოსწორება არც უამისოდ უნდა დაეჯერებინა, მაგრამ თურქეთში მომხდარი სამხედრო აჯანყებისა და მის კვალდაკვალ განვითარებული მოვლენების თვალყურის დევნების შემდეგ, თუ კიდევ ვინმეს სჯერა ოსმალთა გაჰუმანურებისა, მაშინ მართლა აღარ ყოფილა საშველი და ეგაა!

ჰოდა, აი ამ უსაშველოებს მინდა პირდაპირ და დაურიდებლად ვკითხო:

რომელია, პატივცემულებო, .. ჩრდილოატლანტიკური ღირებულებები?

ჯარისკაცებისთვის თავების დაჭრა?

თუნდაც ისინი უსამართლოდ ამბოხებულნი იყვნენ, თუნდაც სულაც შარაგზის ყაჩაღები, ჯანდაბას, თუნდაც სამშობლოს გამყიდველნი და მოღალატენი…

მიპასუხეთ, ოსმალთა იმპერიისწინსვლითა და განვითარებითაღფრთოვანებულო ქართველებო: ადამიანებისთვის, თუნდაც დამნაშავეებისთვის, საჯაროდ ყელის გამოჭრა ჩრდილოატლანტიკური ღირებულებაა?

მეორე მხარეც ვთქვათ: უიარაღო თანამემამულეების ტანკებით გასრესა (თუნდაც მცდელობა ამისა) ევროპული ფასეულობაა?

აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რუსეთში მომხდარიყო.

“მხოლოდ რუსი ღორები თუ გაუსწორდებიან ასე საკუთარ მოსახლეობას”; “მხოლოდ მახინჯ რუსულ ჯიშსა და გენს შეუძლია, საკუთარ ჯარისკაცებს ღორებივით გამოსჭრას ყელი” და სხვა მსგავსი იდიოტური ეპითეტებით აჭრელდებოდა ინტერნეტფორუმები და სოციალური ქსელები.

და, რაც მთავარია, გაღრმავდებოდა “თეორიები” რუსეთის “ჩამოშლისა და განადგურების” შესახებ…

რუსეთის ეკონომიკური კოლაფსისა და მოსალოდნელი საფინანსო კატასტროფისპროგნოზებითწალეკავდნენდიადი ქართველი ექსპერტებიინტერნეტსივრცეს და მთელი ის აპოკალიფსური სურათი, რომელსაც ასე მონდომებით ხატავენ რუსეთის გარშემო ბოლო 10 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო გამუქდებოდა.

ახლა კი რა ხდება? იმასაც მოვესწარით, რომ ქართველთა ერთ ნაწილს ოსმალეთის იმპერიის, საქართველოს ტერიტორიის, სულ ცოტა, ერთი მეოთხედის მიმთვისებლის, ქართული ენის, კულტურის, რელიგიის ამომძირკველისა და ქართველთა გამთურქებლის სახელმწიფო დროშაც კი დაუყენებიაავატარადსაკუთარფეისბუქგვერდებზე”.

არადა, ეს სწორედ ის ხალხია, ადამიანს რამე რომ წამოგცდეს რუსეთის მიმართ, არათუ ოდნავი სიმპათია, არამედ თუნდაც სულ უბრალო აზრი, რომ რამენაირად იქნებ ვცადოთ რუსეთთან კვლავ დაახლოება და დალაპარაკება, იმ წამს ერის მოღალატედ, გამყიდველად, რუსული ჩექმის მლოკველად, მტერთან კოლაბორაციონისტად და ათასგვარ უბედურებად გაგასაღებენ.

არგუმენტი ის აქვთ, რომ თურმე რუსეთი 200 წელიწადი ცდილობდა ჩვენ გარუსებას. კი ბატონო, მცდელობები ნამდვილად იყო, მაგრამ იყო წინააღმდეგობებიც და ამ წინააღმდეგობათა რეალური წარმატებული შედეგიც: სახელმწიფო ენად _ ქართული, ეკლესიებში წირვა-ლოცვის ენად _ ქართული, სკოლებში სწავლების ენად _ ქართული და სხვ.

ახლა, აბა, საქართველოს იმ ნაწილს გადავხედოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ოსმალების მხარეს დარჩა. არის იქ რამე ქართული ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ აღიარებული და დაცული? რამდენი ეკლესია, რამდენი სკოლა, რამდენი კულტურული კერაათურქულ საქართველოში”?

ან იქნებ გვარს ატარებს ვინმე ქართულს და იქნებ ქართული ენის, ანუ დედა ენის დღესაც ოფიციალურად აღნიშნავენ და ჩვენ არ ვიცით?

არა, “ერეკლე მეფეზე უფრო ჭკვიანთა” საშველი არ იქნება. ისინი ყოველთვის მოიქნევენ მათრახივით ფრაზებს: “რუსების მონობა გინდათ?”, “რა დაგრჩენიათ მაგ ჩამორჩენილ, ჩამოშლილ და დანგრეულ რუსეთში?”, “რუსების მიერ დახოცილი ქართველი ბიჭების სისხლი…” და ა. შ.

მართალია, ჯერ არსად მინახავს, მაგრამ, თუკი ვინმეს ხელი წაუცდა და სადმე რუსეთის დროშა დააყენა “ავატარად”, აი, მას ხომ გარანტირებული აქვს “მოღალატის” იარლიყი საშვილიშვილოდ(!).

 ეს ძალიან პატრიოტები კი ისე აფრიალებენ თურქეთის დროშებს, გეგონება, არც ერთ თურქს არასოდეს არც ერთი ქართველის სისხლში არ გაუსვრია ხელი და აკვნებში ჩვილებს რუსი ჯარისკაცები წვავდნენ ცოცხლად და არა ოსმალოები

სხვათა შორის, რაც ვაკვირდები, ე.წ. რუსეთუმეებად მონათლულ ქართველებსა და ამერიკა-თურქეთუმეებს შორის სხვაობა სწორედ ეგ არის. რუსეთუმეები მხოლოდ გააზრებულ, გონიერ მიდგომებს ვითხოვთ რუსეთთან და მათი სტრატეგიული (თუნდაც სამხედრო) ინტერესების გათვალისწინების გზით, რეალური ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების მაქსიმალურად შესაძლებელი დოზით დაკმაყოფილებას; არც რუსულ სიმბოლიკას ვეთაყვანებით და არც რუსულ დროშებს ვაფრიალებთ სადმე.

აი, ამერიკათურქეთუმეები კი სრულიად უადგილოდ, უაზროდ, ანგარიშმიუცემლად გაიძახიანნატონატოს”, აპელირებენ სრულიად გაუგებარევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ღირებულებებზედა დარბიან ამერიკისა და თურქეთის დროშებით. ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი აკნინებენ, დასცინიან, ჩამორჩენილსა და ბნელს უწოდებენ ყოველივე ქართულს და საკუთარ სახელმწიფო სიმბოლოებზე მეტად სწორედ ამერიკულთურქულ სიმბოლოებს სცემენ პატივს.

არა, ნამდვილად ვერ გაუგებენ ეს ვაიპატრიოტები უდიდეს ქართველ მეფეს _ ერეკლე მეორეს. მათი გონება იმაზე წინ ვერასოდეს წავა, გაიაზრონ, რატომ მოაწერა ხელი იმ ტრაქტატს მაშინ ამ უდიდესმა სტრატეგმა და გამჭრიახმა პოლიტიკოსმა. მათი ვიწრო აზროვნება იმის იქით ვერ სწვდება, რომ იფიქრონ, თითქოს პატარა კახი რუსებმამოატყუესდა იგი თვითონ ვერ ხვდებოდა, რაც მოჰყვებოდა ამ ტრაქტატს შედეგად

არა, ბატონებო! ერეკლე გადასარევად ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ თქვენი შეზღუდული გონება თუ მიხვდება ოდესმე, რა მოჰყვებოდა უტრაქტატობას?

 თუმცა, როგორ შეიძლება, რამეს სწორად მიხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც, 10 წელიწადია, აუჩემებიათ _ რუსეთი ჩამოიშალა და თურქეთი კი წინწასული და დალაგებულიაო.

ჰო, რა თქმა უნდა! ჩამოშლილი და განადგურებულია რუსეთი. აბა, რა, იქ ხომ სულ ასე უწესრიგოდ, კანტიკუნტად, 3-4 წელიწადში ერთხელ ხდება ტერაქტი თუ შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა…

აი, ბატონო, თურქეთი, ნატოს წევრი, დალაგებული ქვეყანაა _ ზუსტად წელიწადში სამჯერ გამოზომილად, დალაგებულად და გააზრებულად ხდება სახელმწიფო გადატრიალება, ამბოხი, სამხედრო პუტჩი და სხვ. აი, ეგაა სახელმწიფო და არ ლოკოთ რუსული ჩექმა, თურქულს მიეძალეთ(!).

თქვენ მართლა ვერასოდეს გაიგებთ, რას და რატომ ფიქრობდა დიდი მამულიშვილი _ პატარა კახი.

აბა, სად ერეკლე და სად თქვენა, ვაიპატრიოტებო!..

ბაკურ სვანიძე

23 COMMENTS

  1. ბაკურ სვანიძეს -პირადად ჩემგან დიდი მადლობა, ასეთი სტატიისთვის. 100% -ია ერეკლე მეფეზეც და ცრუ-პატრიოტების ჭრელო პეპელობაზეც. რაც ხალხმა ამერიკა-ევროპაში დაიწყო სწავლა-გაწვრთნა, მას შემდეგ გახდა ქართველი შეზღუდული გონებისა და რაც მთავარია \\\” თუთიყუში\\\”, ამის გარდა, აქაც შემოიტანეს იქაური სწავლების სისტემა, იმ ხალხის მეშვეობით, ვინც იქაურ იდეებზე გამოზარდეს. სწორედ ამ განათლების სისტემის ბრალია, რომ თანდათან ქართული (კავკასიური)აზროვნება დაიკარგა და იკარგება. სისტემასაც, რომ თავი დავანებოთ, მასმედიაც ამაზე მუშაობს, ჩვენ კიდევ კარგ ჭკუაზე ვართ, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვისაც ჯერ კიდევ გონება უჭრის \\\”თეთრსა და შავს\\\” არჩევს.

  2. და თუ დღეს ჩვენ რუსეთთან ასეთი გვერდზე განდგომილი ურთიერთობის მოწმენი გავხდით,მე პირადად ვსთვლი რომ ეს ისევ და ისევ არა რუსეთის ინტერესებში შედიოდა,საქართველოს ასე დაქუცმაცება,არამედ ,,გერმანული ავჩალკასავით\\\” ამერიკაში ნასწავლ გაწვრთნილ ვაი უბედურ კურდღელ ბელადის ინტერესებში.რომელმაც შესძლო სხვის სისხლის ხარჯზე საუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთ კეთილდღეობისთვის ტალახის სროლა.სადაცბოროტების აკვანი ირწეოდა ჯერ კიდევ გუშინ.რომელ ბოროტება და კაპიტალიზმიც მსოფლიო მშვიდობიან ყოფას ძირს უთხრის.

  3. გეშინოდეთ 2021წლის, ამ ვაი პატრიოტების შემხედვარე აჭარას დავკარგავთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ დავალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან.

  4. სკითხავია ვინ იყო მონა , როდესაც რუსეთთან ერთად ვიყავით? თუ ვერ შესძლო და ვერ გამოიყენა რუსი ქართველმა? თუ დღესაც ვერ იყენებს ქართველი რუსეთს? რუსებს, შესაძლებელია ბევრი ნაკლი აქვთ, ბევრ რამეში ცდებიან, მაგრამ უმჯობესია ჩამოვთვალოთ ჩვენ ჩვენი ნაკლოვანებები და შეცდომები. მე მგონი ბადალი არ გვეყოლება დედამიწაზე. მოგვწონს ჩვენ რუსი თუ არ მოგვწონს, ჩვენთვის უმჯობესია ვიყოთ რუსეთთან მტკიცე მეგობრულ კავშირში. ეს არ ნიშნავს ვიყოთ ერთ ოჯახად. ჩვენი ბედი ღვთისაგან უკვე გადაწყვეტილია და ეს საკითხი ბჭობას არ ექვემდებარება. ვაი მას ვინც უფალს ვერ ხედავს. მე მიყვარს რუსი ერი იმიტომ, რომ თვით რუსი ერი, დიდი სიყვარულით გვიმზერს ჩვენ. 15 წელი გავატარეთ ლტოლვილობაში რუსეთში, მე, დედაჩემმა და ჩემმა ძმებმა, ასევე ჩემმა სამეზობლო- სანათესაომ აფხაზეთიდან. ჩვენ ვგრძნობდით ვგრძნობდით სითბოს, მხარდაჭერას, დახმარებას რუსი ხალხისაგან. ჩამოვედი თბილისში და მგონი უცხო ქვეყანაში მოვხვდი. ვინც ამერიკისაკენ და დაშლას დაქვემდებარებულ ევროპისაკენ გაიხედავს, ის საქართველოს მტერია.

  5. ძალიან კარგი სტატიაა! გმადლობთ ბატონო ბაკურ! თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება ავიღებ ქართულ დროშას, რუსეთის დროშასაც და სსრკ-ს დროშასაც და ვხედავ რომ, ამის საჭიროება დიდი ხანია დგას ჩემს სამშობლოში 25 წელია უკვე…

  6. დიდი ხანია ამ და მსგავს საკითხებზე ვწერ, მაგრამ ,,ქარავანი მიდის\\\”. ვფიქრობ, არგუმენტაცია და ლოგიკა მეორეხარისხოვანია პოლიტიკურ ცნობიერებაში. აქ მთავარია ფული: საქართველოში აშშ-მ დიდი ფული ჩადო პროდასავლური აზრის დასამკვიდრებლად, ხოლო ჩვენი ეროვნული მოძრაობის დროიდან გაბუტულ რუსეთს კაპიკი არ ჩაუდია და საერთოდ აღარ კადრულობს ჩვენთან ლაპარაკს, მხოლოდ ძალის გამოყენებით და დაშინებით გადაწყვიტა საქართველოს საკითხის მოგვარება. ეს კი სავსებით საკმარისია საქართველოში ანტირუსული ისტერიის არსებობისთვის. არის მეორე, ნაკლებად მთავარი მიზეზიც: ივანე ჯავახიშვილის აშკარად ანტირუსულ-ანტიერეკლური პოზიცია!

  7. diax vetanxmeb da madloas vuxdi am statiisatvis bakur svanizes iqneb vinmem radenime qartvelma sheicvalos azrebi tu ki is sapirispiros fiqrobda, axla ki miakvlios jeshmaritebas, esec ki saqmea namdvilad! gmerts shevstxov adamianebs daexmarosjeshmaritebis danaxvashi!

  8. კარგი და მართალი აზრებია ბაკურ! ნაძირალა \\\”სააკიანმა\\\” საქართველოს მიმართ ზიზღის, ტერორისა და გარყვნილების მეტი ვერაფერი გამოამჟღავნა. სისხლიანი და ბოროტი კაცისმკვლელები.

  9. თურქ- სელჩუკი ჩემში იწვევს ზიზღს, ჩემი სამშობლოს უბოროტესი მტერია, ქართველობის
    მტერია, ჩემი ენის და ქრისტიანობის მტერია და ვინც მათ მეგობრად თვლის, ისიც ჩემი
    მტერია. დაგვანახეს საკუთარი გენეტიკა, ჯარისკაცს თავი მოაჭრეს. ჩვენ რას გვიზამენ?

  10. Ra,bednierebas,roca eseti moazrovne gxvdeba…agmovchndit qartulad moazrovne no,dalocvilebo,dagvarwmunet,rom jer Kidev ar gadavjishebulvart,torem,rwmenas vkargavt,da codoni vart,gvgonia,am vai politologebis gamo,rom agaraperi gveshveleba…

  11. რუსეთს იმის მეასედი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსათვის რამდენიც მიაყენეს თურქებმა წარსულშიც და თუნდაც ეხლა რისთვისაც ემზადებიან, მე ათი წელია მათთან ვმუშაობ კარგად ვიცი მათი ენაცა და ჩანაფიქრიც
    მადლობა მართო ბატონ ბაკურს კი არა ვინც ამის შემდეგ ამოიღებს ხმას და იტყვის სიმართლეს თურქეთის ქმედებებზე

  12. სრულ სიმართლეა,მაგრამ კარგ მთქმელს, რომ კარგი გამგონი უნდა ამას რა ვუყოთ?

  13. Erti gza gvaqvs .realurad samagalito israeli aris.ar unda vikniot aravis droshebi.sagartvelos droshas da himns ara mgonia vinmesi ufro schobded.tu chven ar gavigebt chven tviton ra gvinda manam de araferi gveshveleba.magaliti israeli magito momkavs rom momcons magati samshoblos mimart sikvarulic da sxva kide bevri ram.israels mgoni tu chvenze cudi mdgomareoba ara kargi namdvilad ara akvs da ar hkonia regionshi.magram ar dauckia aravis droshis friali.tu ragaca ar gvesmis da ar gamogvdis.shevekitxod da ikneb migvascavlon ra da rogor.ar mgonia uari gvitxran.memgoni dgrsac megobrulad arian chvens mimart.mara chven ar gvinda da sidzneleebs gaurbivart.ver gavekcevit ver sad sanam shromas ar viscavlit kvela sferoshi.carmoebas da meurnebad ar camovcevt.da rac mtavaria gamkidvelobad tavs ar gavanebebt da saqartvelos ar shevikvarebt sul eset dgeshi viknebit.

  14. Ltolvilobis shemde turqetshi var zalian bevri megobari myavs da arc qartvelobas miwuneben arc sarwmunoebas vatareb jvars chveulebrivad vanteb santlebs eklesiashic davdivar da aranairi shezgudvebi ara maqvs.arc aravis vekitxebi avatarad vis droshas davayeneb.rAc sheexeba kisrebis dachras is xalxic dacherilia da mkacrad daisjeba.omis dros ki veravis ver akontroleben.me apxazma megobrebma damirekes soxumidan roca gaiges rom turqetshi areuloba iyo.dgesac maqvs urtiertoba apxazebtan da rusebsac da turqebsac isev apxazebi mirchevnia.ubralod turqetshi visac ar hcxovria nu lanzgavt turqebs qartvelebma turqi policieli mokles marmarisshi da atas cud ragacas schadian magram me ar shemkmnia problema sxvisi shecdomis gamo atasi sisulele wavikitxe rac aq ar yopila da rom abuqeben da amitomnu ilanzgebit

  15. რუსეთი ღია მტერია, თერქეთი ფარული. იმას, რასაც ადრე ომით გვართმემდა, ახლა ლანგრით ვაძლევღ და მაგლობასაც ვეუბნებით ინვესტიციის გამო. ორ უკიდურებაში ნუგადავარდებით. ერთი მგელია, მეორე მელა. პოლიტიკამ მეგობრები არ იცის. ამიტომ ჩვენს თავს ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here