Home რუბრიკები პოლიტიკა “გადარჩენილებს მკვდრების შეშურდებათ”

“გადარჩენილებს მკვდრების შეშურდებათ”

480

ევროპელი ანალიტიკოსი რუსეთთან ომის შესახებ

ატოსადმი ლოიალურობის გამოსახატავად ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივა სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის საზღვართან გადაყვანის შესახებ ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს ზრდის. მნიშვნელობა არ აქვს, სად და რა საბაბით დაიწყებს ნატო რუსეთთან ომის პროვოცირებას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ბირთვულ დარტყმას და მაშინსიკვდილს გადარჩენილების მკვდრებს შეშურდებათ”, _ განაცხადა სამხედრო საკითხების ექსპერტმა მარტინ კოლერმა გამოცემა Pარლამენტნი Lისტყსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის _ მარტინ სტროპნიცკის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნატომ, რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიის მიმართ ლოიალურობის ნიშნად, რუსეთის საზღვართან 100 ჩეხი სამხედრო მოსამსახურე უნდა გადაიყვანოს, უმართებულო გადაწყვეტილებაა, _ დარწმუნებულია მარტინ კოლერი. რუსეთთან რეალური კონფლიქტის შემთხვევაში საზღვართან ჯარისკაცების ასეულის გადაყვანა ვერაფერს შეცვლის. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს აშშ-ის მისწრაფებას, რუსეთი ჩაითრიოს ომში და ამის გამო პასუხისმგებლობის წილს თავიდან ვერ აიცილებს. ამასთანავე, ამ გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში ჩეხი ჯარისკაცები ამოუცნობი სპეცდანიშნულების რაზმების თავდასხმის მსხვერპლნი შეიძლება აღმოჩნდნენ და შეასრულონ “ჩახმახის” როლი “რუსი აგრესორების” წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე რუსეთის, ფაქტობრივად, მთელი საზღვრის გასწვრივ განალაგა რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ბირთვული ძალების მზადყოფნის ბრძანება გასცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here