Home რუბრიკები ბლოგი პარლამენტში გამოკვ-ო-ტებული მო-ქ-ალადეები

პარლამენტში გამოკვ-ო-ტებული მო-ქ-ალადეები

1782

ცუდად აუხდა ევროპის გამაოგნებელი დემოკრატიის მშენებელს ერთი დაბალი დონის უწყინარი ანეკდოტის მოყოლა საკუთარი, როგორც თვითონ ამტკიცებს, ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის დასაწყისში. ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ქალი “ბუტკაში” არ შევიდა; ან, სულაც, სწორედ საქართველოს პარლამენტი მიიჩნიეს გარკვეული ტიპისა და კატეგორიის ქალებმა “ბუტკად” და დიდი დაჟინებითაც აპირებენ იქ შესვლა-მოკალათებას.

ის, რომ ამ კატეგორიის ქალებმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ეტალონად სწორედ პარლამენტი აირჩიეს და არა სხვა დაწესებულება ან სხვა სფერო, უკვე აღძრავს გარკვეულ ეჭვს მათ არაკეთილსინდისიერებაზე.

მაგალითად, ასეთ ქალებს რატომღაც სულაც არ სურთ, “გენდერული თანასწორობის” ფლაგმანად იქცეს ქვანახშირის შახტები, ელიავას ბაზრობაზე “ბარგალკით” მდგომთა ბირჟები, “ატბოინი მალატოკით” ბეტონის მნგრეველთა რიგები და უამრავი ისეთი მიმართულება, სადაც მამაკაცებისა და ქალების თანაბარი რაოდენობის ხილვა ერთობ საინტერესო იქნებოდა.

სანამ თემას გავშლი, მკითხველს განვუმარტავ, რატომ ვიყენებ ამ არსებებზე საუბრისას სხვადასხვა ეპითეტს და არ მოვიხსენიებ მათ, უბრალოდ, ქალებად.

მიზეზი მარტივია _ ისინი ჩემთვის სულაც არ არიან ქალები, ეს ადამიანები სწორედ ანტიქალები არიან და მათში საერთოდ არაფერია ქალური, მით უფრო, იოტისოდენიც არაფერი სცხიათ ჭკვიანი ქალისა, რომლის იმიჯის დამკვიდრებასაც ასე ძალუმად ცდილობენ სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუში სტუმრობისას.

მთავარი კი ის არის, რომ ეს არსებები არც ნამდვილ ქალებს მიაჩნიათ ქალებად. მეტიც, მათ მიმართ ყველაზე აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას სწორედ ქალები ავლენენ და ამდენად, ფრიად გაუგებარიცაა, რატომ, რა არგუმენტით იჩემებენ ეს არაქალები საქართველოში “ქალთა უფლებების დაცვას”. განა შეიძლება ვინმეს უფლებებს იცავდეს ის, ვისაც არაფერში არ ეთანხმება მის მიერ დაცული?!

აკი, საქართველოში სწორედ ასეა დღეს საქმე: ქალთა უფლებების დამცველებად” გვევლინებიან ფემინისტები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები. ისინი აცხადებენ პრეტენზიას, რომ წარმოადგენენ ქალთა ინტერსებს. არადა, ეს ხომ იგივეა, მამაკაცთა უფლებების დაცვაზე პრეტენზია წამოაყენონ პედერასტებმა, ლაჩრებმა, პიჟონებმა?! ამ კატეგორიის ტიპები ვერასდროს გამოხატავენ მამაკაცთა ინტერესებს, რადგან მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ინტერესები აქვთ მამაკაცებს. სწორედ ასევე, ფემინისტმა შეიძლება დაიცვას ფემინისტის უფლებები, ლესბოსელმა _ ლესბოსელისა, ხოლო ტრანსგენდერმა _ ტრანსგენდერისა. მათ შეიძლება გამოხატონ მხოლოდ საკუთარი მცირე ჯგუფის ინტერესები და არა მთლიანად ქართველი ქალებისა, რომელთა მისწრაფებების, სურვილების, რეალური მოთხოვნების შესახებ ამ მცირე და ფსიქიკურად მახინჯ ჯგუფებს წარმოდგენაც კი არ აქვთ.

აკი, ჩვეულებრივი, ნორმალური, რეალურად ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალების მისწრაფება მამაკაცებთან ჯანსაღი კონკურენცია და ამ კონკურენციის საფუძველზე მიღწეული წარმატებაა ამა თუ იმ სფეროში. ხოლო ამათ, გონებით მახინჯ არსებებს, როგორც წესი, სადმე ინტრიგით, დაძალებით, შანტაჟით გაკვეტება ურჩევნიათ და, როგორც წესი, ზუსტად იქ ეკვეტებიან ხოლმე, სადაც მათნაირების ადგილი ჯანსაღ ვითარებაში არ უნდა იყოს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ბოლო პერიოდში ყოველივე ამის მიზანი და მიმართულება პარლამენტია. უფრო ზუსტად, მათ სურთ პარლამენტში გამოკვეტება ოფიციალურად გამოკვ-ო-ტებად აქციონ და ამ მიზნით ყველაზე თავხედური აზრების გამოთქმასაც კი არ ერიდებიან, თუმცა ეს თავხედური აზრები ელემენტარულად მოაზროვნე მსმენელისთვის აშკარა იდიოტიზმად აღიქმება.

ამაზრზენი საყურებელი და მოსასმენი იყო ამ ტუტუცი დედაკაცების გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც გასულ კვირას განიხილებოდა პროექტი კანონისა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენისას ე.წ. გენდერული კვოტები უნდა დაუწესდეთ.

უმთავრესი ამაზრზენობა სწორედ ის იყო, რომ ეს ტვინით დაავადებული დედაკაცები პარლამენტარი მამაკაცების დაშანტაჟებას შეეცადნენ.

“თქვენ იმიტომ არ გსურთ, ხმა მისცეთ გენდერული კვოტირების კანონპროექტს, რომ გეშინიათ ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული და ძლიერი ქალებისა.” _ ასეთი განცხადებები პარლამენტის ტრიბუნიდან, რა თქმა უნდა, იმ ვიწრო და მარტივი აზროვნების შედეგია, რომელიც ასეთი ტიპის სულელ დედაკაცებს აქვთ, აქაოდა, იფიქრებენ, ვაიმე, მიზოგინობა და შიში არ დაგვაბრალონო და ხმას მოგვცემენო.

ამას გარდა, ძალიან სასაცილოა, როდესაც “ინტელექტუალური და ჭკვიანი” ქალების სახელით თამარ კორძაია გამოდის, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია სისულელით. თუნდაც მხოლოდ ის რად ღირს, რომ ეს “დიდი იურისტკა” თავის დროზე დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების თავდებით განთავისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვდა და არა სასამართლოსგან.

ამას ისიც დავამატოთ, რომ იგივე გაიმეორა თაღლითობაში არაერთხელ ბრალდებულმა ნანა ყეინიშვილმა, და ამ მოსულელო არსებასაც “ჭკვიანობასა და ინტელექტუალობაზე” რომ ჰქონია პრეტენზია, მკითხველი ნამდვილად ჩაბჟირდება სიცილით.

ახლა იმ “ბრძნულ მოსაზრებებზე” გადავიდეთ, რომლებიც ამ არაქალებმა პარლამენტის სხდომის შემდეგ ტელეეთერებიდან აფრქვიეს.

ნინო ლომჯარია: “ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილის განცხადება, რომ პარლამენტში 50X50-ზე კვოტის დაწესება არ იქნება თანაბრობა, არამედ ეს იქნება დისკრიმინაცია. როგორ? 50X50-ზე ხომ მათემატიკურად თანაბარია?!”

ამ “დიდ იურისტკას” “დიდი მათემატიკოსობაც” დაუჩემებია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი “ინტელექტუალური ქალები”, ვერაფრით ითვისებს ლოგიკას, ამიტომ ავუხსნათ: ბატონმა ზაზამ “მათემატიკური არათანაბრობა” კი არ იგულისხმა, არამედ ის, რომ თანაბარი შედეგის წინასწარ დაწესება, ანუ იმის იძულება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს არჩევნების შემდეგ, არის დისკრიმინაცია! და დიახაც, დისკრიმინაციაა ნებისმიერი შედეგი, რომლის დადგომაც იძულებით და წინასწარ არის განსაზღვრული. პარიტეტული და თანაბარი უნდა იყოს სტარტი და არა ფინიში!

აბა, წარმოიდგინეთ შეჯიბრება, სპრინტი, როცა სტარტზე დგება 50 ქალი და 50 მამაკაცი, ოღონდ წინასწარ არის განსაზღვრული და დადგენილი, რომ ფინიშთან მისულ პირველ ოცეულში აუცილებლად 10 ქალი და 10 მამაკაცი უნდა იყოს, ხოლო, თუ მეთერთმეტე მამაკაცი გაბედავს და ქალების პირველ ათეულს გადაასწრებს, მას იმწამს ფეხებს მოამტვრევენ. ეს არ არის დისკრიმინაცია?

სამწუხაროა, რომ ჩვენს ვითომწარმატებულ ვითომქალებს, რომლებსაც სინამდვილეში ქალობის არაფერი სცხიათ, ასეთი ელემენტარული აქსიომების ახსნა სჭირდებათ. თუმცა, მეც ვამბობ რაღა! ეს კი არა, კიდევ იმისთანა სიდებილეებს აბრეხვებენ, შეიძლება, მართლა შეგაძულონ ქალის სახსენებელი, თუკი არ გაიაზრებთ, რომ ისინი, ქალები კი არა, სწორედაც ანტიქალები არიან!

მაგალითად, იმავე ქალბატონების აზრით, თურმე “რადგან კონსტიტუციურად ქალი და მამაკაცი აღიარებულნი არიან თანასწორად, ამიტომ პარტლამენტშიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი თანაბრად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონსტიტუციის დარღვევაა.” _ აი, ამ სიდებილეს რომ ადამიანი იტყვის, იმას შეიძლება ან იურისტი, ან ჟურნალისტი, ან საერთოდ რაიმე ეწოდოს?

ჯერ ერთი, რადგან კონსტიტუციაში წერია, _ ადამიანები სქესის მიხედვით არ განირჩევიან და ისინი თანასწორები არიანო, ეს რატომ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად პარლამენტში უნდა იყონ თანაბრად წარმოდგენილნი?! მაშინ ნებისმიერი დაწესებულება დავავალდებულოთ, რომ ქალები და მამაკაცები ყველაფერში აუცილებლად თანაბრად წარმოადგინონ, რათა “კონსტიტუცია არ დაირღვეს”! მხოლოდ პარლამენტზე რატომ გვაქვს აქცენტი?

მეორეც _ რა გამოდის: ადამიანთა რომელი და როგორი ჯგუფებიც კონსტიტუციით თანასწორად არიან მიჩნეულნი, ყველასთვის თანაბარი კვოტები უნდა იყოს პარლამენტში? კი, ბატონო! კონსტიტუციით თანასწორია ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი. მოდი, მაშინ გამოვყოთ პარლამენტში თანაბარი კვოტები _ შიიტი და სუნიტი მუსლიმანებისთვის, იუდეველებისთვის, ბუდისტებისთვის, კრიშნაიტებისთვის… აღარაფერს ვამბობ ქრისტიანულ რელიგიურ მიმდინარეობებზე _ მართლმადიდებლებზე, კათოლიკებზე, იეღოველებზე, ბაპტისტებზე, ანგლიკანელებზე, ლუთერანებზე, პროტესტანტებზე, ორმოცდაათიანელებზე…

ასე რომ, ვიდრე კონსტიტუციასა და მათემატიკაზე ტლიკინს დაიწყებდნენ, ამ “განათლებულმა და ინტელექტუალმა” ტუტუცებმა ჯერ კარგად გაარჩიონ განსხვავება თანასწორობასა და თანაბრობას შორის…

შეძლებენ კი? მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რადგან საკუთარი ყურით ვუსმინე ასეთ დიალოგს:

ერთი მოქალო ელემენტი ამბობს: “ზოგადად, ეს მხოლოდ პოლიტიკაში არ არის ასე, ხელოვნებაშიც ასეა, სპორტშიც. მაგალითად, როდესაც ქალი მხატვრის ძალიან კარგ ნამუშევარს ნახავენ, ამბობენ, მამაკაცური ხელი აქვსო; ქალი პოეტის ძლიერ ლექსს თუ წაიკითხავენ, ამბობენ, მამაკაცური ხმა აქვსო…”

მეორე ახუნტრუცებული დედაკაცი აწყვეტინებს: “ჰო! ეგეთი სტერეოტიპებია…”

არ ვიცი, რა შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელიც ფაქტებს სტერეოტიპებს უწოდებს. არადა, ის, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხელოვანი ქალი ახლოსაც ვერ მივა მსოფლიოში კლასიფიკაციით ორმოცდამეათე ხელოვან მამაკაცთან, სწორედ ფაქტია და არა სტერეოტიპი. რაც შეეხება სპორტს, ყველაზე არაძალოვან სპორტში ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ ქართველებს გვაქვს _ ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალთა შორის 5-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ათეულშიც ვერ შევიდა ვაჟთა მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირებზე, სადაც, სხვათა შორის, სულაც არ არის აკრძალული ქალების მონაწილეობა, მაგრამ ვერც ერთმა ქალმა ოცეულის ზღვარსაც ვერ გადააბიჯა! სწორედ ამიტომ ეწოდება ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკში, ანა ახმატოვას პოეზიაში, ჟანა დ’არკს სამხედრო საქმეში და სხვა მსგავს ქალებს “გამონაკლისები”…

რაც მთავარია, მოთხოვნა, რომ პარტიებმა საარჩევნო სიების დაკომპლექტებისას აუცილებლად ამდენი და ამდენი პროცენტი ქალი უნდა ჩასვან ყოველ ათეულში, ნეტავ, რით განსხვავდება ჩვეულებრივი ძალადობისგან?

მე თუ მაქვს პოლიტიკური პარტია, რატომ ძალადობ ჩემზე და რატომ მიწესებ ჩემს სიაში ქალებს შევიყვან, მამაკაცებს, ჰომოსექსუალებს, ათესიტებს, ინდულგენციების გამყიდველებს თუ სხვას?

ამას უკვე ძალადობა კი არა, მამაკაცებზე აშკარა ქ-ალადობა ეწოდება!

მგონი, დროა, ამ ძალად ინტელექტუალ, სინამდვილეში კი სასტიკად უტვინო არაქალებს შევაგნებინოთ, რომ არჩევენები ხალხის ნების გამოხატულებაა და არა ვიღაც ტუტუცების დაწესებული კვოტების დაცვა! და, თუკი ვინმე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას მოსწონს და მხარს უჭერს დევიზს “მეტი ქალი პარლამენტში!”, ვინ გიშლით?! ჩამოაყალიბეთ საკუთარი პოლიტიკური პარტია, ჩაწერეთ საარჩევნო სიაში თუნდაც ასივე პროცენტი ქალი და შედით უმრავლესობით პარლამენტში.

საქმეც ის არის, რომ სწორედ ჭკვიანი ქალები არ აძლევენ ხმას ასეთ უტვინო დედაკაცებს, ხოლო წარმომადგენლობა პარლამენტში სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც შენი სქესის დეპუტატის ყოლას იქ. ბოლოს და ბოლოს, ქალების უფლებაა, თავად გადაწყვიტონ, მათი წარმომადგენელი პარლამენტში ქალი იქნება თუ მამაკაცი! ქალების ინტერესები და მისწრაფებები მათ მიერ არჩეულმა მამაკაცმა ზოგჯერ შეიძლება გაცილებით უკეთესად გამოხატოს, ვიდრე ვინმე ტუტუცმა, ბოღმიანმა, კომპლექსიანმა ქალმა, რომლის მიზანი საქმის კეთება კი არ არის, არამედ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმის მტკიცება, რომ არაფრით ჩამოუვარდება მამაკაცებს.

აი, ესაა სწორედ ასეთი არაქალების ძირითადი კომპლექსი და, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ჩვენ გვეშინია პარლამენტში “ჭკვიანი და ინტელექტუალური, ძლიერი ქალების მოხვედრისა”, მინდა, ალალად ვუპასუხო: საქმე სულაც პირიქითაა!

რასაც ვუყურებ, აი, ამ “გენდერული კვოტირებით” პარლამენტში გამოკვეტებას სწორედ თავის თავში დაურწმუნებელი, სულელი, საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, სწორედ უჭკვიანესი ქართველი ქალებისთვის სასტიკად მიუღებელი პიროვნებები ცდილობენ(!).

მართლა ჭკვიანი, მართლა ინტელექტუალი, მართლა ძლიერი და მართლა განათლებული ქართველი ქალები კი სულაც არ ეკვეტებიან მაინცდამაინც პარლამენტში. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი საქმე და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებითაც კმაყოფილდებიან. ჭკვიანი და ნორმალური ქალების თვითმიზანი პარლამენტი და პოლიტიკა ნამდვილად არ არის.

ამიტომაც ეს სულელური “გენდერული კვოტირების” კანონპროექტი წარმოშობს საფრთხეს, რომ მომავალ პარლამენტში ბევრი ისეთი არსება მოხვდება, რომლებსაც საკუთარი სქესის იდენტიფიკაციაც კი ვერ მოუხდენიათ ნორმალურად. ჩნდება დიდი ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი თავის რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო, სულელური ამბიციებით გაპეყილი, თავხედი, თავცარიელი, სრულიად უტვინო, რეგვენი დედაკაცებით გაივსება…

აი, ამის კი ნამდვილად მეშინია!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ბატონო ბაკურ, არცერთ თქვენს სტატიას წაუკითხავ არ ვტოვებ, მოუთმენლადაც ველი ხოლმე. ძალიან მართალი , პირდაპირი და ზუსტი ხართ, როგორც სიმართლე. იმდენად ველი თქვენს სტატიებს და იმდენად ვიცი, რომ ავტორის დაუსახელებლადაც ვცნობ ხოლმე. რაც შეეხება ამ პუბლიკაციას, როგორც ყველა სხვა, შესანიშნავია, არაჩვეულებრივად ასხვაებთ ერთმანეთისგან ქალებს და არაქალებს.

  2. ბატონო ბაკურ აბსოლუტურად გეთანხმებით! როგორც ყოველთვის სამართლიანია თქვენი შეხედულება გენდერულ თანასწორობაზე! პირდაპირი და ზუსტი და ზუსტი დარტყმაა \\\”ანტიქალებისთვის\\\”

  3. საღოლ ბაკურ ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ რა უნდათ და მერე მოგვადგენ.

  4. აბსოლუტურად გეთანხმებით.სრული სურათის მისაღებად რამოდენიმე ქალიც უნდა დაგეხასიათებინათ,მერერა რომ უმრავლესობაში არიან და საკმაოდ დიდი თანამდებობებს იკავებენ.მათ ტავისი საქმიანობით ხარაკირი გაიკეთეს და მაინც მოახერხეს გუნდში დარჩენა.ესენი არიან ყველასყელშიამოსული ბესელია და აშკარად ტავგზააბნეული კობახიძე.თუ თქვენ ამ პერსონებსაც \\\”გაშიფრავ\\\”-თ გაუწევთ სამსახურს არა მარტო ქართულ ოცნებას არამედ ქვეყანას პირველ რიგში.თქვე ვალდებულიც გამოდიხართ ეს გააკეთოთ რამეთუ ცალხმხრივობა არ დაგბრალდეთ.

  5. ეს პუბლიკაცია ეხება ფემინისტ ვითომქალებს და არა რომელიმე ქალის პოლიტილიურ აქტივობას. არც ბესელიას და არც კობახიძეს არსად გაუკეთებიათ მსგავსი ფემინისტური გამოხტომები. რაშიც ბესელია ან კობახიძე ან ნებისმიერტტი სხვა მიქარავს მე იმას ყოველთის ვწერ. ამ კონკრეტულ თემსთან კი ისნი კავშირში არ არისნ. მოდით ცოტა უფრო მეტი ლოგიკა მოიშველიეთ და ამ შემთევვაშ სიტყვ ა\\\”ცალმხრივობა\\\” ძალიან უადგილო რომ არის მიხვდებით. პოლიტიკურ მხარეებზე არ არის აქ საუბარი და ისე,სხვათა შორის ნანა ყეინოშვილი სწორტდე \\\”ოცნების\\\” სიით არის პარლამენტარი. ას ეორმ კიდევ ერთელ დაუფიქრდით თქვენს ძალიან არაადეკვატურ კომენტარს.

  6. იხარეთ ვაჟკაცო! დიდი რუდუნებით ვკითხულობთ თქვეს სტატიებს. აი, ეს არის მაგალითი ჟურნალისტის ფუნქციობისა – როგორი ანალიზურ-სინთეზური მსჯელობებითა და დასკვნებით გაჯერებული სტატია მიაწოდოს მკითხველს. თქვენისთანები დაამშვენებდა ნებისმიერ საჯარო სამსახურს, თვით პარლამენტსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here