Home რუბრიკები საზოგადოება ტერორიზმი, მასთან ბრძოლა და დემოკრატია

ტერორიზმი, მასთან ბრძოლა და დემოკრატია

2324

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რომელმაც სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამერიკამ და ევროპის სახელმწიფოებმა, ანუ ნატომ და ნატოს არაწევრმა უამრავმა სახელმწიფომ, ერთი შეხედვით, უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს ტერორიზმს, მაგრამ დღემდე ვერაფერი დააკლეს. უფრო მეტიც, ამ ბრძოლამ უკუშედეგი გამოიღოტერორისტებმა სახელმწიფოც კი შექმნეს, ხოლო ტერაქტებმა შუაგულ ევროპასაც უწია. ვინ დაიჯერებს, რომ ტერორიზმთან მებრძოლ გაერთიანებულ კოალიციას (50-ზე მეტ სახელმწიფოს), რომელსაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეუძლია, ერთ რეგიონში არსებული ტერორისტული ცენტრის (“ისლამური სახელმწიფოსსახით) დამარცხება არ ძალუძს?! ეს ხომ წარმოუდგენელია.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? _ მხოლოდ იმის, რომ ტერორიზმს არავინ ებრძვის, მხოლოდ ცალკეულ ტერორისტებს ებრძვიან და თანაც ერთობ უეფექტოდ. არადა, ტერორიზმთან, როგორც მოვლენასთან, ბრძოლა და ტერორისტებთან, როგორც ცალკეულ შემსრულებლებთან, ბრძოლა სხვადასხვა რამ არის. ეს ანბანური ჭეშმარიტება კარგად ესმით “ტერორიზმთან მებრძოლებს”, მაგრამ კითხვასაც არავინ სვამს, თუ რამ შვა ტერორიზმი, რა არის ტერაქტების ასეთი გახშირებისა და მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოების მიზეზი. როგორ, რით ავხსნათ, რომ ტერორიზმს სიტყვით ებრძვიან, საქმით კი _ მხოლოდ ტერორისტებს, ოღონდ, როგორც ვთქვით, წარუმატებლად?!

ტერორისტებთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ იგი ყოველთვის უშედეგო იქნება, თუ მიზეზები არ აღმოიფხვრა. რადგან მხოლოდ ტერორისტებთან ბრძოლა იგივეა, ავადმყოფს ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი დაუნიშნო და ტიკივილის გამომწვევი მიზეზის, წყაროს დადგენაზე არ იფიქრო. მით უფრო, წარმოუდგენელია, ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდეს, ტკივილი ძლიერდებოდეს, სხვა ადგილასაც ეწყებოდეს და ექიმი მაინც სიმპტომატურ მკურნალობას განაგრძობდეს – მხოლოდ ახალ-ახალ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს უმატებდეს. ასეთ სისულელეს გამოუცდელი ექიმიც არ ჩაიდენს, ეს გამორიცხულია.

რადგან მიზეზების გამოვლენას არავინ ცდილობს, ძალაუნებურად იფიქრებ, რომ, ალბათ, ვიღაცებს ეს ძალიან აძლევს ხელს. და, თუკი ხელს აძლევს, მაშინ ლოგიკური იქნება იმის დაშვებაც, რომ ეს ვიღაცები ხელსაც შეუწყობენ ტერაქტების მომწყობებს _ ფულთან ერთად ასაფეთქებელი ნივთიერებებით, დეტონატორებითა და დისტანციური მართვის პულტებითაც მოამარაგებენ, და ტერაქტებსაც იქ (და იმდენჯერ) მოაწყობენ, სადაც მოსახლეობის ან ხელისუფლების (ან ორივეს ერთად) დაშინება დასჭირდებათ.

იღებენ თუ არა ზომებს ტერორიზმთან საბრძოლველად? _ რა თქმა უნდა! გამკაცრებულია ყველანაირი კონტროლი, ისეთიც კი, როგორსაც 40-50 წლის წინათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა: აბა, ვინ იფიქრებდა, რომ აეროპორტში მას ფეხზე გახდიდნენ, ქამარს შეხსნიდნენ, ჯიბეებს ამოაბრუნებინებდნენ, პროტეზს მოახსნევინებდნენ, სუნამოს, კბილის პასტას და ფრჩხილის მოსაჭრელ პატარა მაკრატელს ნაგვის ურნაში გადაუყრიდნენ, რადიაქტიური დასხივებით (მცირე დოზებით, მაგრამ ჯანმრთელობისთვის მაინც არასასურველი) ეკრანზე გააშიშვლებდნენ, ჩაბარებულ ბარგს უნებართვოდ გაუხსნიდნენ და ამოუტრიალებდნენ, მიღებულს კი განმეორებით შეუმოწმებდნენ გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით. ახლა ვნახოთ, რა ხდება აეროპორტს გარეთ: არათუ მთავრობის სახლში და თანამდებობის პირთან, არამედ რიგით დაწესებულებაში ფეხს ვერ შედგამ, თუ მეტალოდეტექტორით არ შეგამოწმეს; თითოეული ჩვენგანის ყოველი ფეხის ნაბიჯი ჩვენივე მობილურებით (გამორთულითაც) და ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით კონტროლდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისმინება (იწერება) ყველას სატელეფონო საუბრები, მოწმდება ნებისმიერის ელექტრონული ფოსტა და, თუ საჭიროდ ჩაითვალა, შეუძლიათ დაუკითხავად დისტანციურად ჩართონ ჩვენი პერსონალური კომპიუტერები, მისი საშუალებით მოისმინონ ოჯახის წევრების საუბრები და ვიდეოც კი გადაგვიღონ საძინებელში. ამერიკაში და ახლა უკვე ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც ნებადართულია ნებისმიერი პირის დაკავება (მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს) და ჩხრეკა (ბინისაც) მოსამართლის ნებართვის გარეშე.

ახლა, რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ უშუალოდ ბრძოლას, ანუ შეიარაღებულ ბრძოლას, რომელსაც, 15 წელია, თვალს ვადევნებთ. განა შეიძლება დანაშაულთან ან ტერორიზმთან ბრძოლამ საპირისპირო შედეგი გამოიღოს, ტერორისტული აქტები ლამის ყოველდღიური მოვლენა გახდეს, მისი არეალი ერთი სახელმწიფოს ფარგლებს გასცდეს და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მასთანმებრძოლდასავლეთშიც გავრცელდეს, ტერორისტებმა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება მოახერხონ და მთელ მსოფლიოს გაუგზავნონ მუქარის მესიჯები და, ამ ბრძოლის პარალელურად, ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება 15-ჯერ (ზოგიერთი მონაცემით, 40-ჯერ!) გაიზარდოს?! დასკვნა იგივეა: ასეთი რამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი _ დახმარებისა და ხელშეწყობის შემთხვევაში!

მიზანმიმართული და გამუდმებული პროპაგანდა ლამის ნებისმიერ რამეში აჯერებს პატიოსან, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანს (ასეთი კი მოსახლეობის 90 პროცენტია!), მაგრამ, აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ ბაშარ ასადის მმართველობით უკმაყოფილო ოპოზიციონერი სირიელები ანგრევენ თავიანთ ისტორიულ ძეგლებს, ძარცვავენ მუზეუმებს და მიწასთან ასწორებენ მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქ პალმირას (ნგრევას გადარჩენილ ნაწილს კი _ ნაღმავენ)?! ეს ხომ იგივეა, სააკაშვილით უკმაყოფილო ქართველობას ხელში იარაღი აგვეღო და სააკაშვილთან ბრძოლის პარალელურად ვარძია, გელათი, სვეტიცხოველი და სხვა ძეგლები დაგვენგრია?! აი, ასეთი აბსურდი უნდათ _ დააჯერონ მსოფლიოს მოსახლეობას, რომ ასეთი ველურები არიან სირიელები, რომლებსაც, თურმე, არაფრად უღირთ ისტორიული მემკვიდრეობა. ასეთი “ოპოზიცია” რომც არსებობდეს, მაშინ, პირველ რიგში, სწორედ ის უნდა მოსპო და მერე _ უცხოტომელი. საქმე ის არის, რომ ოპოზიცია არსებობდა და დღესაც არსებობს, მაგრამ მთავარი წარმმართველი ძალა და სამხედრო მეთაურები არიან სხვა სახელმწიფოებიდან შეყრილი ადამიანები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერს კადრულობენ. მათ არ ანაღვლებთ სირიელების (არც არავის) სიცოცხლე და ფასდაუდებელი ძეგლები.

რაც მთავარია, თვითონ ტერაქტების სრულფასოვანი გამოძიება არ ხდება. არადა, გამოძიებას ხომ მხოლოდ შემსრულებლებამდე არ მივყავართ, ხშირად იგი მიზეზებსაც ადგენს. საოცარია, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ეკრძალება ყველას _ ჟურნალისტებს, კერძო დეტექტივებს, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აბსოლუტურად ყველას! ამერიკის ხელისუფლება აცხადებს: რასაც გეუბნებით, ვინ, რატომ და როგორ ჩაიდინა კონკრეტული ტერორისტული აქტი, ის ინფორმაცია იკმარეთ და დაიჯერეთ; გნებავთ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თვითშემოქმედება კანონით ისჯება. ასეთი მიდგომის, ანუ სახელისუფლო პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 11 სექტემბრის ტერაქტი, როდესაც მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ორი ტყუპისცალი 110-სართულიანი ცათამბჯენის აფეთქებას და ნგრევას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. იმავე საღამოს, ტერაქტიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ იმავე უბანში 47-სართულიანი მესამე ცათამბჯენიც დაინგრა (ამ შენობაზე ყურადღებას არ ამახვილებენ), თანაც დაინგრა თავისით, თვითმფრინავი არ დაჯახებია. დაინგრა ზუსტად ისე, როგორც ტყუპი კოშკი, ისიც ზუსტად ვერტიკალურად ჩაშვავდა (საბედნიეროდ, ამ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია – შენობა ცარიელი იყო).

სარწმუნო ოფიციალური პასუხი დღემდე არ არსებობს არა მხოლოდ ამ ტერაქტის მომწყობებსა და შენობების უცნაური ნგრევის ირგვლივ მეცნიერებისა და კონსტრუქტორების მიერ დასმულ უამრავ კითხვაზე, დასაბუთებული პასუხი გაცემული არ არის არც უმარტივეს, მაგრამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზეც: შეიძლებოდა თუ არა ეს შენობები თვითმფრინავის დაჯახების შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო დანგრეულიყო, თანაც მთლიანად? არის თუ არა ამგვარი ნგრევის ანალოგი მსოფლიოში? შეიძლება თუ არა, თუნდაც თეორიულად, რომ შენობა, რომელსაც მახვილი კუთხით ეჯახება თვითმფრინავი, ორჯერ სწრაფად (სულ რაღაც, 56 წუთში) დაინგრეს, ვიდრე ის შენობა, რომელსაც თვითმფრინავი სწორი კუთხით დაეჯახება და თანაც ორივე დაინგრეს იდენტურად? ყველა კითხვაზე ერთი “ამომწურავი” პასუხი არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ნგრევას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, ამ შენობების დანგრევა მაინც ხანძრით იყო გამოწვეულიო. არსებობს კიდევ ერთი რჩევა-პასუხიც: ვინც ჩვენს ვერსიას არ დაიჯერებს და რაღაცების ქექვას დაიწყებს, რა “ჩიტსაც დაიჭერს”, იმასაც ნახავს კანონის ძალითო…

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ვის აძლევს ხელს ეს გაუთავებელი ომები, ნაირფერი რევოლუციები და ასე გახანგრძლივებული, დაუსრულებელი ბრძოლამოუხელთებელსაერთაშორისო ტერორიზმთან (ტერმინი _ “საერთაშორისო ტერორიზმი” _ 15 წლის წინათ, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, გამოიყენეს პირველად)? ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია: ომზე, ანუ სხვის უბედურებაზე დიდძალი ფული კეთდება, რადგან ომები წარმოშობენ ვალებს და, ვინც ვალებს აკონტროლებს, ანუ ბანკირები, ჩალის ფასად ეუფლებიან სხვების ქონებას! მაგრამ რისთვის სჭირდებათ ეს ქონება, ფულიმილიონების ჯერ მილიარდებად და შემდეგ ტრილიონებად გადასაქცევად?!

დიდძალი ფულის პატრონი ადვილად ყიდულობს ყველაფერს _ ტიტულებს, თანამდებობებს, მთავრობებს (თავისი და უცხო ქვეყნის) და ადამიანების სინდის-ნამუსსაც (მოუსყიდველი, ურჩი ადამიანებისთვის მოფიქრებულია გაკოტრება, დაშინება, შანტაჟი, უბედური შემთხვევები და უკურნებელი სნეულებები. ფულის ძალით, ცხადია). მაგრამ ყველაფერი ეს _ ფული და ძალაუფლება ხომ უკვე აქვთ ძლიერთა ამა ქვეყნისას, ანუ ისეთ მულტიმილიარდერებს, რომლებიც “ფორბსის” სიაში არასოდეს შეჰყავთ და, რომელთა შორისაც მუსიკის, ანუ პოლიტიკის უპირველესი შემკვეთები, რაღა თქმა უნდა, როკფელერებისა და როტშილდების ოჯახები არიან.

იცოდა რა ამ ოჯახების ქონებისა და ძალაუფლების თაობაზე, ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა (ავტორმა გახმაურებული და სკანდალური ფილმისა “ამერიკა – თავისუფლებიდან ფაშიზმამდე”), საზოგადო მოღვაწემ, პროდიუსერმა, ტელეწამყვანმა, ნევადის შტატის გუბერნატორობის კანდიდატმა აარონ რუსომ, რომელიც როკფელერების ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენელ ნიკ როკფელერთან მეგობრობდა, სწორედ ეს კითხვა დაუსვა მას: “თქვენ ფლობთ მთელი მსოფლიოს ფულს, თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, რისთვის ყოველივე ეს, რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?” (მიუხედავად იმისა, რომ როკფელერების ქონება დაახლოებით ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, ცხადია, “თქვენ”-ში, მხოლოდ როკფელერებს არ გულისხმობდა რუსო, არამედ სხვა მულტიმილიარდერებსაც და, რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, როტშილდების ოჯახს, რომლის ქონებაც, სავარაუდოდ, 2.5–3.2 ტრილიონია). მრავლისმთქმელია როკფელერის პირდაპირი პასუხი მიზანსა და ამ მიზნის მისაღწევ მეთოდზეც: ჩვენი საბოლოო მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ადამიანს იმპლანტირებული ჰქონდესრადიოჩიპი”, რათა ვაკონტროლოთ საზოგადოება, რათა ბანკირებმა და ელიტამ აკონტროლოს მსოფლიო”. კონტროლი და თვალთვალი არც ახლა გვაკლია, მაგრამ “ჩიპჩადგმული” ადამიანების საზოგადოება ტოტალურად გაკონტროლდება. გაკონტროლდება ყველაფერი, პირველ რიგში, ფულადი სახსრები. თითქოს, ყველაფერი ნათელია: ფულის, ძალაუფლების და კონტროლის ერთ ხელში, ანუ ბანკირებისა და “ელიტის” ხელში თავმოყრა; გაცხადებულია მისაღწევი გზები და მეთოდებიც (ომები, მევახშეობა, “ჩიპიზაცია”), მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არ მთავრდება მათი გეგმები. და, სანამ ამ სხვა გეგმაზეც ვიტყოდე, ფულის ძალით მსოფლიოზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობაზეც (რაც, პრაქტიკულად, მიღწეულიც აქვს უკვე ამერიკას) უნდა ითქვას: საკუთარი პოლიტიკის სხვებისთვის თავსმოხვევა, ცხადია, ყველაზე ძლიერ (ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით) სახელმწიფოს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სიძლიერე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მსოფლიოს ყელში წაუჭირო. ყველა პერიოდში არსებობდა სახელმწიფო, რომელიც იყო სხვებზე ძლიერიც და მდიდარიც, მაგრამ თავისი ნება სხვებისთვის თავს ვერასოდეს მოუხვევია უომრად. დღეს კი ამერიკა ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ახერხებს, თუმცა, თუ საჭიროდ მიიჩნევს, არც სამხედრო აგრესიაზე ამბობს უარს.

სახელმწიფოების დასაკაბალებლად ამერიკა იყენებს უძლიერეს იარაღს _ თავის ფულად ერთეულს _ დოლარს, რომლის გაბატონებას 1944 წელს ბრეტონვუდსის შეთანხმებიდან დაედო სათავე, როდესაც მსოფლიოს ყველა ვალუტა დოლარს მიაბეს. იმხანად ეს არ იყო ძალიან სახიფათო, რადგან არსებობდა დოლარის დამამუხრუჭებელი ძალა – ოქრო, რომელზეც, თავის მხრივ, დოლარი იყო მიბმული – უნცია ოქრო (31.1 გრამი) 35 დოლარად იყო შეფასებული. სულ რაღაც, ოციოდე წელიწადში (1949-დან 1970-მდე) კი ამერიკის ოქროს მარაგი თვალსა და ხელს შუა შემცირდა _ 21.8 ათასი ტონიდან 9.8 ათას ტონამდე. ამ მდგომარებიდან გამოსავალი ამერიკელმა ბანკირებმა იპოვეს _ ადვილად განსახორციელებელი და, ამასთანავე, მათთვის ერთობ სარფიანი. მათი რჩევით პრეზიდენტმა ნიქსონმა 1971 წელს ოფიციალურად გააუქმა დოლარის ოქროთი უზრუნველყოფა და… ფედერალურ სარეზერვო სისტემასაც (სინამდვილეში, 12 ბანკირის კუთვნილ კერძო ბანკს) ხელები გაეხსნა _ დოლარის საბეჭდი მანქანა სრული დატვირთვით აამუშავა. ამას მოჰყვა დოლარის მკვეთრი გაუფასურება და ოქროს 40-50-ჯერ გაძვირება, დოლარის ბანკნოტი, ფაქტობრივად, უბრალო ქაღალდად იქცა _ ერთი დოლარის ღირებულება 2–3 ცენტამდე დაეცა. დღემდე ვერც ამერიკის რომელიმე პრეზიდენტმა შეძლო სახელმწიფოს (და არა კერძო ბანკის) ფულადი ერთეულის გამოშვება (ეს სცადა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1963 წელს და გადაჰყვა კიდეც ამ ინიციატივას) და ვერც დანარჩენმა მსოფლიომ მოახერხა დოლარისთვის ლაგმის ამოდება (ამერიკული დოლარის პოტენციური კონკურენტის, მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ მხარდადაჭერილი ოქროს დინარის დაბეჭდვის მცდელობაც სავალალოდ დასრულდა ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფისთვის). დასკვნა: სანამ ამერიკული დოლარი მსოფლიოს ვალუტაა, მანამ იქნება ამერიკის ხელში სახელმწიფოთა მართვის სადავეები.

ახლა ბანკირებისა და “რჩეული” ელიტის სხვა გეგმასაც მივუბრუნდეთ: ჯერ კიდევ 1974 წელს, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი მემორანდუმი-200”-ით, მსოფლიოში აშშ-ის ძირითად სტარტეგიულ ამოცანად დეპოპულაცია გამოცხადდა. “ამერიკის პოლიტიკა მესამე სამყაროს ქვეყნების მიმართ უნდა იყოს ერთი _ დეპოპულაცია”, _ განაცხადა ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ ჰენრი კისინჯერმა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომელი ხალხები მოყვებიანრჩეულებისმიერ დაგეგმილშემცირებაში”. ამ ხალხებს, ანუ .. მესამე სამყაროს ქვეყნებს ხომ პირდაპირ ასახელებს კისინჯერი. საუბედუროდ, ჩვენც ამ კატეგორიაში გავდივართ. დეპოპულაცია, საბოლოო ჯამში, მსოფლიო მოსახლეობის ერთ მილიარდამდე დაყვანას ისახავს მიზნად, ანუ ამჟამინდელი რაოდენობის დაახლოებით 7-ჯერ შემცირებას.

მსოფლიოზე კონტროლის დამყარება და დეპოპულაცია _ ეს ორი რამ არის გაუთავებელი ომების მთავარი მიზანი და არაგანვითარებადადწოდებულ სახელმწიფოებში დემოკრატიის დამყარება, ეკონომიკური აღმავლობა ან ტერორიზმის დამარცხება! სწორედ ამიტომ არ სრულდება ომები და ტერორისტული აქტები. ამ დასკვნებამდე, საუბედუროდ, მანამდე ვერ მივდივართ (ჩვენც და სხვებიც), სანამ დასავლეთის აგრესიული სამხედრო და ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეულ ქვეყნის ნგრევაგაპარტახებადაშლასა და ერის გადაგვარებაგადაშენებაგამათხოვრებას საკუთარ თავზე არ ვიწვნევთ. ამიტომ, სუბიექტურობაში რომ არ დაგვდოს ბრალი რომელიმედასავლურად მოაზროვნემ”, ვისაცშეთქმულების თეორიებივიღაცის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი ჰგონია, მოვიყვან კიდევ ერთ ნაწყვეტს ნიკ როკფელერის საუბრიდან აარონ რუსოსთან, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამდე 11 თვით ადრე გაიმართა: “მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც მოჰყვება ჩვენი შეჭრა ავღანეთში, შევიჭრებით ერაყშიც, ხელთ ვიგდებთ ნავთობსარეწებს, მივხედავთ ჩავესს ვენესუელაში, შემდეგ კი ვნახავთ, თუ როგორ ეძებენ ჯარისკაცები ადამიანებს ავღანეთისა და პაკისტანის გამოქვაბულებში, დაიწყება ტერორიზმთან ომი, რომელშიც რეალური მოწინააღმდეგე არ არსებობს, მთელი ეს ომი ტერორიზმთან იქნება ფარსი, ეს იქნება ამერიკელი ხალხის (საერთოდ, ყველა ხალხის..) დასამორჩილებელი ერთი გიგანტური სიცრუე”.

სამწუხაროდ, ყველაფერი ზუსტად ახდა!

ალექს ჯონსთან 2007 წელს ჩაწერილ ამ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების გასაჯაროება მეხის გავარდნასავით იყო, მაგრამ ისინი არავის უარუყვია, არც თვითონ ნიკ როკფელერს. ყველამ, ვისაც კი პასუხის გაცემა ევალებოდა, დუმილი არჩია. სამწუხაროდ, მალე სამუდამოდ დადუმდა აარონ რუსოც, რომელიც ამ ინტერვიუს მიცემიდან შვიდ თვეში კიბოთი გარდაიცვალა.

საინტერესოა ტერორიზმის შესახებ ამერიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის, რეიგანის რევოლუციური ეკონომიკური პროგრამის _ “რეიგანომიკის” მამად წოდებული ცნობილი ეკონომიკური მიმომხილველის, ამერიკის საუკეთესო ჟურნალისტთა შვიდეულში შემავალი პოლ კრეიგ რობერტსის შეფასებაც: “საერთაშორისო ტერორიზმი მოიგონეს აშშ-ში, რათა გაამართლონ ამერიკელების შეჭრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში”, დემოკრატიის დროშის ფრიალით, რა თქმა უნდა!

ვინაიდან დემოკრატიის სახელით ჩადენილი უამრავი სისაძაგლის მოწმენი ვართ, ორიოდე სიტყვა ამ ყბადაღებულ “დემოკრატიაზეც” უნდა ითქვას. დემოკრატია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრს თავისუფლების სინონიმადაც კი წარმოუდგენია, თუმცა უფრო ჩახედული ადამიანები მას ბოლშევიზმსაც ადარებენ, რადგან დემოკრატიული წყობის დროს, ისევე, როგორც ბოლშევიკების ბატონობისას, გადაწყვეტილება უმრავლესობით, “ბოლშე”-ვიკური პრინციპით მიიღება და უმრავლესობა, ვთქვათ, 51 პროცენტი, თავის ნებას დანარჩენ 49 პროცენტს ახვევს თავს, ანუ გაბატონებულია მასზე. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში რომელ თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი?!

ბოლშევიკები თავის ჭკუაზე მაინც მართავდნენ ქვეყანას, დემოკრატები კი იმათ ჭკუაზე დადიან, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა (გნებავთ _ დასვა) ზოგან ხავერდოვან-ყვავილოვანი რევოლუციების, ზოგან “მაიდნების” და ზოგანაც “დემოკრატიული” არჩევნების გზით. აი, დაახლოებით ისეთი არჩევნებით, საგარეჯოში რომ ჩატარდა, როდესაც, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ვინ ჩივის, ყველასათვის ცხადი და დოკუმენტურად (ვიდეოკადრებით) დადასტურებული ორი აშკარა დანაშაული “ვერ დაინახა” პროკურატურამ: საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 500 ჯარისკაცს ორჯერ აარჩევინეს მაჟორიტარი დეპუტატი: ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მეორედ თავდაცვის მინისტრის “ხათრით” _ საგარეჯოში. მეორე დანაშაულს კი, ალბათ, “დახმარებაც” შეიძლება ეწოდოს, როდესაც მთელი დღის შრომით დაღლილ-დაქანცული, არჩევნებს დანატრებული (მისივე სიტყვებით) თავდაცვის მინისტრი საარჩევნო კომისიაში ზის ღამის საათებში და საკუთარი ხელით შეაქვს საარჩევნო ბიულეტენების მონაცემები კომპიუტერში. ასეთი “უანგარო” დახმარება მხოლოდ უაღრესად დემოკრატიული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს თუ მოუვა თავში. აფერუმ, ჩვენს თავდაცვის მინისტრს და ორჯერ აფერუმ, ძველი და ახალი ხელისუფლების ხელთ არსებული კომპრომატებით ორივ მხრიდან დაშანტაჟებულ პროკურატურა-სასამართლოს. თუკი ათასობით მოქალაქეს, მათ შორის, მთავრობის წევრებს (ბარამიძისა და უგულავას ჩათვლით) უღებდნენ დასაშანტაჟებელ ვიდეოკადრებს, მოსამართლეებზე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მასალა ექნებათ შეგროვებული!

აარონ რუსოს მოჰყავს აშშ-ის ერთ-ერთი ფუძემდებელის, ერის მამად წოდებული ბენჯამინ ფრანკლინის საინტერესო შედარება: “დემოკრატია _ ეს არის, როცა ორი მგელი და ერთი ცხვარი კენჭს უყრიან, რა მიირთვან სადილად. რესპუბლიკაში კი ცხვარს ექნებოდა თოფი, რათა თავი დაეცვა”, ამიტომ ანიჭებს ფრანკლინი უპირატესობას კონსტიტუციურ რესპუბლიკას, სადაც უმცირესობა დაცულია უმრავლესობის დიქტატისგან.

ძნელია, ფრანკლინზე უკეთესად და ხატოვნად შეაფასო დემოკრატია! განვლილმა 250 წელმა არ დაუკარგა მას ღრმა შინაარსი და აქტუალურობა. ის, რაც არ მოსწონდათ ამერიკის მამებს მეთვრამეტე საუკუნეში, არ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს ოცდამეერთეში!

იაკობ ლეჟავა

1 COMMENT

  1. იწურება დედამიწის რესურსები, მათავარია კაცობრიობა გადარჩეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here