Home რუბრიკები ბლოგი სადღესასწაულო ლიბერასტული “ჭეშმარიტებანი”

სადღესასწაულო ლიბერასტული “ჭეშმარიტებანი”

1494

კომუნისტების პერიოდში წითელ კვერცხებს გვიკრძალავდნენო. აი, ასე იტყუებიან თანამედროვე ქართველი “ლიბერასტები”, როცა საკუთარი თავის “ანტიბოლშევიკებად” და ძალიან დემოკრატებად წარმოჩენა სურთ ხოლმე. 

მათი მხრიდან ასეთი გამოსვლების დროს საქმე ორმაგ უტიფრობასთან გვაქვს: პირველი უტიფრობა არის ის, რომ ლეგენდა, თითქოს კომუნისტები იჭერდნენ იმას, ვინც სააღდგომოდ კვერცხებს წითლად შეღებავდა, მტკნარი ტყუილია; მეორე _ უფრო დიდი უტიფრობა კი სწორედ ის არის, რომ ესანტიბოლშევიკებისულაც არ ჩამოუვარდებიანბოლშევიკებსმართლმადიდებელი რელიგიის მიმდევრთა დევნაში. მართალია, დღეს უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და ეს დევნა, მადლობა ღმერთს, არა ფიზიკურ განადგურებაში, არამედ მძიმე სიტყვიერ დაცინვასა და გაქილიკებაში გამოიხატება ხოლმე, მაგრამ ვინ იცის, ციმბირი მათ განკარგულებაში რომ იყოს, შესაძლოა, არც მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შორეულლაგერებშიგადასახლებაზე დაეხიათ უკან პატივცემულლიბერასტებს”.

ფაქტია, რომ უკვე ყოველი სააღდგომო დღესასწაულის დღეებში ჩვენს ლიბერასტებს, წითელი კვერცხების ნაცვლად, მუდამ მზად აქვთ ფრაზები, რომლებითაც ისინი მართლაც შესაშურ კონკურენციას უწევენ ათეისტ საბჭოთა მოღვაწეებს. სწორედ ამიტომ ასეთ ლიბერასტულ სააღდგომო ფრაზებს პირობითად წითელი ფრაზები ვუწოდეთ.

ყველაზე ცნობილი წითელი ფრაზა”, მოგეხსენებათ, არის ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის მეცნიერული ახსნა და ხშირ-ხშირი გამეორება იმისა, რომ “ბრძენმა” ლიბერასტებმა თურმე იციან თეთრი ფოსფორის არსებობა, რომელიც ჟანგბადთან ე.წ. დაგვიანებულ რეაქციაში შედის და რამდენიმეწუთიანი დაყოვნებით თვითაალდება ხოლმე. ეს თემა ყოველწლიურად მორწმუნეთა და არამორწმუნეთა შორის ცხარე კამათის საბაბია და ალალად ვიტყვი, მორწმუნეებისა უფრო მიკვირს, რადგან, მიუხედავად იმისა, მართლა თეთრი ფოსფორით გაჟღენთილი სანთლები შეაქვს თუ არა მართლმადიდებელ პატრიარქს ეკვდერში, თუკი შენ ცეცხლის ზებუნებრიობისა და ღვთიურობისა გწამს, უნდა გწამდეს და სულაც არ არის აუცილებელი, ამ საკითხზე ვინმეს არგუმენტირებულად ან არაარგუმენტირებულად ეკამათო. ერთ სიტყვით, რწმენა რწმენაა და, არა მგონია, მას ცოდნით განსაკუთრებული განმტკიცება სჭირდებოდეს.

თუმცა პატივცემული ლიბერალები მაინც ახერხებენ ხოლმე, მათთვისტრადიციულსააღდგომო თემებში გარკვეულიმრავალფეროვნებაშეიტანონ. მაგალითად, წლევანდელი აღდგომის დღეებში უკვე ტრადიციად ქცეული წითელი ფრაზა _ “რა სიბნელე და ჩამორჩენილობაა ეს სასაფლაოებზე ღვინის სმა და ქეიფი? როდის უნდა დასრულდეს ეს უკულტურობა და ამაზრზენობა საქართველოში?” _ გაამრავალფეროვნეს იმით, რომ წინაპართა საფლავებზე გასული ქართველების შესახებ ტელეკომპანიაბიბისი”- რეპორტაჟი ატვირთეს სოციალურ ქსელებში.

თურმე ნუ იტყვით და, უცხოელი ჟურნალისტი “შოკირებული” ყოფილა სასაფლაოებზე ჭამა-სმის შემყურე და ტელემაყურებელს ემოციურად გადასცემდა თავის შთაბეჭდილებებს ამ “უცნაური ხალხის”, ანუ ქართველების “მავნე ჩვევის” შესახებ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი უცხოური ტელეკომპანიის წარმომადგენელს სრული უფლება აქვს, “შოკირებულიიყოს, რითაც სურს და, როგორი ემოციაც უნდა, ისეთი გამოხატოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩვენთვის, ქართველებისთვის, რატომ უნდა იყოს ვინმე უცხოელისშოკირებულობაარგუმენტი, რომცუდად ვიქცევით”?

გაუგებარია, ქართველმა ლიბერასტებმა რატომ მიიჩნიეს ეს წყალგაუვალარგუმენტადიმისა, რომ ქართველებმა მამაპაპის საფლავებზე რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევას თავი უნდა დაანებონ?!

საზოგადოდ, როდის უნდა დავასრულოთ ასეთი მართლა გოიმობა და ბნელობა, როდესაც ვინმეევროპიელისმიერ გამოხატული თვალსაზრისი ჩვენი ამა თუ იმ ჩვევის, ქცევისა და მოქმედების შესახებ ერთადერთ და გადამწყვეტ ჭეშმარიტებად მიიჩნევა?

ისიც ხომ სრულიად არასწორი თვალსაზრისია, თითქოს ევროპაში ყველა ისე ფიქრობდეს, როგორც ერთი კონკრეტული ევროპელი, რომელსაც მოცემულ კონკერტულ მომენტში შევხვდით ან მოვუსმინეთ. აკი, ისიც არაერთხელ გვინახავს, როცა რაიმე კონკრეტული ფაქტი ერთ ევროპელს სასტიკად არ მოსწონებია, ხოლო მეორე ევროპელი იმავე ფაქტით აღფრთოვანებულა.

ადამიანები ერთფეროვნები და ერთგვაროვნები არ არიან. აი, წინამდებარე სტრიქონების ავტორსაც, მიუხედავად იმისა, რომ კითხვისას შეიძლება სხვა შთაბეჭდილება დაგრჩენოდათ, სინამდვილეში სულაც არ მოსწონს სასაფლაოზე ქეიფი, დროსტარება და შემდეგ მთვრალი ხალხის ბორიალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ, ვინც ასე იქცევა, თავს მათი ლანძღვისა და თათხვის უფლება მივცე.

ახლობლის საფლავზე ვინ დალევს, ვინ შეჭამს, ვინ სადღეგრძელოს იტყვის და ვინ კიდევ დავლურს დაუვლის, მხოლოდ მისი საქმეა და სხვისი არავისი!

ყოველ შემთხვევაში, ჩვენც შეგვიძლია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებთა გარკვეული წეს-ჩვეულებებითა თუ ადათ-წესებით შოკირების ბევრი ფაქტი ჩამოვთვალოთ, რომელთაც ისინი, სხვათა შორის, განუხრელად იცავენ.

ისიც სათქმელია, რომ რომელიმე ერის გარკვეული ჩვეულების ტელეეთერით გაშუქებისას კულტურულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი ემოციების გამომჟღავნებისგან, რაც უნდაშოკისმომგვრელადმიიჩნევდეს მის მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში ნანახს.

თორემ ისიც საკითხავია, რა უფრო შოკისმომგვრელია _ მამის ან პაპის საფლავზე ღვინის მსმელი ადამიანის ნახვა თუ ქუჩაში უკანალში ამოკვეხებული ტანგატრუსით მოსიარულე მამაკაცების წყვილი, რომელიც არც გამვლელებს ერიდება და იქვე, ქუჩაშივე უთათუნებს ხელებს პარტნიორს შიშველ დუნდულებზე?!

მაგრამ, აბა, მიდი და ტელეეთერში საჯაროდ განაცხადე, ევროპის ამა და ამ ქვეყანაში ასეთი მოტანტალე მამამაკაცები ვნახე და შოკირებული ვარო! წამსვე სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევას, ჰომოფობიასა და ათას უბედურებას დაგაბრალებენ

მაგრამ რაღა არის სალაპარკო, როდესაც ძალიან “პრადვინუტებმა” არათუ სასაფლაოზე “მიუღებელი ქცევა”, არამედ ლოცვისას დაჩოქებაც კი გაუქილიკეს ადამიანს და ისე ლანძღეს და თათხეს, გეგონება, ასეთი “უღირსი” საქციელი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვდეს.

მიზეზად დასახელდა ის, რომ, ვინაიდან ეს ადამიანი ქვეყნის პრემიერმინისტრია, უფრო “ღირსეულად” უნდა მოიქცეს და არ “იფორთხოს” ლოცვის დროს. არადა, როდესაც ხატის წინ დაიჩოქა, გიორგი კვირიკაშვილი ტაძარში იმყოფებოდა და არა სამუშაო ადგილზე. ტაძარში კი, მოგეხესენებათ, ადამიანები სალოცავად მიდიან და ხშირად იჩოქებენ კიდეც!

ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ ამწითელი ფრაზებისადაწითელი მოსაზრებებისავტორები სწორედ ის ადამიანები გახლავან, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარსეს შენ გეხებასკამპანიას და ძალიან ხშირად გვაგდებენ ნამუსზესხვის პირად ცხოვრებაში ჩარევისგამო.

ეს ის ხალხია, რომელიც მაღალი თანამდებობის პირთა უზნეო საქციელის ამსახველი ფარული ვიდეომასალის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო გვამუნათებდა, _ რა თქვენი საქმეა, ვინ რას გააკეთებს, ვინ ვისთან დაწვება, ეს ხომ მათი პირადი ცხოვრებაა და პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვსო.

ეს ის ხალხია, რომლებიცციციკორეებსგვიწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახური ღალატი დავგმეთ და საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ასეთი უზნეო ადამიანები ქვეყანას არ უნდა მართავდნენ.

ახლა კი რა გამოდის? თურმე დაჩოქება ლოცვისას არ შეიძლება! დაჩოქება შეიძლება მხოლოდ მინეტის კეთებისას და ისიც მაშინ, როდესაც ქალს მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობა უჭირავს და ქმარი ჰყავს! ეს არის ქალის თავისუფლება, გამოსულობა, მაგრობა, მრავალფეროვნება და . . ხოლო ლოცვისას დაჩოქება არის სიბნელე, ჩამორჩენილობა ხეპრეობა და ყველაფერი ცუდი.

ამასთანავე, მინეტი არისპირადი ცხოვრებადა მასში ჩარევისა და ასეთ საქციელზე აზრის გამოთქმის უფლება არავის აქვს, რადგან ეს იქნებაციციკორეობა”, “ჭორიკნობა”, “გაუთლელობა”. ასეთ დროს აქტიურად უნდა გვახსოვდეს სახარებისეული შეგონება _ “არ განიკითხოანდაპირველი ქვა უცოდველმა ისროლოს”…

ხოლო ლოცვა სულაც არ არის ადამიანისპირადი საქმე”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია მლოცველი ადამიანი კიდეც განვიკითხოთ, ქვებიც დავუშინოთ, კიდეც დავცინოთ, კიდეც გავთათხოთ, კიდეც გავათახსიროთ და კიდეც გადავუაროთ.

ჰო, რა თქმა უნდა, არც ის არის ადამიანის “პირადი საქმე”, ის წინაპრის საფლავზე ღვინოს დალევს თუ წამოწვება და დაიძინებს. ასეთ შემთხევვაშიბიბისი”- კორესპონდენტი არცციციკორეადა არც არავის განიკითხავს, იგი, უბრალოდ, “შოკირებულიადა რა ქნას?!

აი, ასეთ სტანდარტებს ამკვიდრებენ პატივცემული “ლიბერასტები” ჩვენს ქვეყანაში და, სამწუხაროდ, არაერთი ქართველიც ზოგჯერ ბრმად და გაუაზრებლად აჰყვება ხოლმე მათ ყოვლად უაზრო ენის ტლიკინს. ხშირია შემთხევევა, როდესაც ამ “თავისუფლებითა” და “განსხავებული აზრით” შეფუთული ბოროტებიდან გამორკვეულა ადამიანი და უთქვამს, რამ დამაბრმავა, რატომ ვერ მივხვდი თავის დროზე, ვის განლენაში ვექცეოდი და რა არის მათი რეალური მიზანიო, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი “გამორკვევები” დაგვიანებულია ხოლმე. ასეთ ადამიანებს თავიანთი სულელური აზრებისა და საქციელის გამო უკვე ან დანგრეული აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრება, ან იმდენი რამ აქვთ გაფუჭებული, რომ მისი გამოსწორება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს…

ამიტომ მგონია, დროულად უნდა დავფიქრდეთ, როდესაც უაპელაციოდ ვიჯერებთ ყველაფერს, რასაცდემოკრატიის”, “თავისუფლების”, “განსხვავებული აზრისადა სხვა მიმზიდველი შეფუთვით გვაწვდიან.

მე არც ერთ უკიდურესობას არ ვემხრობი, მაგრამ, თუკი მაინცდამაინც მკვეთრი არჩევანის გაკეთება გსურთ, მაშინ დამიჯერეთ, ღირს დაფიქრებად: რა უფრო მეტი დადებითის მომცემია ადამიანისთვის _ წითელი კვერცხების თუნდაც “ბრმა რწმენა” თუ “წითელი ფრაზების” მიზანმიმართული, ბოროტი მიზნებით რახარუხი…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here