Home რუბრიკები საზოგადოება დოდო აფრასიძე: გიორგი ბარამიძე, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია

დოდო აფრასიძე: გიორგი ბარამიძე, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია

936

დოდო აფრასიძე, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის _ გიორგი ბარამიძის დასჯას, წლებია, ითხოვს, ამბობს, რომ გიორგი ბარამიძე გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააპატიმროს.

„წლებია, ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. გია ბარამიძე, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა. ევგენი ხელებაწეული გამოვიდა სამართალდამცველების წინაშე, მაგრამ არ დაინდეს, სახლიც გადაგვიწვეს ბარბაროსულად და გაგვანადგურეს“, – განუცხადა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ დოდო აფრასიძემ.

აფრასიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მიღებული სტრესის შემდეგ შმაგი აფრასიძის მეუღლეს, ინდირას, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ის დღემდე მკურნალობს.

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ.

გავრცელებული ინფორმაციით, აფრასიძეების საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციისას მამა-შვილის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების, ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებს – გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, 2013 წელს კი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

1 COMMENT

  1. სახელმწიფო პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოში დაბადებულ ყველა მოქალაქის უსაფრთხო ცხოვრებისა. არ აქვს მნიშვნელობა ის ხულიგანია,ბანდიტია, ქურდია, ყაჩაღია თუ პატიოსანი მოქალაქე. კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს. რა იყო რამოდენიმე დამნაშავე უსაფრთხოდ, რომ დაეჭირათ და არ ჩატარებულიყო სისხლიანი სპეც ოპერაცია, მაგრამ ეს ხომ ნაცისტური მთავრობის ბარბაროსობის ბრალია. ხოდა ეს ბარბაროსი ვინც ხელმძღვანელობდა, რომელიც დღესდღეობით იმუნიტეტს არის ამოფარებული და გვკარნახობს პარლამენტის ტრიბუნიდან..,უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! უფრო მეტიც სახელმწიფო იმუნიტეტით სარგებლობაც უნდა გაუქმდეს რათა კიდევ ვინმე არ ამოეფაროს პარლამენტს…რა დანაკლისიც განიცადა აფრასიძეებმა შევსება შეუძლებელია მაგრამ ყველაზე მძიმე სურათი ის არის, რომ ხედავ ყოველდღეს. იმ ნაძირალას რომელმაც განახორციელა ეს სპეც ოპერაცია და არ დასჯილა… მგონისაქართველო პატიოსან მოსახლეობაზე უფრო მკაცრ ზომებს იღებს ვიდრე დამნაშავეებზე…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here