Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

628

რატომ ვერასოდეს გაიმარჯვებს დემოკრატია მსოფლიოში?

თუ ყოველთვის მხოლოდ შენ ილაპარაკებ, ყოველთვის მართალი იქნები.

ონორე დე ბალზაკი

საშინლად უსიამოვნო რამ არის ფული. რატომ? იმიტომ, რომ ყველას სჭირდება: თავისუფლებისთვის მებრძოლებსაც და უფლებადამცველებსაც, ჟურნალისტებსაც, მოსამართლეებსაც და ადვოკატებსაც კი. ეს სამწუხარო ფაქტი არღვევს იდილიას. ზოგჯერ უყურებ და უსმენ ტელეეკრანიდან მოსაუბრე სათნო სახის პოლიტოლოგს ან ჩვენი უფლებებისთვის თავგამოდებულ ფუმფულა მებრძოლს: საუბრობს კარგად, დამაჯერებლად და გიჩნდება მუხანათური შეკითხვა: სად და ვისგან იღებს ფულს ეს ყოვლად ღირსეული ადამიანი? ფულის ნიშნების მიღების ბანალური სურვილით ხომ არ არის განპირობებული მისი პათოსი და ძალა მამხილებელი? და მყისვე იცრიცება მებრძოლის ათინათი, შარავანდი მის თავზე ქრება.

ფული შლის და ბილწავს ყველაფერს.

სასიამოვნო და იოლია ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც ყველაფერი აწყობილი და იოლად გასაგებია! არსებობს ამქვეყნად სიკეთის ძალები _ დასავლეთში, ცხადია. იმპერიაც არის სიკეთის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებით წარმოდგენილი. ამ, სიკეთით სავსე ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნავს და მხოლოდ ამითაა შეწუხებული, უამრავი მეგობარი ქვეყანაც ჰყავს _ ყველა ზრდილი, პოლიტკორექტული და ერთი სურვილით გამსჭვალული _ დედამიწაზე ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, შეძლებულად და ბედნიერად.

ამიტომ არის, რომ ყველას, ვისაც არ სურს, იცოცხლოს მშვიდობიან გარემოში, შეძლებულად და ბედნიერად, სიკეთის იმპერია და მისი მეგობრები ბომბავენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღარ იყვნენ ცუდები და ბოლოს კარგები გახდნენ, იცხოვრონ მშვიდობიანად, შეძლებულად და ბედნიერად.

ყველაფერი მარტივი და გასაგებია. დაფიქრება საჭირო არ არის, გაანალიზებაც არ არის საჭირო, მაგრამ როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი? საქმე რომ არ გართულდეს, ცუდებს დამოუკიდებელი ტელევიზიებით აჩვენებენ და იტყვიან, რომ საზიზღრები არიან. მათზე მოუთხრობენ თავისუფალი გაზეთები, სრულიად დამოუკიდებელი რადიო და მავანთა მიერ დაუფინანსებელი პრიალა ჟურნალები. დასავლელი ობივატელი უპრობლემოდ გაერკვევა, ვინ არის ცუდი: ყველაფერს აჩვენებენ, ყველაფერს აუხსნიან. კრიტერიუმიც კარგი აქვთ მოგონილი: ცუდ სახელმწიფოებში დემოკრატია არ არის ან ცოტაა, ან _ არასაკმარისი. და რადგან ეს სახელმწიფოები ცუდია, მაშინ პასუხი შეკითხვაზე _ ვინ სჩადის ყველაფერ საშინელს, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება, თავისთავად გაცხადდება: თავიდათავი ყველა უბედურებისა ცუდი ქვეყნებია.

როცა ძველი შტამპები გახუნდება, გაზეთებსა და ტელეეკრანებზე ჩნდება ახლები, რომლებიც თვით იმ დასავლელი პოლიტიკოსებისთვისაც გაუგებარიაპასუხი არ აქვთ, როგორც ნატოს გენერალურ მდივანს, რომელსაც ჰკითხეს, მაგალითად, რას ნიშნავს მეობა(არსობა)დაკარგული ქვეყნები, კლიშე, რომელსაც ხშირად იყენებენ მათთვის არასასურველი ქვეყნების დასახასიათებლად, მან არათუ ვერ განმარტა, რას გულისხმობს ეს ახალგამომცხვარი შტამპი და საიდან მოდის ასეთისიტყვამოსწრებულობა”, არამედ თავის დაძვრენა (როგორც ამგვარ სიტუაციაში სჩვევიათ ხოლმე) შეკითხვის შებრუნებით სცადა: “… ჩვენ ვხედავთ, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება, სარაკეტო ტექნოლოგიის განვითარების მოწმენი ვართ, მაგრამ მინდა განმიმარტონ, აქვს თუ არა რუსეთს იმის შეგრძნება, რომ ეს საშიშია, მე უნდა გავითვალისწინო ეს შეგრძნება. მაგრამ ვერავინ ამიხსნა, რით ემუქრება რუსეთს პოლონეთში ათი არაბირთვული რაკეტის განლაგება?”

ნატოს გენერალურ მდივანს ეკითხებიან, _ როგორ არკვევთ, ვინ არის თქვენი მტერი, როგორ ამჩნევთ მისი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხესო, ის კი _ ფხენიანში რა ხდება, ამიხსენითო.

ბრმა ყრუს ელაპარაკებოდაო, ამაზეა ნათქვამი.

დასავლეთის გაზეთების გვერდებიდან და “მათი” ტელეეკრანებიდან კი იღვრება და იღვრება ძველი ზღაპარი ახალ ხმოვანებაზე აწყობილი ბოროტი გობლინების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ხელს გვიშლიან. და რადგან ასეა, უნდა დაიბომბონ და დაიბომბონ იქამდე, სანამ ბოროტი, ტოტალიტარული გობლინები სასწაულებრივ კეთილ, დემოკრატიულ ელფებად არ გადაიქცევიან. ხოლო როცა ბოლო ცუდ ქვეყანაში გაიმარჯვებს კარგი დემოკრატია, კაცობრიობას ოქროს ხანა დაუდგება.

დემოკრატია სრულიად მსოფლიოში უეჭველად გაიმარჯვებს _ უსაყვარლესი მისამღერია ამ მოყირჭებული სიმღერის. მღერიან ქოროთი და სოლოდ. ისე, რომ არც დაუფიქრდებიან ჭეშმარიტებას _ ფიზიკურად შეუძლია კი 6-7 მილიარდ მოსახლეს ჩვენი პლანეტისა, იცხოვროს თანამედროვე დასავლელი მომხმარებლის უმაღლესი სტანდარტების დონეზე? პლანეტა ვერ გაუძლებს, არ აქვს ისეთი ოდენობის მარაგი, რომ ყველა ადამიანმა სამ წელიწადში ერთხელ ახალი ავტომანქანა იყიდოს და სამ თვეში ახალი ფიჭური ტელეფონი შეიძინოს.

მაშ, რა გამოდის? დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებს, მაგრამ ყველგან ერთნაირად კარგად ცხოვრებას ახდენა არ უწერია?! და მაშინ ყველასთვის ნათელი გახდება, რომ საზოგადოებრივ წყობილებას ცხოვრების დონესთან საერთო არაფერი აქვს? დემოკრატია იქნება ყველასთვის, კარგად ცხოვრება კი შეეძლება მხოლოდ მათ, ვინც აკონტროლებს ნავთობის, გაზის საბადოებს და სხვა ბუნებრივ რესურსებს. ეს ამჟამადაც თვალში საცემია. არის უამრავი დემოკრატიული სახელმწიფო, რომლებიც მთელ “ცივილიზებულ” მსოფლიოს ასეთად მიაჩნია. აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში კი სასარგებლო წიაღისეული არ აქვთ, ან სხვა სახელმწიფოები აკონტროლებენ და ამიტომ ამ ქვეყნის მოქალაქენი არ შედიან ე.წ. ოქროს მილიარდში. დემოკრატია თითქოს არის, კეთილდღეობა კი ვერა და ვერ დამდგარა. თუკი სადმე მაინც არსებობს ერთეული გამონაკლისი, მისი შემჩნევა აუცილებელი არაა. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ავხსნათ მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლის სირთულით.

როცა დემოკრატია ყველგან დამყარდება, მაშინ მსოფლიოსთვის აშკარა შეიქნება, რომ კარგი ცხოვრების გათანაბრება პარტიების რაოდენობასთან ერთი დიდი ტყუილია.

ათწლეულების განმავლობაში პოლიტოლოგებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ნასყიდი აგენტების ურდოები ჩასჩიჩინებდნენ მილიონობით ადამიანს, რომ მხოლოდ დემოკრატიის გამარჯვებით მოიპოვება აყვავება და კეთილდღეობადა გაიმარჯვა დემოკრატიამ. მაგრამ კარგად უწინდებურად კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში ცხოვრობენ, ცუდად _ მოზამბიკში, ვიეტნამსა და კოლუმბიაში.

რით ავხსნათ ასეთი უცნაურობა?!

მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი რომ იყოთ, საჯაროდ გამოაცხადებდით, რომ მეფე შიშველია? გამოიყვანდით ქუჩაში ყველას დასანახავად?

არა, ამას არ გააკეთებდით. მისი უდიდებულესობა, იტყოდით თქვენ, ძალიან დაკავებულია და ამიტომ არ შეუძლია, წარდგეს ხალხის წინაშე. დემოკრატიისთვის იბრძვის, გულმოწყალე, და თავისუფალი დრო არ აქვს.

დასკვნა: დემოკრატიას არ შეუძლია მთელ მსოფლიოში გამარჯვება. მეტიც _ დემოკრატიამ არ უნდა გაიმარჯვოს მთელ მსოფლიოში, არავითარ შემთხვევაში!

თორემ ყველასთვის აშკარა გახდება, რომ იგი არც აშშის, არც მისი მეგობრების მიზანი არ არის. პირიქით, იგი არის საშუალება საკუთარი უღრუბლო ცხოვრების შესაქმნელად დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე. მსოფლიოში დემოკრატიის გამარჯვებაზე უარესი დასავლეთისთვის არაფერია. ამიტომ იგი (დასავლეთი), ვინც დემოკრატიის დროშას აფრიალებს, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა მან (დემოკრატიამ) არასოდეს გაიმარჯვოს, რათა მსოფლიოში ყოველთვის იყვნენ ბნელი ძალები, რომლებიც დროებით სიძნელეებს ქმნიან კაცობრიობის საყოველთაო დემოკრატიაზე გადასვლის გზაზე.

მოძრაობა ყველაფერია, მიზანი _ არაფერი. დემოკრატიისკენ მარადიული მოძრაობა უზრუნველყოფს ანგლოსაქსებისა და მათი დამქაშების მარადიულ დომინირებას პლანეტაზე, მათი ცხოვრების მუდმივად მაღალ დონეს. სასიამოვნო და საპატიოა, როცა მთელი ცხოვრება დემოკრატიის გამარჯვებისთვის იბრძვი, იღებ ხელფასს მყარი ვალუტით და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, რომელიც ამ ბრძოლას შეალიე, გაისეირნებ ბრიუსელის მყუდრო ქუჩაბანდებში, ან ბარბეკიუს შეიწვავ სადმე, ლოს ანჯელესის სანახებში. ცოტა უფრო ნაკლებ სიამოვნებას მიიღებ, როცა თანამედროვეობის მოწინავე ადამიანად მიგიჩნევენ, საკუთარი ქალაქის ძალად გაევროპებულ ქუჩებს დაადგები, მიხვალ ამერიკის საელჩოში ან საკონსულოში, სადაც პრემიას გადმოგცემენ, დიპლომს, საზეიმოდ და მხარზე ხელს მოგითათუნებენ, _ ყოჩაღ, ბიჭო!

კეთილი და პატიოსანი. მაგრამ, დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში რომ გაიმარჯვოს, რა უნდა ქნასუფლებადამცველთამთელმა არმიამ?! მათ მხოლოდ ის იციან, რომ ამხილონ ტოტალიტარული რეჟიმების ბნელი ძალები. რა უნდა გააკეთონ ლიბერალურმა ჟურნალისტებმა? ვის დაჰკარგვიან, ვინ მოძებნის, ვის დასჭირდება? ვინ მისცემს პრემიებს მამხილებელი წერილების გამოქვეყნებისთვის? ეყოლებათ კი ვინმე სამხილებელი, როცა ყველა საერთოსაკაცობრიო ფასეულობათა ერთგული და ჰუმანიზმის თავგადაკლული მომხრე იქნება? რით დაკავდება ევროკომისართა მუქთახორა ნახირი, როცა ყველა მათსავით ერთი აზრის მომხრე და მქადაგებელი გახდება?

რაც გნებავთ, ისა თქვით, მაგრამ დემოკრატიის სრული გამარჯვება ყველადემოკრატსკატასტროფად შემოუბრუნდება.

მაგრამ სანამ მსოფლიო დემოკრატიისთვის იბრძვის, ისინი (“დემოკრატები”) იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ დაბომბონ, ვინ დააჯილდოვონ და უდიდეს დემოკრატად აღაზევონ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში რაც ხდება. მთავარია მხოლოდ შეფასება. სააკაშვილმა სისხლით მორწყა სამხრეთ ოსეთი, დახოცა ადამიანები. ვინ არის ამ გვარის კაცი? სუვერენული დემოკრატიის პრეზიდენტი, რომელმაც თურმე შეცდომა დაუშვა. სასამართლოს მას არავინ არასოდეს გადასცემს, რადგან ჰალსტუხების გემოს მოყვარულმა მიშამ კი არ გადაწყვიტა კავკასიაში წამოეწყო ომი. მას უბრძანეს, მაშასადამე, ბრძანების შესრულების შემდეგ გადაეფარებიან… ასეც მოხდა (ჩვენი მკითხველებისთვის ცნობილია, თუ როგორ პარპაშებს ამერიკელი პატრონების მიერ მხარდაჭერილი, ოდესის გუბერნატორი მიხაილ ნიკოლაევიჩი უკრაინაში).

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კი “თავისუფალი პრესა” ყოველთვის დიქტატორად მოიხსენიებს. რატომ? არჩევნები ისე არ ჩაატარა და იმიტომ. ვინმე მოკლა? _ არა, არავინ მოუკლავს. პარადოქსია: კაცისმკვლელი კარგია, ის, ვისაც არავისზე ხელი არ აღუმართავს _ ცუდი. ნუ გაიკვირვებთ: ყველაფერი შეფასების კრიტერიუმზეა დამოკიდებული, ხოლო მთელი შემფასებლური მოღვაწეობა ჩვენთან დასავლეთის ხელშია თავმოყრილი.

დააკვირდით, ვინ აფასებს რა მდგომარეობა მსოფლიოში თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით? _ ნაირნაირი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სად არის განთავსებული მათი სათავო ოფისები? იქ და მხოლოდ იქ.

“საერთაშორისო ამნისტია” _ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, იბრძვის ადამიანის უფლებათა დასაცავად მთელ მსოფლიოში. დაარსებულია დიდ ბრიტანეთში 1961 წელს, შტაბ-ბინაც იქვეა. მისი ეროვნული სექციები 56 ქვეყანაში მოქმედებს და მილიონზე მეტ წევრს ითვლის. უმეტესობა მოხალისეა, იდეას ემსახურება, უმცირესობა _ ფულს. მხოლოდ ერთ შტაბ-ბინაში 500 კაცამდე მუშაობს. ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. სწორედ ეს არის მისი არსებობის ძირითადი მიზანი, რომელსაც იქაური ხელმძღვანელობა გულუბრყვილო ენთუზიასტებს არ უმხელს. ანგარიშში, როგორც წესი, ჩამოთვლილია, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მაგრამ მთავარ ბოროტმოქმედებად დასახელებულიააბა, გამოიცანით, ვინ? დიახ, აშშისა და მისი მეგობრების მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგენი. იქ, სადაც ხელისუფლება ვაშინგტონს არ დაუწვა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. საშინელება ხდება ჩინეთში, ვენესუელაში, ირანში. კატასტროფის წინაშეა რუსეთი, ბელარუსი, სირია; ნორმალური მდგომარეობაა ერაყში, უკრაინაში, არაფერი რომ არ ვთქვათ, აშშსა და დიდ ბრიტანეთზე.

ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციას? საიდან აქვს ფული? შემოწირულობათა წყალობით სულდგმულობსო, _ გვიპასუხებენ. ნებაყოფლობით გაცემული დოლარები მოედინებოდა ჩეჩნეთში მოთარეშეთა, დაღესტანში კი ვაჰაბიტების დასაფინანსებლად. ვინ აძლევს “ამნისტიის” ბიჭებს მილიონობით დოლარს? ფილანტროპები?

ვინ აფინანსებს “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლს” _ ამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ეწევა? იცავს ბავშვებს შიმშილობისგან? სექსუალურ მონობაში მოხვედრილ გოგონებს გამოჰგლეჯს მაფიას? ყიდულობს სამკურნალო საშუალებებს აივ-ინფექციით დაავადებული ადამიანებისთვის? რისთვის ხარჯავს მილიონობით დოლარს, ინკოგნიტო შემომწირველთა მიერ უშურველად გაღებულს?

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა კაცობრიობის წინაშე არ დგას. ამისთვის ხარჯავენ მაღალ ხელფასებს. როგორ ებრძვიან კორუფციას?

“მოქალაქეთა ანტიკორუფციული მსოფლმხედველობისა და სამართალშეგნების ჩამოყალიბება, გამჭვირვალობის ინსტიტუციონალიზაცია, კორუფციის თავიდან აცილება ანტიკორუფციული მექანიზმების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფის გზით”, _ ჩაწერილია მათ კატეხიზმოში.

გაიგეთ რამე? არა? კეთილი და პატიოსანი. მთავარი სხვა რამეა. ფულს არ იშურებენ არა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” წარმატებით წარმართვისთვის, არამედ მსოფლიოში კორუფციის რეიტინგის დასადგენად. ეს რეიტინგი არის საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის საშუალება მთელი რიგი ქვეყნების მიმართ, ხალხთა შორის ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. უწინ ადამიანებს განასხვავებდნენ კანის ფერითა და თავის ქალის ფორმით, ამჟამად _ ქრთამის აღებისა და პარტიების რაოდენობის მიხედვით მათ ქვეყანაში.

და კვლავ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ, “დამოუკიდებელი” რეიტინგების მიხედვით, მაინცდამაინც აშშ-ისა და დასავლეთის მოწინააღმდეგეები პირველობენ, როგორც სანიმუშო ცუდები. სწორედ ამ საჭირო საქმით არიან დაკავებულნი “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლის” მიუკერძოებელი თანამშრომლები, რომლის დამფუძნებელ უბრალო ადამიანს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა მსოფლიოში ფეხმოკიდებული კორუფცია. ვინ იყო ეს დონ კიხოტი? მსოფლიო ბანკის ყოფილი დირექტორი პეტრე აიგენი…

ეგებ სწორედ ეს არის სამწუხარო ჭეშმარიტება? მაგრამ ნუ იჩქარებთ, ირწმუნოთ იგი. “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლის” ბიჭები მუქთა პურს არ ჭამენ: კორუფცირებულთა რეიტინგის მოწინავე ქვეყნებს შორის მხოლოდ იმ სახელმწიფოებს ასახელებენ, რომლებიც ამერიკელ პატრონებს თვალში არ მოსდით. სიცრუეს ვერ დაუმტკიცებთ. შეუძლებელია, რადგან მათ მიერ შესწავლილ საგანს ვერც ხელით შეეხები, ვერც ვერანაირი ხელსაწყოთი გაზომავ. კორუფციის დონე და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, აბსოლუტურული ხასიათისაა. მას (ამ დონეს) ასე ზომავენ: “…მეწარმეთა, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ანალიტიკოსებისა და სხვათა გამოკითხვის საფუძველზე, რომელშიც ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ქვეყნის კორუფცირებულობაზე ათბალიანი შკალით, სადაც ნული უდრის კორუფციის უმაღლეს დონეს”.

მსოფლიო პოლიტიკურ მინდორზე მატჩი მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფეხებში ურტყამენ, კბილებით გლეჯენ, ძელებს ამტვრევენ. ყველაფერი ისეა, როგორც პოლიტიკური საფეხბურთო მატჩის დროს ხდება ხოლმე. აქ სხვანაირად არასოდეს უთამაშიათ, მაგრამ მსაჯი რატომღაც მხოლოდ ერთი გუნდის დარღვევებს ამჩნევს. ბარათებს მხოლოდ ერთი გუნდის წევრებს უჩვენებს და საჯარიმო დარტყმებს მაინცდამაინც მათი კარის მიმართულებით ნიშნავს. ყველა შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვს: მსაჯი მე ვარ, მე უკეთ ვხედავ…

თუ გსურთ პოლიტიკური საფეხბურთო მატჩის მოგება, მსაჯად თქვენი კაცი დააყენეთ.

საიდან აქვს ფული “ტრანსფერენსი ინტერნეიშენლს”? შედით მის საიტზე, ნახეთ. შემოგთავაზებენ, შეიყვანოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი და შეეწიოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კეთილშობილ საქმეს. გსურთ, დაეხმაროთ? კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ მათი ბრძოლის პრინციპები…

იმის დაჯერება, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უბრალო ადამიანების შემოწირულობებით სულდგმულობს, ისეთივე სისულელეა, როგორც ირწმუნო, თითქოს ლენინმა და ტროცკიმ რუსეთის იმპერიაში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალება პარტიული გადასახადებით მოახდინეს, ნაპოლეონი ევროპას პარიზის სანკიულოტების ფულით ეომებოდა, ხოლო ჰიტლერმა მოსკოვამდე და კაირომდე გერმანელი დიასახლისების მიერ ბოძებული საჩუქრების წყალობით მიაღწია.

ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ჰუმან რაითს ვოჩი _ როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს ორგანიზაცია თვალს ადევნებს ადამიანის უფლებათა დაცვას მსოფლიოში. თავისი ოფისები მსოფლიოს 10 ქვეყანაში აქვს. შტატში 180-ზე მეტი კაცი ჰყავს, ყოველწლიური ბიუჯეტი კი 21 მილიონი დოლარია და ყველა თანამშრომელი სულაც არ არის სუსტი და უწყინარი ფილანტროპი ჩიაკაცი. ისინი, ძვირფასო მკითხველო, საკმაოდ ძლიერი გამტარებლები არიან ჩვენ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა. არ გჯერათ? გაიხსენეთ 08.08.08 _ ომი სამხრეთ ოსეთში, რომელსაც “რაითსვოჩისტები” ფართო თვალებით ადევნებდნენ თვალს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის ანგარიშში წერდნენ, რომ “დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები დიდად არის გადაჭარბებული”, რომ დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 40-ია.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც რეალობას განსაზღვრავს საგაზეთო წერილი და ტელეკადრი. არ არის სურათი _ არ არის მოვლენა. გაზეთებს არ დაუწერიათ? მაშასადამე, არც არაფერი მომხდარა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები მოძალადეებმა დაგხოცეს, ხოლო თქვენი უფლებების თვითმარქვია დამცველებმა ვერაფერი შეამჩნიეს. ვერ ხედავენ. ან, თითქმის ისე, როგორც არკადი რაიკინი ამბობდა: “იგი მშვიდია და წყნარი. ასაღელვებელი არაფერია. ერთორს ყელს გამოჭრის და დამშვიდდება”. რადგან შეფასების კრიტერიუმი მათ ხელშია, მაშასადამე, თქვენ არავის მოუკლავხართ. მოგეჩვენათ

ბევრი საინტერესო რამის დაწერა შეიძლება “ჰუმან რაითს ვოჩზე”. იქაურთა ჟუჟუნა თვალების მზერა საოცრად გაბეცდება, როცა პატრონებისგან მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციას. კაცმა რომ თქვას, უფლებადამცველებს შეცდომით მოვიხსენიებთ ამ ღირსეული და პატივსაცემი სახელწოდებით. ისინი, უფლებადამცველები კი არა, ნამდვილი რევოლუციონერები არიან. ეგაა, რომ მათი დღევანდელი მეთოდები წინამორბედებისგან განსხვავებულია _ ლაპარაკია ესერებზე (სოციალ-რევოლუციონერებზე), ბოლშევიკებსა და ნაროდოვოლცებზე (პარტია “ნაროდნაია ვოლია”). ისინი აფეთქებდნენ ბომბებს და აწყობდნენ გაფიცვებს, ისწრაფვოდნენ თავიანთი სამშობლოს დასანგრევად, “ხალხთა საპყრობილის” დასამხობად. მათ თავიანთი ქვეყანა ძველ რევოლუციონერებზე არანაკლებ სძულთ, და ყველაფერს, რაც კი ხელეწიფებათ, აკეთებენ მის დასაქცევად: წერენ, აწყობენ მიტინგებს, მოუწოდებენ, აანალიზებენ, გასცემენ რეკომენდაციებს, გმობენ, ყურადღებას მიიქცევენ, აღშფოთდებიან. მათ შორის, რასაკვირველია, არიან იდეალისტებიც, რომლებიც ვერ იგებენ, ვინ გამოიყენებს მათ სიყვარულსა და მიდრეკილებას ლამაზი, აუსრულებელი ლოზუნგების მიმართ. ასეთები შეიძლება შეგვეცოდოს. ისინი უმრავლესნი არიან. უმცირესობა კი კარგად არის გარკვეული, რისთვის, უფრო ზუსტად კი, რა ფასად მუშაობენ ადამიანის უფლებათა დამცველებად.

“ჰუმანისტებმა” დაუდეს სათავე იუგოსლავიის გახლეჩა-დანაწევრებას. 1993 წლის 1 აგვისტოს “ჰუმან რაითს ვოჩმა” გამოაქვეყნა “ანგარიში” ვითომდა იუგოსლავი სამხედრო მოსამსახურეების მიერ 1991 წლის 20 ნოემბერს 260 დატყვევებული ხორვატების დახვრეტის შესახებ. სწორედ “ჰუმან რაითს ვოჩი” გამოვიდა (1992 წელს) ე.წ. ტრიბუნალების შექმნის ინიციატორად “დაუმორჩილებელ” სახელმწიფოთა, უწინარეს ყოვლისა, იუგოსლავიისა და სერბეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელების _ კარაჯიჩისა და მილოშევიჩის გასასამართლებლად. გაეროს წესდების დარღვევით, 1993 წლის თებერვალში შეიქმნა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნალი “ყოფილი” იუგოსლავიის საკითხების განხილვის მიზნით. გახსოვთ, ვინ გაასამართლა ამ ტრიბუნალმა? მხოლოდ სერბები. ხორვატებსა და ბოსნიელებს ან საერთოდ არ ასამართლებენ, ან ამართლებენ. ცნობილმა კარლა დელ პონტემ, პროკურორმა, გამოსცა წიგნი, რომელშიც მოგვითხრო, რომ ასობით სერბი დახოცეს ალბანელებმა, მათი ორგანოები კი გამოიყენეს მდიდარი ევროპელებისთვის გადასანერგად. შედეგი რა მოჰყვა ამ არაადამიანურ ქმედებას? სად იყო ტრიბუნალი? სად იყვნენ უფლებადამცველები? არაფერი იცოდნენ, არაფერი დაუნახავთ? აი, სერბებს ალბანელები რომ მოეკლათ, იმწამსვე აყვირდებოდნენ.

ეს, სიმართლისთვის თავდადებული მოღვაწენი ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნიან, თითქოს მაინცდამაინც მათი ხმა არის მსოფლიო საზოგადოების აღშფოთების გამომხატველი. ძალისმიერი მოქმედების საბაბს ჰქმნიან, დაბომბვასა და თავდასხმას ამართლებენ. ერაყზე შეტევის წინა დღეს გამოაქვეყნეს ათი წლისწინანდელი დოკუმენტები სადამის დანაშაულებზე, ბელგრადის დაბომბვამდე ევროპული გაზეთები აავსეს სერბულისაშინელებებით”, რომლებიც უმეტესად მოგონილი ან თითიდან გამოწოვილი იყო. როცა საჭირო ხდება, “ჰუმან რაითს ვოჩიაგრესიის არა მხოლოდ საბაბს აწვდის, არამედ ითხოვს კიდეცღონისძიებათა განხორციელებას”. თავის განცხადებებსა და მიმართვებში აშშის პრეზიდენტისა და კონგრესისადმი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მოითხოვდა იუგოსლავიის, ინდონეზიის, მაკედონიის, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიციური და სამხედრო სანქციების გამოყენებასაც კი.

ვინ არის მათი კრიტიკის მთავარი მიზანი? პირუთვნელი სტატისტიკა გვიპასუხებს ამ კითხვაზე: 1994-დან 2001 წლამდე “ჰუმან რაითს ვოჩმა” 172 განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებში. 117 განცხადება რუსეთს ეხებოდა. ამავე პერიოდში უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ვერც ერთი ფაქტი ვერ აღმოუჩენია დაკვირვებულ “ჰუმანს”. საკითხავია, თუ ყველაფერი ასე კარგად იყო უკრაინაში, რატომ მოხდა “ნარინჯისფერი რევოლუცია”?

აშშ-ის სატელიტები “ჰუმან რაითს ვოჩის” კრიტიკის მიღმა რჩებიან.

თემასსაქართველო და მსოფლიოსმომდევნო ნომერში განვავრცობთ.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here