Home რუბრიკები პოლიტიკა ხუთი თვე, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო

ხუთი თვე, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო

761

უცხოეთის პრესას თვალს თუ გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ აშკარად ჩანს ანაბეჭდი შიშისა, რომელიც გაოცებასთან არის შერწყმული: ნუთუ დაბრუნდნენ რუსები?

აშშ პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა ამას წინათ თავდაჯერებით აცხადებდა, რომ რუსეთი მეორეხარისხოვანი რეგიონული სახელმწიფოა, რომელსაც არ შესწევს უნარი, გავლენა იქონიოს მსოფლიო პოლიტიკაზე. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს _ ყველაზე დემოკრატიულ და პროგრულ ქვეყანას, “განსაკუთრებულ ერსეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც კი პლანეტაზე ხდება, ამიტომაც უფლება აქვს, გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედი და მომავალი.

მაგრამ სირიაში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ყველასთვის აშკარა შეიქნა, რომ რუსეთმა შეძლო მსოფლიო მოწყობის ერთპოლუსიანი სისტემის დარღვევა, რომელიც ყველა ქვეყანას თავს მოახვიამსოფლიო ჰეგემონმასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ხუთი თვის მუშაობის შემდეგ ყველა მოსაზრება რუსეთის, როგორც “რეგიონული სახელმწიფოს”, შესახებ, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, უკვალოდ გაქრა.

სირიაში რუსეთმა ყველას დაანახვა, რომ არ შეიძლება არც ერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში აშშ სჩადიოდა. ქვეყანასდემოკრატიის უქონლობასრომ დააბრალებდა, აშშ აყალიბებდა და აფინანსებდა მეამბოხეთა შეიარაღებულ რაზმებს, აცხადებდა, რომ ეს ბანდები არის რეჟიმის ჭეშმარიტი და ერთადერთი ოპოზიციური ძალა. ამ მიმართულებით განხორციელებული მასირებული საინფორმაციო შეტევის შემდეგ ამერიკის შეიარაღებული ძალები ირაზმებოდასისხლიანი დიქტატორის წინააღმდეგ მებრძოლი თავისუფლებისმოყვარე ხალხის დასახმარებლად” _ ბომბავდა უბედურ ქვეყანას, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა მისი (ამ ქვეყნის) ჭეშმარიტთავისუფლებასა და დემოკრატიასთანზიარება. მაგალითები _ იუგოსლავია, ერაყი, ლიბია.

ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მეთაურს უნდა სცოდნოდა, რომ ვაშინგტონის ნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო მას ტირანად გამოაცხადებდნენ და მის ქვეყანაში აუცილებლად იფეთქებდა მორიგი “ფერადი” რევოლუცია, ხოლო “დაუნდობელი ტირანი” სადამ ჰუსეინის, მილოშევიჩის ან კადაფის ბედს გაიზიარებდა.

აშშ-ის სამხედრო ძლიერება, თანამედროვე შეიარაღებაში მისი უპირატესობა ისე დამთრგუნველი ჩანდა, ისე ყველაფრის შემძლე, რომ შეძრწუნებული მსოფლიო მუხლებზე უნდა დაცემულიყო და აღმოხდენოდა: “ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?” (გამოცხადება იოანესი, 13,4).

ვაშინგტონში გადაწყვიტეს, ასადისთვის ბოლო მოეღოთ “ზომიერი ოპოზიციის”, “ისლამური სახელმწიფოსა” და “ჯებჰათ-ან-ნუსრას”, რომელიც “ალ ქაიდას” ფილიალია, შეიარაღებული რაზმების მეშვეობით.

ყველაფერი კარგად იყო გათვლილი და ორგანიზებული _ შექმნეს და შეაიარაღესთავისუფალი სირიისარმია, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები, რომლებიც მოულოდნელად გაათავისუფლეს, სათავეში ჩაუდგნენისლამურ სახელმწიფოს”. სპარსეთის ყურის მონარქებმა უზრუნველყვეს ფინანსური მხარდაჭერა დაქირავებული მებრძოლების მოხალისე ისლამისტების, უწყვეტი შემოდინება და გაერთიანება ფსევდოისლამური სახალიფოს დროშის ქვეშ. სირიის განადგურებაში სიამოვნებით ჩაება თურქეთი, რომელმაც ისლამისტების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან ნაქურდალი ნავთობის თავისთან შეტანის საქმე მშვენივრად ააწყო.

აშშ თითქოს ებრძოდა “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს და თითქოს მხოლოდ დემოკრატიულ ოპოზიციას ეხმარებოდა “სისხლიანი დიქტატორის” წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამერიკელები ამას ისე ორიგინალურად აკეთებდნენ, რომ შეიარაღება და საბრძოლო მასალები “ისლამური სახელმწიფოს” საკუთრება ხდებოდა სრულად. ტერორისტებს ამარაგებდნენ თურქეთი და საუდის არაბეთი _ არც ცოცხალი ძალა აკლდა, არც შეიარაღება. სირიის სამთავრობო არმია კი სისხლისგან იცლებოდა.

ამავე პერიოდში აშშ აყალიბებს კოალიციას 60 ქვეყნის შემადგენლობით “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად. და ეს უძლეველი კოალიცია ისეთი “წარმატებით ებრძოდა” ტერორისტებს, რომ ისლამისტებმა ხელთ იგდეს სირიის ნავთობით მდიდარი თითქმის ყველა რეგიონი.

2015 წლის ზაფხულში დამასკოს დაცემამდე რამდენიმე კვირაღა იყო დარჩენილი.

ამ ფონზე იკვეთებოდა შემზარავი პერსპექტივა. შემთხვევითი არ იყო, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დამასკოსა და ჰომსის რაიონებში, რომლებიც ისლამისტებს ხელში ჰქონდათ ჩაგდებული, ტერორისტები ასეთ წარწერებს ტოვებდნენ: “დღეს _ დამასკო, ხვალ _ მოსკოვი”.

ვაჰაბიტები უმიზნებდნენ კავკასიას, ცენტრალურ აზიას.

ასეც მოხდებოდა, კრემლში რომ არ გადაეწყვიტათ, რაც შეიძლება მეტი ტერორისტი დაეხოცათ დამასკოს, ალეპოს, ჰომსისა და პალმირას მისადგომებთან და არ დალოდებოდნენ მათ მობრძანებას რუსეთში. გაეროს საიუბილეო სესიაზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, გაერთიანებული ძალებით შეეტია საერთაშორისო ტერორიზმისთვის. “გესმით კი, რა ჩაიდინეთ?” _ ამ რიტორიკული შეკითხვით მიმართა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა დასავლეთის სამყაროს ლიდერებს. მაგრამ ისე ჩანს, ბრიუსელში ტერორისტული შეტევების შემდეგაც კი ევროპელ პოლიტიკოსებს არ სურთ, აღიარონ, რომ საშინელი უბედურება დაატეხეს თავიანთ ხალხებს, ასეთი მორჩილებით რომ აღასრულეს ნება ვაშინგტონისა.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სირიის ცაში გულმოდგინე საბრძოლო მუშაობის ხუთმა თვემ, რუსეთისვე სამხედრო სპეციალისტებისა და მრჩეველების შედეგიანმა საქმიანობამ სირიის სამთავრობო ჯარების ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად ნაყოფი გამოიღო და გარდატეხა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომით ჩამოყალიბებული სიტუაცია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში და, რაც ნიშანდობლივია, მსოფლიო პოლიტიკაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვლილი საუკუნის მეოთხედშიმსოფლიო ჰეგემონიპირველად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ მსოფლიოში არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს მის ძალმომრეობას.

დასავლეთის მედიასაშუალებების პუბლიკაციები და ნატოს უფროსი ოფიცრების გამონათქვამები მოწმობს, რომ რუსეთის არმიის ახალმა შესაძლებლობებმა ისინი სერიოზულად შეაშფოთა. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბაზა ჰმეიმიმში განლაგდა, გაირკვა, რომ რუსეთს შესწევს ძალა, შექმნას ნატოს თვითმფრინავებისა და ხომალდებისთვის მიუწვდომელი ზონები.

“რუსეთის ჩარევამ სირიის კონფლიქტში მკვეთრად შეცვალა კრემლის იმიჯი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. რუსმა სამხედროებმა გვაჩვენეს, მათ შესწევთ უნარი, განახორციელონ სამხედრო ოპერაციები თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც, მოსკოვს ხელეწიფება შეცვალოს სიტუაცია სირიაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სურს ვაშინგტონს, ბრიუსელს, ელ-რიადს თუ ანკარას”, _ წერს “ნეიშენელ ინტერესტსი”.

რუსეთმა შეძლო სირიაში დროებითი ზავის დამყარება და მოლაპარაკების მაგიდასთან სირიის მთავრობისა და ასადის წინააღმდეგ განწყობილი ოპოზიციის ყველა შერაცხადი ლიდერის დასმა. საინტერესოა, რომ დამასკოსთან დაზავებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რუსი ოფიცრების თანდასწრებით აწერენ ხელს.

“ეკონომისტის” აზრით, “მოლოდინის საწინააღმდეგოდ პუტინს გამბიტი გამოუვიდა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ შეუცვლელია ახლო აღმოსავლეთში”.

“ბი-ბი-სი” კატეგორიულად აცხადებს: “პუტინმა დასავლეთს რეალური პოლიტიკის გაკვეთილი ჩაუტარა, როცა იქ (სირიაში) ზუსტად იმდენი ძალა გააგზავნა, რამდენიც საჭირო იყო”.

რუსეთის საერთაშორისო გავლენის გაძლიერებას ადასტურებს მოსკოვში გახშირებული ვიზიტები სპარსეთის ყურის მონარქიების, არაბული ქვეყნების სხვა ლიდერებისა. ახლახან, თითქმის ერთდროულად მოსკოვში ჩავიდნენ ისრაელის პრეზიდენტი და მაროკოს მეფე.

ძალთა განლაგება ახლო აღმოსავლეთში სერიოზულად შეიცვალა. რუსეთმა, ფაქტობრივად, გამორიცხა ანკარის მონაწილეობა სირიის მომავლის განსაზღვრაში. ამასთანავე, თავშეკავებამ, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა და არ წამოეგო თურქეთთან ომის დაწყების პროვოკაციას, რომლის იმედიც, როგორც ჩანს, ბევრს ჰქონდა, განამტკიცა მისი ავტორიტეტი.

ერდოღანს ქურთებთან ურთიერთობაც აერია, საზრუნავი მოემატა. ისე რომ, ანკარაში შეიძლება დაემშვიდობონ “ოსმანთა ახალი იმპერიის” აღორძინების ოცნებას, თურქეთის პრეზიდენტის მისწრაფებას თავისი გავლენა განავრცოს სარაევოდან და კაიროდან დაწყებული ამიერკავკასიამდე და ცენტრალურ აზიამდე.

შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

სირიის განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაბმული რუსეთის ესკადრილიის ძირითადი ნაწილი შინ რომ დაბრუნდა, დასავლელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები აშკარად დაიბნენ, არ იცოდნენ, როგორ შეეფასებინათ რუსების ეს მოულოდნელი ნაბიჯი, მაგრამ არცთუ დიდი დაყოვნების შემდეგ მიიღეს მითითება, როგორ უნდა ერეაგირათ. პირველი ვარნიანტი ასეთი იყო: “რუსეთის ბლიცკრიგი ჩავარდა”, მეორე _ “რუსებს არც არაფერი გაუყვანიათ და არც არსად წასულან”. დასასრულ, რუსი ლიბერალების აქამდე ხმაგაკმენდილი გუნდის მოძახილის ფონზე დაასკვნეს: “რუსეთის შეიარაღებული ძალა დროზე გაეცალა იქაურობას და ასე გადაურჩა უეჭველ განადგურებას”.

რა მოხდა სინამდვილეში?

პირველი და მთავარი: სერიოზული ექსპერტები და არა გაექსპერტებულ ხელმოცარულთა ნასყიდი გუნდის წევრები, გარეული თუ შინაური, უმაღლეს შეფასებას აძლევენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ სირიაში განხორციელებულ ოპერაციას. თავდაპირველ პროგნოზებში ეჭვი გამოსჭვივოდა ფრთხილი: გაუძლებენ კი რუსები არნახულად ინტენსიურ სამხედრო სამუშაოს?

ეჭვი _ ეჭვად, საბრძოლო გაფრენების რაოდენობა კი მატულობდა, _ 9 ათასს გადააჭარბა და არც ერთი (არც ერთი!) შემთხვევა ტექნიკის გაუმართაობის ან მფრინავების მიერ დაშვებული შეცდომისა არ აღრიცხულა.

პილოტების უმაღლესი პროფესიონალიზმის შერწყმა უახლესი სამხედრო თვითმფრინავების დახვეწილობასა და საიმედოობასთან.

ბოლოს და ბოლოს, გამოსტაცეს ტერორისტებს პალმირა, ქალაქი, უდაბნოს გახუნებულ სიყვითლეში ამოხეთქილი განძი უძველესი კულტურის, რომლის ნამუსრევ “სვეტთა შეკონებას” (გალაკტიონი) სოლეიმან (სულეიმან) ბრწყინვალის გაშმაგებული ცხენის ტორებით დაღდასმულ აია-სოფიას ტაძრის თეთრ სვეტს, ატყვია “ისლამური სახელმწიფოს” ფანატიკოსების მიერ ნანგრევებად ქცეული ძეგლების იავარქმნილი რეალობა.

გაიხსენეთ: “…საუკუნეების წინად სოლეიმან ბრწყინვალემ ქაფიანი ცხენი შეაგდო კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძარში. გაშმაგებული ცხენი ატორტმანდა წმინდა ტაძრის ლებიათანის მუცელში და აყირავებული ტორებით მიაწყდა მაგარ სვეტებს. მოსხლტა უკან რისხვადალეული ცხენი _ და თეთრ სვეტზე ცეცხლის ნატერფალიდან სისხლის რუჰ გადმოეშვა. ამბობს ასე გადმოცემა. ამ სვეტს ახლაც ამჩნევია სისხლის დაღი თითქო ნალმოხსნილი” (გრიგოლ რობაქიძე, “გველის პერანგი”).

რუსები წავიდნენ. რუსეთის ორი ავიაბაზა დარჩა სირიაში.

რუსები დაბრუნდნენ პალმირას გასაწმენდად ათასობით ასაფეთქებელი ხაფანგისგან, რომლებითაც ეს უძველესი ქალაქი დანაღმეს ჯიჰადისტებმა.

და აღსადგენად.

არმაზ სანებლიძე,

ვიქტორ საულკინის პუბლიკაციის მიხედვით

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here