Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს სამხედრო ხარჯები 37%-ით შემცირდა

საქართველოს სამხედრო ხარჯები 37%-ით შემცირდა

494

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყანამ თავის შეიარაღებულ ძალებზე 1,7 ტრილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რაც 2014 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. 2015 წელს სამხედრო ხარჯებმა მსოფლიო მშპ 2,3% შეადგინა

სამხედრო ხარჯების მიხედვით, სიაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 595 მილიარდი აშშ დოლარია; მეორე ადგილზეა ჩინეთი 215 მილიარდი დოლარით; მესამეზე _ საუდის არაბეთი 87 მილიარდი დოლარით; მეოთხეზე კი _ რუსეთი  66 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველოს სამხედრო ხარჯებმა 327 მილიონი დოლარი შეადგინა და 2006 წლის შემდეგ ეს თანხა 37%-ით შემცირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here