Home რუბრიკები პოლიტიკა “რესპუბლიკური ოცნების” დასასრული და პოლიტიკური ჯღიბები*

“რესპუბლიკური ოცნების” დასასრული და პოლიტიკური ჯღიბები*

697

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადუღებულ ქართულ მედიასა და პოლიტელიტას ისე წამოეწია რესპუბლიკელების მორიგი ფინტი, რომ ეს ორი თემა უმალ ჩაიწნა ერთმანეთში. თანაც დღეს სრულდება იმ ულტიმატუმის ვადა, რომლითაც ფარული კადრების გავრცელებით დაემუქრნენ მათ, ვინც არ გადადგება თანამდებობიდან. ანონსში ხსენებულ გვარებში თინა ხიდაშელიც ფიგურირებდა.

კაჭრეთში, აი, იქ, სადაც, როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილი ციხიდან მწვადის საჭმელად დაჰყავთ, რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტი შეიკრიბა. ისე, პარადოქსი არ არის? ამ პარტიაში ეროვნული არაფერია და რაღა მთავარ პარტიულ ორგანოს დაარქვეს “ეროვნული კომიტეტი”? მოკლედ, შეიკრიბნენ და არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე შეთანხმდნენ, ოღონდ ჯერ არ გვიმხელენ, მაინც რა ფორმატზე შეაჩერეს არჩევანი. მერე გეტყვითო! აბა, თუ გამოიცნობთ, ეს რამდენიმე დღე რაში სჭირდებათ? სწორიაივანიშვილთან სავაჭროდ! რაიმე გარანტიებს თუ დასტყუებენ, გამოვლენ და იტყვიან _ კოალიციასთან ერთად ვიყრით კენჭსო, თუ არადა _ ცალკე გავდივართო!

პარლამენტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ დინჯად გვაუწყა, კოალიციიდან გასვლას არ ვფიქრობთო. დანარჩენებმა მხარი აუბეს _ ძალით თუ არ გაგვაგდებენ, სკამებიდან არ წამოვდგებითო!

თინა ხიდაშელმა ნერვიული სიცილით გვამცნო: “ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი რესპუბლიკელი მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას”.

იქვე კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ “გაუგებარი ადამიანები”, მას კი არა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ებრძვიან (პიროვნების გაორებას ჰგავს ეს სიტყვები): “ბრმა უნდა იყო, ვერ ხედავდე, რომ მასიურად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე. პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე. შეტევა დაწყებულია გაუგებარი პოლიტიკური წარმოშობის ადამიანებისგან (არც მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება), დამთავრებული ამხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებით”.

ერთი სიტყვით, მე ნუ მებრძვით, თორემ პრორუსის იარლიყი გარანტირებული გაქვთო. და კიდევ, თუ მაინც მოგვიწია კოალიციიდან წასვლა, “იმხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებისდა თქვენი ბრალი იქნებაო! პირველად რომ ხდებოდეს, ამ წინასწარ შემუშავებულ დაზღვევებს კიდევ დაიჯერებდა ვინმე, მაგრამ ვინც რესპებს იცნობს, ისედაც გაოცებულია, რომ ამდენ ხანს შეინარჩუნეს თავი მმართველ უმრავლესობაში. დამოუკიდებლად ბარიერის ვერგადამლახავი ეს პარტია მუდმივად ასე იქცეოდა _ მორიელივით მოაჯდებოდა კისერზე პარლამენტში მის შემყვან ძალას და ფონს გასული მერე გესლავდა.

ასე იყო სააკაშვილის შემთხვევაში (პირდაპირ შეგეცოდება მიშა რესპების ხელში!), როცა ჯერ ერთად დააფუძნეს “ნაციონალური მოძრაობა”, შემდეგ კი უგანეს და კრიჭაში ჩაუდგნენ. ასე იყო შევარდნაძის შემთხვევაში, რომელმაც 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაუნანებლად შეუშვა პარლამენტში ყველა პარტია (მაშინ რესპები არჩევნების გაყალბებას ჯიუტად არ იმჩნევდნენ). და, რაც მთავარია, ასე იყო ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში, რომლის დამხობაში იდეოლოგიური ავანგარდის როლი სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ იკისრა!

ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი ცოტნე გამსახურდიას გამოხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე: გაგვაოცა, რაღა! კომედიაა რა, ქართული პოლიტიკა! ესვეჩნი პიონერირომ სერიოზული სახით მსჯელობს: “არა, რესპუბლიკელები არ ფიქრობენ კოალიციიდან გასვლაზე!” ვააჰ, ნუთუ მართლაა? და რომ გავიდნენ, კრამიტები არ დაამტვრიონ! ოღონდ ბარიერი გადალახონ და მაგიდის ქვეშ არ შეძვრება, რომ…”

შეძვრება კი არა, უკვე შემძვრალია და, ეს სამი წელიწადია, კბილებით აკავებს “გვერდზე გახტომაში” დახელოვნებულ ძმებ ბერძენიშვილებს. ერთ-ერთმა ძმამ (ლევანმა) დღეს დაადასტურა, რომ არსადაც არ მიდიან (თანამდებობებიდან): რესპუბლიკური პარტიის არც ერთი წევრი არც ერთ თანამდებობას არ ტოვებს, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით _ ყველა თავის ადგილზე რჩება”.

ინტელექტუალური დონისპოლიტიკოსი იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ როყიო განცხადებებით კიდევ უფრო ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, რომელთათვისაც რესპუბლიკური პარტია მიუღებელია. იქვე ლევან ბერძენიშვილმა იმ ინტრიგაზეც ილაპარაკა, თუ რატომ არ აქვეყნებენ რესპები თავიანთ გადაწყვეტილებას:

“რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ის, თუ რატომ არ ვამბობთ დღეს და რატომ ვიტყვით რამდენიმე დღეში, ითქმება მაშინ, როცა ითქმება ინფორმაცია. არაფერია საიდუმლო _ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოვაცხადოთ აღნიშნული გადაწყვეტილება”.

ამ მობეზრებულ და მრავალჯერ ნანახ სპექტაკლს ჩვეული ენაკვიმატობით გამოეხმაურა “ოცნების” დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი: “მარცხი ელანძეაო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ კარგად იცის რესპუბლიკური პარტია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტელექტუალური დონე პოლიტიკაში ძალიან მაღალია და ძალიან დიდი ხანია, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, საზოგადოების დიდი ნაწილს მაინცდამაინც არ უნდა, რომ ისინი იყვნენ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების არენაზე. მე მათ ვურჩევ დარჩენას”.

ანუ ჭკუასელმა მიანიშნა, რომ, თუ კოალიციაში არ დარჩებიან, “საზოგადოების დიდი ნაწილიმათ არჩევნებზე უარს ეტყვის, მიუხედავად იმისა, რომინტელექტუალურ დონეზედიდი პრეტენზია აქვთ.

მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ კი სოციალურ ქსელში კულისებში შეგვახედა და თანამდებობაზე დარჩენისთვის უკადრებელის კადრება აღწერა: ვინმე კეთილისმსურველი არ ჰყავს თავდაცვის მინისტრს? უთხრას მაინც, რომ ხვეწნა და თავმოყვარეობის ბოლომდე დაკარგვა მინისტრობის გამო სამარცხვინო საქციელია. თავდაცვის მინისტრი რომ იტირებს და ისტერიკაში ჩავარდება, არ გადამაყენოთო, ანომალიური და სირცხვილი არაა?!

მტირალა თავდაცვის მინისტრი _ ასეთი რამ მსოფლიოს არ უნახავს! რესპებზე მეფე გიორგის ეს სიტყვები მახსენდება: “ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იცოდე, გირშელ”! ძალიან ბევრი იწვალეს ხიდაშელმა და “ინაურის ბიჭებმა”, მაგრამ კოალიციიდან მაინც გააგდეს. მახსენდება თავდაცვის მინისტრის უთავმოყვარეობა, თუ როგორ იყო სკამს ჩაბღაუჭებული. რა ლიბერალური იდეოლოგია, რის დასავლური ღირებულებები?! სკამი, ფული, დიდი კაბინეტი, შავი ჯიპები, დაცვა და .. _ ესაა რესპებისთვის ერთადერთი ღირებულება! Aდიოს, პოლიტიკურ სანაგვისკენ მიმავალ გზაზე”!

მტირალა თავდაცვის მინისტრი კი არა, სულ ახლახან ატირებული ევროკომისარი მოგერინიც ვნახეთ, მაგრამ ის ბრიუსელის ტერაქტმა აატირა და არა სკამის დაკარგვის შიშმა.

ამ მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე გახმიანებულმა ამბავმა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან ხიდაშელისა და რესპების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა საკუთარ პარტიას, ახლა იჩინა თავი და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა დროულად დაუჭირა მხარი თანამოაზრეთა ჯგუფს: “დღეს “ქართული ოცნების” რეპუტაცია არის შელახული. მოლოდინი თავად ამ პარტიაში არის, რომ შეიძლება წააგონ არჩევნები, დანარჩენებსაც აქვთ ეს მოლოდინი და, რასაკვირველია, პარტიიდან ყველა გარბის. არსებობს ასევე მოლოდინი, რომ თვით ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ ის. მე ამასაც ველოდები. სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია და პარტია”.

მოკლედ, რესპები იმიტომ გადიან, რომ არჩევნების მომგები არ ხართ და სხვებსაც თუ გააგდებთ, ჩვენ ვიტყვით, რომ თვითონ გავიდნენო!

რა ქნას, კიდევ როგორ დაუჭიროს მხარი რესპებს?!

ამასობაში რესპუბლიკელებთან დაპირისპირებაში უკვე გამობრძმედილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული თავისუფალი სიტყვის ბაირახტარს _ ნაპროკურორალ და აწ ბლანჟეიან ნიკა გვარამიას ის დაარქვა, რასაც ბევრი გულში ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობდა: “ეს მანდაუშკაპრესტიჟულისაკნისპარაშასთანრომ არ ზის, მისი ფილმების მთავარ გმირ ყავარჯნიანთან, იმიტომგაბლატავდა”.

მეჭიაურის ამ სიტყვებს თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე გამოეხმაურა: “სულისკვეთებას ვეთანხმები, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ავტორს გამოეყენებინა ქართული სიტყვები, რომლებიც არანაკლებ გამომხატველია. მაგალითად, მანდაუშკას მაგივრად უნდა ეხმარა სიტყვა ჯღიბა. ეს ხელს შეუწყობდა ამ შესანიშნავი სიტყვის პოპულარიზაციას ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც ის ბევრს ზუსტად შეესაბამება. რაც შეეხება პარაშას, აი, აქ სულხან-საბაც კი უძლურია. “ქოთანი” აშკარად ვერ ასახავს კონტექსტს”.

რამდენ რამეს ისწავლის ადამიანი ჩვენი პოლიტიკოსებისგან! არადა, რა ზუსტად არის მორგებული ეს სიტყვა არა მხოლოდ ბლანჟეიან გვარამიაზე, არამედ მთელ რესპუბლიკურ პარტიაზე! ტილის, თუნდაც გენიტალიის ტილის, ყველაზე უებარი წამალი თმის გაპარსვაა, მათ შორის, უხერხულ ადგილებში და, რაც უფრო მალე გააკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო დროულად მოხდება ამ პოლიტიკური ჯღიბების მოცილება!

თამარ დავითულიანი

 

* ჯღიბა _ პარაზიტული ტკიპა, ბოქვენის მკბენარი


1 COMMENT

  1. ქერის ორმოშია ჩავარდნილი თინ-თინი,(სამინისტროს ბიუჯეტა-650-მდე მლნ. ლარი),და მაგას მოაცილებინებ პირს? თუ აადღლიზავ, თორემ ისე ვერ გააშვებინებ! ვერ ხედავთ რა ღაბაბები დაიყენეს ცოლქმარმა?

  2. ჯერ ალასანიამ შეჭამა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და კაი ფულიც გაიტანა მაქედან რასაც ეხლა თავის პარტიას და წინასაარჩევნო აქტივობა ახმარს:)) ეხლა ეს მეპირე თინა ხიდაშელია მომჯდარი თ.დაცვის ბიუჯეტს და მაგის მაქედან მოცილება რთულია თუ პანჩურებით არ გააგდეს!

  3. დღეს თუ რეალობა ასეთია რესპუბლიკური პარტია თუ ცალკე გასულია და ცალკე გადის არცჩვნებში მათ უნდა დატოვონ თანამდებობები, რადგან თინა ხიდაშელის ყოფნა თანამდებოიბაზე საზიანონა ქართული ოცნების ავტორიტეტთან რადგან მან ჩემი შეხედულებით შუალედურ არჩევნებში გამოიყენა ჯარის ხმები სადაც მან მიიღო ხმების 100% რითაც მან მოხსნა სტალისნის საარჩევნო რეკორდი 0,01 % თინა სიცხვილია ასეთი მოქმედება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here