Home რუბრიკები პოლიტიკა წილი ნაყარია!

წილი ნაყარია!

4001

ALEA IACTA EST _ “წილი ნაყარია”, _ წარმოთქვა იულიუს კეისარმა მდინარე რუბიკონის გადალახვის წინ ძვ.. 49 წლის 10 იანვარს და გადალახა კიდეც. მას შემდეგრუბიკონის გადალახვაპოპულარული იდიომაა, რომელსაც იყენებენ მავანის მიერ ისეთი ზღვრის გადაჭრის აღსანიშნავად, რომლის შემდეგაც უკან მობრუნება შეუძლებელია.

მას შემდეგ არა ერთ მავანს გადაულახავს თავისი რუბიკონი, თუმცა წერილის თემიდან გამომდინარე, მკითხველის ყურადღება რუსეთისკენ გვინდა მივაპყროთ და ორი ისტორიული ფაქტი გავიხსენოთ:

ნაპოლეონ ბონაპარტემაც გააგორა კამათელი,_ წილი ნაყარიაო, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველთან დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება დაარღვია და 1812 წლის 24 ივნისს, დილის 6 საათზე, უზურპატორის 500-ათასიანმა არმიამ რუსეთის რუბიკონი, მდინარე ნემანი გადალახა და რუსეთის იმპერიის კუთვნილ ტერიტორიაზე შეიჭრა. იგივე გააკეთა ადოლფ ჰიტლერმაც, როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია და 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ფაშისტების არმიამ საბჭოთა რუსეთის რუბიკონი, მდინარე ბუგი გადალახა და სტალინის საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრა.

ნაპოლეონი იულიუს კეისარს უტოლებდა თავს, ხოლო ჰიტლერი _ ნაპოლეონს. ორივემ ერთად კი როგორც დაამთავრეს რუსეთის რუბიკონების გადალახვა, ცნობილია. “კამათლის მღერასთუ ავყვებით და ხატოვნად ვიტყვით, ორივემ დუშაშით დაიწყო რუსეთთან ომი და ორივემ დუიაქეთი დაამთავრა, ერთმა _ პარიზში და მეორემ _ ბერლინში.

2015 წლის 29 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან საიუბილეო 70 წლისთავის საზეიმო სესიაზე, ამჯერად “მოსკოვის კეისრის” _ ვლადიმერ პუტინის მიერ “დემოკრატიული დასავლეთის” (წაიკითხე _ აშშ) მიმართ ნასროლი მკვახე ფრაზა _ “თუ გესმით მაინც, რა ჩაიდინეთ?” _ შინაარსობრივად “წილი ნაყარიას” და “რუბიკონის გადალახვას” ნიშნავდა. რუსეთის პრეზიდენტი არც კი დალოდებია გაეროს საიუბილეო სესიის დასრულებას, ტრიბუნიდან პირდაპირ საკუთარ თვითმფრინავს მიაშურა და რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა მეორე დღესვე, 30 სექტემბერს, დაიწყეს სირიის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების პოზიციების დაბომბვა.

რუსეთის პრეზიდენტს თამამად შეუძლია, გაიმეოროს იულიუს კეისრის კიდევ ერთი ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც მან პონტოს სამეფოს სამუდამოდ განადგურების შემდეგ თქვა: VENI, VIDI, VICI _ “მიველ, ვნახე, გავიმარჯვე”.…

მართლაც, რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედების შედეგები ისე თვალსაჩინოა, რომ მხოლოდ ბრიყვებს ან მაია ორჯონიკიძის მსგავს ანგაჟირებულ არსებებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ რუსეთმა სირიაში მარცხი განიცადა და ამიტომ შეიქნა იძულებული, თავისი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა დაეწყო სირიიდან(?!).

არადა, ის, რაც 4 წლის განმავლობაში ვერ თუ არ გააკეთა აშშის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა 60-სუბიექტიანმა სამხედრო კოალიციამ, 5 თვეში გააკეთა ერთმა რუსეთმა.

თავად ვანსაჯეთ:

1. ბაშარ ასადი, რომლის ხსენებაზეც ცოტა ხნის წინათ ბარაკ ობამას გველის კაჭრობა ემართებოდა, ხელისუფლებაში დარჩა და მომავალში მის ბედს, აშშ კი არა (როგორც თავის დროზე აშშმა გადაწყვიტა კადაფის, სადამ ჰუსეინის, ბენ ალისა თუ ჰოსნი მუბარაქის ბედი), სირიელი ხალხი გადაწყვეტს;

2. რუსეთის დახმარებით ასადის არმია ისე მომძლავრდა, რომისლამური სახელმწიფოსმიერ ოკუპირებული 400-მდე სოფელქალაქი გაათავისუფლა 10 000 კვ. კმ ტერიტორიაზე;

3. რუსეთმა რეალურ საომარ მოქმედებებში გამოსცადა უახლესი სამხედრო ტექნიკა და კასპიის ზღვის აკვატორიიდან თუ ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა ნავებიდან ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებული უზუსტესი დარტყმებით მსოფლიოს დაანახვა, რა შეუძლია რუსულ იარაღს, რომლითაც სამუდამოდ დამარხა მითი რუსული ჟანგიანი ტანკების შესახებ;

4. გაანადგურაისლამური სახელმწიფოსინფრასტრუქტურისა და სანავთობო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი; შედეგად ტერორისტების ფინანსური შემოსავლები განახევრდა;

5. შეინარჩუნა საჰაერო და საზღვაო ბაზები, რომლებიდანაც გრძელდებაისლამური სახელმწიფოსპოზიციების დაბომბვა, ოღონდ ნაკლები ინტენსივობით: თუ ადრე დღეში 60-80 ავიაგაფრენას ახორციელებდნენ, ახლა დროებით 20-30-მდე შემცირდა, რაც სრულიად საკმარისია ბაშარ ასადის არმიისთვის;

6. დაიმეგობრა ქურთები, 40-მილიონიანი ერი, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ აქვთ და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ უსამართლობას რუსეთის დახმარებით ბოლო მოეღება;

7. “დედა უტირათურქეთს, რომლის ოცნებასაცისლამურ სახელმწიფოშიტახტი თურქეთის პრეზიდენტს დაეკავებინა, ბოლო მოუღო, უფრო მეტიც _ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ, თუ თურქეთი ერთი ადგილის თამაშს არ მოიშლის, ნიკოლოზ მეორეს მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებულ საქმეს _ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლებისთვის დაბრუნებას, ბოლომდე მიიყვანს;

ვფიქრობ, რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური წარმატებების ეს არასრული ჩამონათვალი საკმარისზე მეტი არგუმენტია საიმისოდ, რომ ვლადიმერ პუტინმა თამამად გაიმეოროს იულიუს კეისრის მიერ 2 ათასი წლის წინათ ნათქვამი:

VENI, VIDI, VICI – “მიველ, ვნახე, გავიმარჯვე!”.…

ეგეც არ იყოს, სამშობლოში დაბრუნებულ რუს მფრინავებთან საზეიმო შეხვედრაზე, რომელიც კრემლის გიორგიევსკის დარბაზში გაიმართა, დარბაზში, რომელშიც რუსული არმიის დიდების ამსახველი სურათებია გამოფენილი, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად ლატაკიის ბაზაზე ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, .. ეს-400-ები დატოვეს, რომლებითაც ნებისმიერ (და სიტყვანებისმიერიორჯერ ხაზგასმით გაიმეორა) საფრენ ობიექტს გაანადგურებენ, რომლებსაც იქ დარჩენილი სამხედრო კონტინგენტი საფრთხის შემცველად ჩათვლის.

იქვე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში აღადგენს სტატუს კვოს და დამატებით ძალებსაც შეიყვანს სირიაში.

რუსეთმა ავიაკოსმოსური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის დროულად გამოყვანით დამსახურებულად ჩაიწერა დამატებითი ქულები მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, მაშინ, როცა ზოგიერთი ოდიოზური ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა პოლიტიკური სიტუაცია აურია სირიაში და ამიტომ უნდა გამოვიდეს იქიდან.

თუ ამ არევაში ბაშარ ასადის შენარჩუნება იგულისხმება, ასადის, რომელსაც, რომ არა რუსეთი, კადაფის ბედი გარანტირებული ჰქონდა, კი ბატონო. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ასადი დიქტატორია (ამაზე ქვემოთ) და უნდა წასულიყო, მაგრამ რუსეთის სამხედრო წარმატებებს ხომ ვერავინ უარყოფს?!

რამდენიმე წლის წინათ ევროპაში ვიზიტისას ლიბერასტი ჟურნალისტების კითხვებით _ რატომ უშლით ხელს გეიპარადების ჩატარებას და ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს რატომ ეწინააღმდეგეებით, ეს სადაური დემოკრატიააო, “შაღონებულმა” პუტინმა უპასუხა, ჩვენ სუვერენული დემოკრატია გვაქვს, მე ახლა ციმბირში რომ ჩავიდე და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე დავიწყო საუბარი, ხალხი იარაღს აიღებს ხელში და ასე დაიცავს საკუთარ თვითმყოფადობასო!

უკეთესად ვერ იტყვი.

აქედან გამომდინარეა ბაშარ ასადისა თუ სხვა ისლამურ ლიდერთა დიქტატორობაც, რადგან არსებობს ორი ისლამი:

ერთი _ აგრესიული, რომელიც 21-ე საუკუნეში თავებს აჭრის ათასობით ქრისტიანს და არა მხოლოდ, ანგრევს ფასდაუდებელ ისტორიულ ძეგლებს, და მეორე _ .. სვეტსკი ისლამი დასვეტსკისახელმწიფოები, რომლებშიც ქალები ჩადრით არ დადიან. მაგალითად, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ჩეჩნეთი, დაღესტანი ან ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.

ასეთი სახელმწიფო იყო რამდენიმე წლის წინათ აყვავებული და დღეს მიწასთან გასწორებული ლიბია, აგრეთვე, ერაყი, სირია და ა.შ.

ამ “სვეტსკობის” გარანტი, დიქტატურა თუ არა, სულ ცოტა, ავტორიტარული მმართველობაა, სხვანაირად არაბული სამყარო ვერ იმართება!

ანუ, როგორც კი სუვერენული დემოკრატიის ნაცვლად, “ნამდვილიევროპული ტიპის დემოკრატიის თავს მოხვევას იწყებარაბული გაზაფხულებისმეშვეობით, მაშინვე ჩდებიან იქ ეგვიპტის მსგავსიძმები მუსლიმებითავიანთი შარიათის კანონებით!

დასასრულ _ ისევ რუსეთის შესახებ, ოღონდ საქართველოს მიმართ.

რა თქვა ისეთი კარასინმა, რომ პრემიერიდან დაწყებული და ჩვენიმდიდარი სექსისმქონე პრეზიდენტით დამთავრებული ლამის ნიფხვიდან ამოხტნენ ყველანი?

_ “ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, რომლის თარგმნასაც და საქართველოს ყველა “მეგობარი” ქვეყნისთვის დარიგებასაც აპირებს ამერიკის მარიონეტი ჩვენი ხელისუფლება!

კარასინის ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ რუსეთის ტანკები შემოგრიხინდებიან თბილისში. რად უნდათ რუსებს ახალი თავის ტკივილი, როდესაც 2008-ში წაიღეს საქართველოდან ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ?!

რუსეთის მეორე დიპლომატის განცხადება იმას ნიშნავდა, რომ, თუ ანტირუსულ ისტერიას, რუსოფობიას განვაგრძობთ, რუსეთი, უბრალოდ, “დაგვიკიდებს” _ თავშიც ქვა გიხლიათო!

აქედან გამომდინარე, უფრო ვინ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობით?

რიტორიკული კითხვაა.

დავით მხეიძე

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here