Home რუბრიკები საზოგადოება ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 126-ე ადგილზეა

ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 126-ე ადგილზეა

509

რამდენიმე დღის წინათ გაეროს დაკვეთით მომზადებული მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ინდექსის შესახებ 2016 წლის მოხსენება გამოქვეყნდა

ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ბედნიერების მაჩვენებლები 2005-2011 წლებთან შედარებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია შემცირებული. ინდექსის ძირითადი მაჩვენებლები ქვეყანაში საერთო ბედნიერების თანასწორ გადანაწილებას ემყარება. რაც უფრო თანაბრად არის ბედნიერების მაჩვენებლები ქვეყანაში გადანაწილებული, მით უფრო ბედნიერია ერი. თავის მხრივ, ბედნიერება იზომება ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე პარამეტრით: მშპ, კორუფციის დონე, სოციალური დახმარებები, ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთების თავისუფლება, საცხოვრებელი პირობები. ბედნიერების მაჩვენებლების მიხედვით, სიაში პირველ ადგილზეა დანია, მეორეზე _ შვეიცარია. შემდეგ ადგილებზე არიან ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი და კანადა. აშშ მე-13 ადგილზეა, რუსეთი _ 56-ზე, მას უსწრებს მოლდოვა _ 55-ე ადგილზე. აზერბაიჯანი  81-ეა, სომხეთი  _ 121-ე, უკრაინა – 123-ე, საქართველო  _ 126-ე. ბოლო 155-ე და 156-ე  ადგილებზე არიან, შესაბამისად, სირია და ბურუნდი.

2010-2012 წლებში საქართველო 134-ე ადგილზე იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here