Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

931

რა არ მოეწონა აშშის პოლიტიკურ ელიტას ჯონ კენედიში? იქნებ თავის ქვეყანაში განვითარებული სოციალიზმის შენებას აპირებდა?

არა, როგორც მორწმუნე კათოლიკე, კენედი ამერიკული ცხოვრების წესის მიმდევარი იყო და არასოდეს დაუპირებია სოციალიზმის აშენება.

იქნებ, კენედი, მიხაილ გორბაჩოვივით, ჩუმად, ლამაზი სიტყვებით შენიღბული, მსოფლიოში ჰყიდდა აშშ-ის გეოპოლიტიკურ პოზიციებს?

არა, სწორედ მისი მმართველობისას მოხდა ე.წ. კარიბის კრიზისი, რომლითაც კინაღამ დაიწყო აშშ-ისა და სსრკ-ს შორის სამხედრო კონფლიქტი. კენედი ძალიან მაგრად დადგა, აიძულა ხრუშჩოვი წასულიყო დათმობაზე და გაეყვანა რაკეტები კუბიდან. სხვათა შორის, ეს პრეზიდენტს მკვლელობამდე ერთი წლით ადრე მოხდა, ასე რომ, უძლური ან დათმობაზე წამსვლელი იგი ნამდვილად არ იყო.

იქნებ კარიბის კრიზისი აშშ-ის ამ პრეზიდენტის სწორი რეაგირების ერთადერთი გამოვლინება იყო და ყველა დანარჩენ შემთხვევაში იგი სხვანაირად იქცეოდა?

არა, სწორედ კენედის მმართველობის დროს შტატები აქტიურად ამყარებდა “დემოკრატიულ წესრიგს”. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ცდილობდა დაემყარებინა კუბაზე და ვიეტნამში…

1961 წლის 17 აპრილის ღამეს ცსს კუბაში შეჭრის ოპერაცია დაიწყო. კუბელი ემიგრანტების დანაყოფები, რომლებიც ცსს ბანაკებში მოამზადეს და .. “ბრიგადა 2506”-ში გააერთიანეს, კოჩინოსის ყურეში, პლაიალარგასა და პლაიაქირონთან გადასხეს. მათ ჰყავდათშერმანისტიპის დაახლოებით 10 ტანკი და 20 ჯავშანმანქანა. 1961 წლის 19 აპრილს ბრძოლებიკონტრასისსრული მარცხით დასრულდა. სათავო ტანკ -34-ში, რომელიც თავს დაესხა ამერიკულ ტანკებს, პირადად ფიდელ კასტრო იჯდა, რომელმაც სიყვარული და უზარმაზარი ავტორიტეტი კუბელთა შორის ცარიელ ადგილზე როდი მოიპოვა.

იქნებ, კენედი საკითხის ამგვარი გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო?

არა. შეჭრის გეგმას ჯონ კენედიმ ინაუგურაციისთანავე, 1961 წლის იანვარში მოაწერა ხელი. ამერიკელმა პრეზიდენტმა ფიდელისტებთან ტყვედ ჩავარდნილი კუბელი ემიგრანტები არ გაწირა. ტყვეები 62 მილიონ დოლარად გამოისყიდეს. პრეზიდენტი ებრძოდა თავისი ქვეყნის მტრებს, იცავდა მის ინტერესებს ბოლო შესაძლებლობის ამოწურვამდე. კუბაზე სამხედრო ჩარევის ჩავარდნის შემდეგ შეცვალეს არასასურველი რეჟიმის ჩამოშორების გზა ეკონომიკური და პოლიტიკური დივერსიებით. მომზადდა ოპერაცია “მანგუსტი”, რომელსაც კუბის ეკონომიკის პარალიზება უნდა გამოეწვია. თავისუფლების კუნძულის საკვანძო სექტორში _ შაქრის წარმოებაში დეზორგანიზაციის გამოსაწვევად მავნე ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. “მანგუსტში” ცსს-ს 400-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. მისი ფინალი კასტროს ჩამოგდება უნდა ყოფილიყო. ხდება კუბური რევოლუციის ბელადის მოკვლის ახალი მცდელობებიც.

კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანის სანაცვლოდ აშშმა გასცა გარანტიები, რომ კუბაზე შეჭრა აღარ განმეორდებოდა.

ამერიკული პოლიტიკური სამზარეულოს “პიკანტური” წვრილმანებით არა მხოლოდ პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო დაკავებული, არამედ მისი ძმაც. აშშ-ის იუსტიციის მინისტრო რობერტ კენედი პირადად აკონტროლებდა ოპერაცია “მანგუსტის” მსვლელობას. ანუ, ისიც იყო სპეცსამსახურების საქმიანობის დეტალებში გარკვეული და ცსს მას სრულიად ენდობოდა.

კენედის მმართველობის პერიოდში ამერიკელები არა მხოლოდ აიარაღებდნენ სამხრეთ ვიეტნამის ჯარს, არამედ ომში აქტიური მონაწილეობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს. 1961 წლის დეკემბერში ქვეყანაში გადასხეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველი ქვედანაყოფები _ ვერტმფრენთა ორი ათეული, რომლებსაც დავალებული ჰქონდა სახელისუფლებო ჯარის მობილურობის გაზრდა. მუდმივად იზრდებოდა სამოკავშირეო კორპუსი ქვეყანაში. ამერიკელი კონსულტანტები სახმრეთ ვიეტნამელი ჯარისკაცების მომზადებით იყვნენ დაკავებულები და მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში.

ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯონ კენედი ჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამერიკელი პრეზიდენტი იყო: თანმიმდევრულად იცავდა საკუთარი ქვეყნის ინეტერესებს, ებრძოდა მის მტრებს. და პოლიტიკურ ელიტას მისი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა. მაგრამროგორც ჩანს, პრეტენზიები, ძალიან სერიოზული პრეტენზიები _ ამერიკულ ხელისუფლებას თავისი პრეზიდენტის მიმართ მაინც ჰქონდა. მხოლოდ ხელისუფლებას შეეძლო ასე წაეყვანა გამოძიება მისი მკვლელობის საქმეზე.

მაშ, რატომ მოკლეს ჯონ კენედი და შემდეგ რობერტ კენედიც?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავად შეძლებთ, როდესაც მომდევნო თავს წაიკითხავთ.

 ახლა კი, ძვირფასო მკითხველო, დავბრუნდეთ უკან. ამ თავში ხომ საუბარი არა ერთ, არამედ ორ პრეზიდენტზე იქნება. და მათზე ჩვენ არა ქრონოლოგიური, არამედ ლოგიკური თანმიმდევრობით ვისაუბრებთ.

1918 წელი. ესესაა დასრულდა პირველი მსოფლიო ომი. მისი შედეგია უმსხვილესი მსოფლიო იმპერიების ლიკვიდაცია, რომლებიც ანგლოსაქსებთან მეტოქეობდნენ და ახალი, ქაღალდის დოლარის იმპერიის შექმნა. მაგრამ ჯერ კიდევ 1918 წელსმწვანედოლარი სრულად ოქროსი იყო. და დოლარსაც, გირვანქა სტერლინგსაც და ფრანკსაც უნარჩუნდებოდა ოქროს შინაარსი. ოქროს სტანდარტი კვლავ ბოჭავდა ფედერალურ სარეზერვო სისტემას და მის მფლობელებს, არ აძლევდა საშუალებას, ბოლომდე გაეშალათ ფრთები და მსოფლიო არაფრით უზრუნველყოფილი ნაღდი ფულის ტალღით წაელეკათ. გაუგონარი პერსპექტივა დამოკიდებული იყო საცავში ლითონის რაოდენობაზე. სასურველი რაოდენობის ფულის ბეჭდვის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, და არ გამოიყენოთ იგი, ან მართლაც წმინდანი უნდა იყოთ, ან უკიდურეს შემთხვევაში თავგადაკლული ბოლშევიკიმარქსისტი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ, როდესაც ფედრეზერვი ჩამოაყალიბეს, მას ფლობდნენ არა ალტრუისტები და ფილანტროპეპი, არამედ ბანკირები, ფინანსისტები. ისინი წმინდანები არ არიან და არც არასოდეს ყოფილან. ფსს შექმნა თავიდანვე იყო მსოფლიოზე გაბატონებისკენ გადადგმული ნაბიჯების ჯაჭვი. ამ გზის ნაწილი წარმატებით არის გავლილი, საჭიროა წინსვლა.

მოდი, ტაში დავუკრათ ამ ბიჭებს. ყველაფერი მშვენივრად მოიფიქრეს. ყოველ ნაბიჯს დასაბუთება მიუსადაგეს, ყოველი მწარე აბისთვის წინასწარ მოამზადეს ლამაზი შეფუთვა. მართალია, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე.

კრიზისი _ აი, საყვარელი დასაბუთება მსოფლიოს ფინანსური წყობილების ხელახლა დასაფორმატებლად. დიახ და, მთელი მსოფლიოს გადასაკეთებლად ეს ხერხი საუკეთესოა.

ყველა კრიზისს რამდენიმე მიზანი აქვს. იგი მრავალფენიანია. ომი თავის მხრივ კრიზისია, ფსსის მფლობელთა ყველაამ დიდი გზის ეტაპიმსოფლიო ბატონობისკენ მიდიოდა, მიდის და გავა კრიზისის ხელოვნურ ორგანიზაციაზე, იქნება ეს ბირჟის ჩამოქცევა, ომი თუ ვალუტისა და ფასიანი ქაღალდებნის კურსის დაცემა.

აშშ-ში მეოცე საუკუნის პირველ მესამედში მომხდარი დიდი დეპრესიაც ამის ნათელი მაგალითია. ამ კრიზისის მოვლენების შესწავლისას პარალელები თავისით ჩნდება. დღევანდელი ეკონომიკური კოლაფსი საოცარი აღორძინების შემდეგ გაჩნდა. ზუსტად ასე იყო ადრეც. აშშ-ის პრეზიდენტი კალვინ კულიჯი 1928 წელს პოსტის დატოვებისას, ამბობდა: “ქვეყანას შეუძლია კმაყოფილებით უყუროს აწმყოს და ოპტიმიზმით _ მომავალს”. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო: ამერიკა აყვავდა. რატომ? იმიტომ რომ ფედერალურმა რეზერვმა უეცრად გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა. რაც უფრო დიდი იყო ზრდა, მით უფრო საშინელი და მძიმე იყო ვარდნა, რომელიც იგეგმებოდა, როგორც კატასტროფული, არნახული არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში.

რისთვის?

საბეჭდი მანქანისმფლობელები შეერთებული შტატების იაფად შესასყიდად ემზადებოდნენ.

რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის არა. მაგრამ უსაფრთხოების ელემენტარული განცდა მოითხოვდა ყველა სერიოზული გაუკონტროლებელი ფინანსური სტრუქტურის განადგურებას. რისთვის? რათა არავის და არასოდეს აშშში არ შეძლებოდა არჩევნების მოგების გამოყენებით შეეცვალა კანონმდებლობა და ელემენტარული ხელმოწერით გაენადგურებინა ფსს. რათა არავის შეძლებოდა იმავე გზით შეექმნა ახალი ფსს, რომლის მფლობელებიც უკვე სხვა ხალხი იქნებოდა. მხოლოდ ფინანსები, მხოლოდ ფულის უზარმაზარი ძალა, გამრავლებული მედიის ძალაზე, შეძლებს მიიყვანოს პოლიტიკოსი ძალაუფლებაში. არანაირი სხვა ფინანსური ძალაუფლება აშშში არ უნდა არსებობდეს. ეს არის დიდი დეპრესიის პირველი ასპექტი. ასე ვთქვათ, “დამცავი”. მაგრამ იყო “შემტევიც”. ეკონომიკის საერთო კოლაფსისას შესაძლებელი იყო იოლად და, რაც მთავარია, იაფად ეყიდათ მრეწველობის ყველაზე გემრიელი ლუკმები. რათა კვლავ მომხდარიყო ძალაუაფლების ერთ ხელში კონცენტრაცია. ჰოკეის ძველ გულშემატკივრებს ახსოვთ, რომ მსგავსი აბსოლუტური დომინირების სიტუაცია იყო სსრკ-ის ჩემპიონატზე. კავშირის ჩემპიონატი დაემსგავსა სპექტაკლს ცნობილი ფინალით. იბრძოდნენ მეორე და მესამე ადგილებისთვის, ხოლო პირველი ადგილი წლიდან წლამდე დედაქალაქის არმიელებს ეკავათ. რატომ? ცსკა-ს თავს თავის შემადგენლობაში უყრიდა გუნდი ყველა მეტოქეს რამდენიმე თავით სჯობნიდა, ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებს. ის რეალურად ყველაზე ძლიერი იყო _ და სეზონიდან სეზონამდე ინარჩუნებდა ბრწყინვალებას.

იქნებ, ბანკირთა საზოგადოების ძალაუფლებას არავინ ემუქრებოდა? რა აზრი აქვს პრობლემების პროვოცირებას საკუთარი ქვეყნის შიგნით? _ეს შეკითხვა ხშირად უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც ცუდად ერკვევიან პოლიტიკური თამაშების პრინციპებსა და ისტორიაში. 1920 წლისთვის ჯონ მორგანი “ერთპიროვნულად ბატონობდა ამერიკულ ფინანსურ სამყაროში”. უოლ სტრიტზე ოცდამესამე ნომრით აშენდა უზარმაზარი შენობა, რომელშიც განლაგებული იყო მისი ბანკის შტაბბინა. ეს შენობა დღემდე დგას. მაგრამ დღესაც კი, თუ თქვენ ნიუ-იორკს ეწვევით, შეძლებთ იმ შემთხვევის კვალი იხილოთ, რომელიც 89 წლის წინათ მოხდა.

სასახლის მსგავსი შენობის ფასადზე ჯერ კიდევ ამჩნევია აფეთქების კვალი, რომელიც 1920 წელს გაისმა, როდესაც შუადღეზე ბანკის რეზიდენციის წინ ცხენიანი ფურგონი, რომელიც დატვირთული იყო დინამიტითა და შრაპნელით, აფეთქდა. ტერორისტული აქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ტრაგედიის სრული სურათის აღდგენა ვერ მოხერხდა”.

ეს პირპონტის ძალაუფლებაზე ერთადერთი თავდასხმა როდი იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ანუ მაშინ, როდესაც ფსს ჯერ მხოლოდ იწყებდა თავის საქმიანობას და ჩანასახში იმყოფებოდა, აშშ-ის კონგრესმა, როგორც ჩანს, საფრთხე უკვე იგრძნო, გადაწყვიტა მორგანის უზარმაზარი იმპერიის დაქუცმაცება. 1914 წლის დასაწყისში იგი 20 მილიარდ დოლარზე მეტს აკონტროლებდა. ეს ფანტასტიური თანხაა იმ პერიოდისთვის, თუმცა ჩვენს დროშიც არ არის ცოტა.

ნებისმიერ ომში გამარჯვების მოპოვების ორი გზა არსებობს: ან გაანადგუროთ მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე, ან ბრძოლის გაგრძელება მისთვის შეუძლებელი გახადოთ. დაანგრიოთ მისი ეკონომიკური საძირკველი, წაართვათ წინააღმდეგობის საშუალება. ბანკირებს, ფსს-ს მფლობელებს წინააღმდეგობას მხოლოდ ფული თუ გაუწევდა. სხვისი, უცხო. სწორედ სხვისი ფინანსური ძალაუფლების განადგურების ხერხი იყო კრიზისი…

“წინა წლებში სწრაფად დაგროვილი სიმდიდრე, ქაღალდის ფასეულობის სახით, გაქრა. მილიონობით ამერიკული ოჯახის კეთილდღეობა, რომელიც გაბერილი კრდიტის საძირკველზე აიგო, უეცრად ილუზორული აღმოჩნდა. ძლიერი სამრეწველო საწარმოები კალაპოტიდან ამოგდებული და პარალიზებული აღმოჩნდა. ბირჟის 1929-1932 წლების კრახს მოჰყვა ფასების პერმანენტული ვარდნა და როგორც ამის შედეგი, წარმოების შემცირება, რამაც გამოიწვია ვრცელი უმუშევრობა”, _ ასე აღწერს აშშ-ში დიდ დეპრესიას უინსტონ ჩერჩილი.

აი, მხოლოდ რამდენიმე ციფრი:

* დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ში 15 მილიონი უმუშევარი იყო. სხვა არანაკლებ სოლიდურ წყაროში კიდევ უფრო განსაცვიფრებელ შედეგს ვიხილავთ _ 17 მილიონი უმუშევარი.

* ნახშირის მოპოვება აშშ-ში 42%-ით შემცირდა, ლითონის გამოშვება _ 79%-ით, ფოლადის _ 76%-ით, ავტომანქანების წარმოება _ 80%-ით. 297 ბრძმედის ღუმელიდან მხოლოდ 46 მოქმედებდა.

* კრიზისის წლებში აშშ-ში საწარმოებისა და ფირმების ფანტასტიურმა რაოდენობამ განიცადა კრახი: 135 747. გაკოტრდა 10 000 ბანკი.

ასეთი საშინელება მსოფლიოს არცერთ ეკონომიკას არ განუცდია ომის წლებშიც კი. არადა 1929 წელს შეერთებული შტატები არავის ეომებოდა. და ფინანსური სფეროს სტაბილურობისა და წესრიგის სადარაჯოზე იდგა ფედერალური სარეზერვო სისტემა. სხვათაშორის, იგი ზუსტად ამისთვის შეიქმნა _ კრიზისების თავიდან ასაცილებლად.

მაშ, რატომ მოხდა კატასტროფა?

გახსოვთ, რა თქვა სერ უინსტონ ჩერჩილმა? გაბერილი კრედიტიო. კრედიტები გაბერეს. ფინანსური კრიზისის შესაქმნელად საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი ფულის ვალად გაცემა. რა არის ამისთვის საჭირო? მხოლოდ ორი “რამ”: კრედიტორი და მოვალე. კრედიტორის “შესაქმნელად” ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უცბად გაზარდა ფულადი მასა თითქმის ერთ-ნახევარჯერ” _ 31,7 მილიარდი დოლარიდან 1921 წელს _ 45,7 მილიარდ დოლარამდე 1929 წელს. ფედრეზერვის აშენებული სისტემიდან სახსრები გადაეცემოდა “საჭირო” ბანკებს, რომლებიც, აკრედიტებდნენ სხვა ბანკებსა და ორგანიზაციებს. ამ ორი დონის შემდეგ ნაღდი ფული ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და მცირე მეწარემეების ჯიბეებში კრედიტის სახით ინაცვლებს.

მსესხებელსქმნიდამედიასაშუალებები, მონდომებით სთავაზობდა ამერიკელებს აეღოთ კრედიტი თავისანთი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად: ვალით ცხოვრება დასავლეთში დიდი დეპრესიის დაწყებამდე შევიდა მოდაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში შტატებში თავიდან კანონმდებლობის კორექტორება მოახდინეს და მოქალაქეებს მარტივად და სწრაფად გამდიდრება შესთავაზეს. სიცრუის მანქანა მას შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა _ ეს არის თამაში ბირჟაზე.

ერთი მხრივ, კრედიტებზე პროცენტი დაწიეს, მეორეს მხრივ, ამ კრედიტების აქციებში ჩადება შესთავაზეს. კრედიტის პირობების თანახმად, აქციების საყიდლად ბირჟაზე თამაშისათვის საკმარისი იყო მხოლოდ 10%-ის შეტანა. ახალბედა მოთამაშე კრედიტირების გზით იღებდა სრულყოფილ 100%-ს. დღევანდელი მაგალითი გვიჩვენებს, რომ “შესვლის ზღურბლის” დაწევა იწვევს მყიდველთა რიცხვის აფეთქებისმაგვარ ზრდას.

ვინ იხდიდა დანარჩენ თანხას? საბირჟო ბროკერი, რომელიც ამგვარი ხარჯისთვის საბანკო კრედიტს იღებდა. შედეგად ყველამ მოიგო: ბროკერს კლიენტების რიცხვი გაეზარდა, კლიენტი აქციის ღირებულების მხოლოდ 10%–ით ზრდისას მოგებული რჩებოდა, ხოლო მყიდველთა რიცხვის ზრდა აქციების გაძვირებას იწვევდა.

მაგრამ აქციის მფლობელს, რომელმაც მისი ღირებულების მეათედი შეიტანა, ბროკერის პირველივე მოთხოვნისას 24 საათის განმავლობაში დარჩენილი თანხა უნდა დაეფარა. თუმცა ასეთი წინაპირობა არავის ადარდებდა. აქციების კურსი ხომ საბირჟო მოთამაშეების დიდი ნაკადის ხარჯზე ცამდე გაიზარდა. დაიწყო აღმასვლა. ბირჟაზე ქონებას შოულობდნენ. ცხოვრების ამ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელები იღებდნენ კრედიტებს და ყიდულობდნენ აქციებს.

საიდან ჩნდება საყოველთაო აღმასვლის ტალღაზე ნგრევის საშინელება? როცა ფულს გასესხებით აკეთებ, ყოველთვის შეგიძლია მათი გაცემა შეწყვიტო, ხოლო ძველი ვალების დაბრუნება მოითხოვო.

ფინანსური კრიზისის ორგანიზაციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: ახალი ფული არ გასცეთ, ხოლო ძველის დაბრუნება მოითხოვეთ.

ასე გაკეთდა დიდი დეპრესიაც, ამ თარგზეა გამოჭრილი 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისებიც. ბანკებმა, რომლებიც ჯონ მორგანისა და მისი პარტნიორების კოტროლქვეშ არიან, კრედიტების დაბრუნება მოითხოვეს, თანაც, მასობრივად და ყველასი ერთად. რა რჩებოდა საბირჟო ბროკერებს, რომლებიც მყიდველთან ხელშეკრულების თანახმად, ცნობილი 90%-ის დაკრედიტებით თავად სესხულობდნენ ამ ფულს ბანკებისგან? კლიენტებისთვის ვალის გადახდა უნდა მოეთხოვათ, თანაც, 24 საათის განმავლობაში. რა უნდა გაეკეთებინათ საბრალო ამერიკელებს, რომლებიც არასოდეს დაფიქრებულან მოვლენათა განვითარების ამგვარ შესაძლებლობაზე? 24 საათში ფულს ვერ იპოვნიდნენ. რჩებოდა ერთადერთი საშუალება _ ბირჟაზე აქციების გაყიდვა.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ბირჟაზე ერთიანად მოვიდნენ აქციების მფლობელები, თანაც ერთი მიზნით _ აქციების გასაყიდად.

საყიდლად არავინ მოსულა.

თავდაპირველად…

აქციების დაცემა უოლ სტრიტზე 1929 წლის 24 ოქტომბერს, შავ ხუთშაბათს დაიწყო. მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა? არა, მოთხოვნა არ იყო, იყო მხოლოდ შეთავაზება. თავდაპირველად

დაიწყო აქციების პანიკური და სასოწარკვეთილი გაყიდვა. ყველას ნაღდი ფული სჭირდებოდა, ხოლო აქციები _ პრაქტიკულად არავის.

საკმაოდ საინტერესო მომენტი: ყველა პუბლიკაციაში დიდი დეპრესიისა და ბირჟის კრახის შესახებ წაიკითხავთ, რომ აქციები ძალიან იაფად გაიყიდა, მაგრამ ვერსად წაიკითხავთ, რომ ისინი ძალიან იაფად იქნა შესყიდული.

ვინ ყიდულობდა ამ გასაყიდ აქციებს?

პირველ დღეს ინვესტორებმა დაახლოებით 13 მილიონი აქცია გაყიდეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ შავ ხუთშაბათს შავი პარასკევი, შავი ორშაბათი და შავი სამშაბათი მოჰყვა. კიდევ დაახლოებით 30 მილიონი აქცია გაიყიდა. ხურდა ფულად, ზუსტად რომ ვთქვათ, ცენტებად. მილიონობით ინვესტორი გაკოტრდა. დანაკარგმა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა _ იმდენივე, რამდენიც აშშ-მა პირველ მსოფლიო ომში დახარჯა. ორგანიზატორებმა იცოდნენ კრიზისი, როდის და როგორ დაიწყებოდა, უსარგებლო აქტივები თავიდან სწრაფად მოიშორეს: ეს ათეულობით ადამიანი პრაქტიკულად ყველფრის მფლობელი გახდა.

აი, მაშინ შემცირდა ამერიკაში ბანკების რაოდენობა ათობით ათასიდან რამდენიმე ასეულამდე. მათი უმრავლესობა უკვე “სწორ ხალხს” ეკუთვნოდა. ფული აღარავის ჰქონდა.

რას აკეთებდა კრიზისთან ბრძოლისთვის მოწოდებული ფედერალური სარეზერვო სისტემა? ვფიქრობ, სწორი პასუხი უკვე იპოვეთ: ნაცვლად იმისა, რომ მიხმარებოდა ეკონომიკაში ფინანსების ჩადებით, ფსს ყველაფერი პირიქით გააკეთა. ფულადი მასის მოცულობა, რომელიც მუდმივად იზრდებოდა კრიზისამდე, 1929 წლის ივლისის 45,7 მილიარდი დოლარიდან 1933 წლის ივლისისთვის 30 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ახლა წინ წაწევა იყო საჭირო. პრობლემის გადაწყვეტის გზა იყო მოსაძებნი. ამერიკელ ხალხს რომ მიეღო გადაწყვეტილება, უფრო სწორად, მას რომ შეგუებოდა, პრობლემა უნდა გაებერათ კოსმიურ მასშტაბებამდე. საფონდო კრიზისი და აქციათა კოტირების ვარდნა დიდ დეპრესიად უნდა ქცეულიყო. პრობლემის გაღრმავების ხერხი ხელთ ჰქონდათ: ეს იყო ფედერალური სარეზერვო სისტემა. სიტუაციაში, როდესაც კრახის შემდეგ უოლ სტრიტზე ყველას სჭირდებოდა ფული, აშშ-ის ეკონომიკა კი იმ ადამიანს ჰგავდა, რომელმაც სისხლის დიდი რაოდენობა დაკარგა, ფსს-მ არ გაზარდა ფულის მასა. პირიქით, რამდენჯერმე შეამცირა! შედეგად საბირჟო კრახი ყოვლისმომცველი გახდა. ადამიანები _ ძვირფას კოსტუმებში და ხელში პლაკატებით _ “მზად ვარ ყველანაირი სამუშაოსთვის” 1930-იანი წლების ამერიკული სინამდვილის განუყოფელი ნაწილი გახდა.

სად იყო პრობლემის გადაწყვეტის გასაღები? ახალი პიროვნება, ახალი კურსი. 1933 წლის 4 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გახდა. რუსეთში ამ პოლიტიკოსის მიმართ დამოკიდებულება დადებითია. მიაჩნდათ, რომ იგი, ჩერჩილისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის ბევრად ერთგული და ხათრიანი მოკავშირე იყო ფაშიზმთან სასიკვდილო ბრძოლაში. მაგრამ ეს წიგნი არაა მეორე მსოფლიო ომზე, იგი კრიზისზეა. ფრანკლინ რუზველტმა ამერიკა კრიზისიდან გამოიყვანა. ისტორიის სახელმძღვანელოებში დეპრესიის თარიღს ასე წერენ: 1929-1933, რითაც სრულად უკავშირებენ ამერიკის ეკონომიკის გამოჯანმრთელებას მის მოსვლას თეთრ სახლში. ამასობაში ფრანკლინ დელანო რუზველტი აშშ-სთვის საკმაოდ მწარე წამალი იყო. და მისი ხელისუფლებაში მოსვლა იგივე ხალხის მიერ იყო მომზადებული და ჩაფიქრებული, რომლებმაც ეს საშინელი დეპრესია მოიგონეს. მაგრამ მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორება არ იყო რუზველტის მთავარი ამოცანა. მისი მთავარი ამოცანა ოქროს სტანდარტის გადაგურება იყო.

სწორედ ეს იყო დიდი დეპრესიის მთავარი მიზანიც. დოლარი უნდა დახსნილიყო აქამდე აღიარებული მუდმივი ფასეულობებისგან. დოლარი თავად უნდა გამხდარიყო მსოფლიო ფასეულობა და ფაქტობრივად ჩაენაცვლებინა ოქრო. ვიდრე იგი, ოქრო, თამაშობდა ამ როლს, ქაღალდის დოლარი ყოველთვის ჩრდილში ყოფნისთვის იყო განწირული.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here