Home რუბრიკები პოლიტიკა კარნეგის ფონდის ექსპერტი: სააკაშვილმა “ოდესის პროექტი” ჩააფლავა

კარნეგის ფონდის ექსპერტი: სააკაშვილმა “ოდესის პროექტი” ჩააფლავა

506

ამერიკული ფონდის _ Carnegie ევროპულმა განყოფილებამ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

ფონდის ექსპერტი ტომას დე ვაალი აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ვერ მოახერხა “ოდესის პროექტის” წარმატებთ განხორციელება, ვერ გაიმეორა ლეგენდარული დიუკ დე რიშელიეს მიღწევები, რომელმაც XIX საუკუნის დასაწყისში სამხრეთი პალმირა იმჟამინდელი რუსეთის იმპერიის უდიდეს საპორტო ქალაქად აქცია. თუმცა “ოდესის პროექტის” დახმარებით, სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური სცენის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

“მიუხედავად იმისა, რომ მიხო მაიდნის ახალი თაობის პოლიტიკოსებს უჭერს მხარს და კორუფციას მთავარ ბოროტებას უწოდებს, ბევრი, მათ შორის, აშშ, მას მკვეხარად მიიჩნევს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააკაშვილის პირობას, რომ ოდესა რეფორმების მაგალითად იქცევა და მას სათავეში სააკაშვილი ჩაუდგება. სააკაშვილისგან კრიმინალისა და ქალაქის არაეფექტიანი მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას ელოდნენ. მას ეს არ გამოუვიდა. დაპირება ბევრი იყო, გაკეთებული _ ცოტა”, _ წერს კარნეგის ფონდის ექსპერტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here