Home რუბრიკები სამართალი ირანელ მილიარდერს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს

ირანელ მილიარდერს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს

525

ირანში მილიარდერი ბაბაკ ზანჯანი სიკვდილით დაისჯება. ნავთობმაგნატ ზანჯანისა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან მილიარდობით დოლარის მითვისებაში დასდეს ბრალი

ზანჯანი 2013 წლის დეკემბერში დააკავეს. მილიარდერი ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ბაბაკ ზანჯანი 60-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის ავიაკომპანიების, კოსმეტიკური და ნავთობკომპანიების მმართველი იყო. მისი ქონება დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here