Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება

612

გიორგი კვირიკაშვილმა დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განათლების სისტემის რეფორმას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იგეგმება გერმანული მოდელის დანერგვა, რომელიც ძალიან ეფექტიანია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. “გერმანულს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით  და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეს განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.

“ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს; ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა და ამ კონტექსტში მან საგარეო ურთიერთობები და იურიდიული მიმართულება დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ჩვენ არ გვყავს, მაგალითად, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები.

“ასეთ ადამიანებს ბიზნესი თავისი სახსრებით გზავნის ევროპაში, გადაამზადებენ და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში. არადა, სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც უნდა შეიცვალონ კვალიფიკაცია,  რეალური სამუშაო ადგილი რომ მოძებნონ”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here