Home რუბრიკები პოლიტიკა ვოლფგანგ იშინგერი: ოპტიმიზმის საბაბი ძალიან ცოტაა

ვოლფგანგ იშინგერი: ოპტიმიზმის საბაბი ძალიან ცოტაა

585

მიუნხენის უსაფრთხოების 52- კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დგას უამრავი პრობლემის წინაშე, რომელთა გადაწყვეტა უკიდურესად რთულია

მისივე თქმით, ოპტიმიზმის საბაბი ძალიან ცოტაა,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გამოწვევებზე პასუხები არ მოიძებნოს.

“ამ კონფერენციის გახსნისას ვთქვი, რომ სურათი საკმაოდ პესიმისტურია და მისი შედეგები, სამწუხაროდ, საშუალებას არ იძლევა, ეს გამონათქვამი უარვყოთ. ჩვენ საქმე გვაქვს არასტაბილურ და არაპროგნოზირებულ სიტუაციებთან. ვხედავთ, რომ დევნილების რაოდენობა იზრდება. ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქმე გვაქვს დიპლომატიისადმი უნდობლობასთან _ ამის აღდგენა კი ყველაზე ძნელია”, _ განაცხადა იშინგერმა.

ფორუმის ხელმძღვანელმა მონაწილეებს შეახსენა იმ სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართა და განაცხადა, რომ დიდი სახელმწიფოების ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიუნხენის შეთანხმებები ამუშავდეს. მან მონაწილეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ. “დაე, მიუნხენის გზავნილმა ჩაგვისახოს მცირე იმედი.” _ აღნიშნა იშინგერმა.

მიუნხენის უსაფრთხოების მომდევნო კონფერენცია 2017 წლის 10 თებერვალს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here