Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

484

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.

ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ, როდესაც ირანული ავიაკომპანია საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელი იქნება, გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვა.

 “ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომლებიც ავიაკომპანიას აქვს შემოსატანი და, როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას”, _ განაცხადა ქუმსიშვილმა.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here