Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და...

სანდრო ბრეგაძე: თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ოცნებას

911

“მილიონობით დოლარი შემოვიდა და ხშირად ეს არ არის გრანტები, ეს არის შავი ფული. 2015 წლის ზაფხულში შემოვიდა 5 მილიონ დოლარამდე. ეს თანხები უნდა მოხმარდეს ანტიქართულ აქციებს, მათ შორის, ლგბტ-ს პროპაგანდას, აპირებენ ადამიანების მოსყიდვას, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რათა ის პოზიციები გამოხატონ, რომლებზეც ლაპარაკობენ ქართველოფობები”, _ ამბობს მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მოითხოვს, კონსტიტუციის 36-ე მუხლში შევიდეს განმარტება: ოჯახი _ ეს არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა. 

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიასპორის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარეს ულტიმატუმი წაუყენა და 76 დეპუტატის ხელმოწერას მოითხოვს, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები სასწრაფოდ განხორციელდეს. გვესაუბრება მოძრაობაეროვნულებისლიდერი სანდრო ბრეგაძე.

_ ბატონო სანდრო, რატომ შეიქნა აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა?

_ ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანაში ქართველოფობიური ძალები მომძლავრდნენ, მათ სძულთ ყოველგვარი ქართული და ეროვნული.

_ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ?

_ გეტყვით, დასამალი არაფერი მაქვს: საქართველოს მოსახლეობის 99% ერთ პოზიციაზეა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია და არ შეიძლება ამის დაკანონება, მაგრამ ქართველოფობები _ გიგი თევზაძე, გია ნოდია, გოგი გვახარია, ნინია კაკაბაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და უამრავი სხვა, ცდილობენ, უცხო ქვეყნიდან ქართველთა დამღუპველი რამ შემოიტანონ, ისევე, როგორც ბევრი სხვა ცუდი ჩვევა, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვას უწოდებენ. უფლებადამცველი უწოდო ადამიანებს, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის დამცველები იყვნენ, ცნებაუფლებადამცველისშეურაცხყოფაა. საქართველოს დაუძინებელი მტრების გზის გამგრძელებლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფლებადამცველებად მოიხსენიო.

ვალდებულნი ვართ, მოვახდინოთ პრევენცია, რათა საქართველოში არასოდეს დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ჩაიწეროს კონსტიტუციაში და ნათლად, გარკვევით იყოს განმარტებული, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად, ლატვიასა და ხორვატიაში, ასეთი მუხლი კონსტიტუციაში აქვთ შეტანილი, მაგრამ ეს მათ ევროპულ განვითარებას ხელს არ უშლის, პირიქით…

_ ქართველთა დიდ ნაწილს სურს, რომ კონსტიტუციაში ასეთი მუხლი შევიდეს, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უფრო ზუსტად კი, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდესო. შეძლებს კი ჩვენი ხელისუფლება, წინ აღუდგეს კერის ამ განკარგულებას?

_ ჩვენი მბრძანებელი ღმერთია, სხვა არავინ! ნებისმიერ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, თავისი ტრადიციები. შეიძლება ამერიკელებს მოსწონდეთ ის, რაც მისაღები არ არის ფრანგებისთვის… საქართველო უნიკალური ტრადიციების ქვეყანაა, გვაქვს უნიკალური იდენტობა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან გამოგვარჩევს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენს ტრადიციებსა და იდენტობას დავკარგავთ, ავასრულებთ გიგა ბოკერიასა და თავისუფლების ინსტიტუტის ოცნებას _ იარსებოს ტერიტორიამ სახელწოდებითსაქართველოდა აქ იცხოვრონ ადამიანებმა, რომლებსაც ქართული არაფერი სცხიათ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო ავადმყოფური საუბრები, სურდათ, გარეგნობითაც და სულიერადაც ყველა ქართველი გიგა ბოკერიას დამსგავსებოდა.

თუ ქართველებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება დავუშვით, ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, საზოგადოებრივი ღვაწლი და, საერთოდ, ცხოვრება აზრს დაკარგავს.

_ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი ბევრისთვის სირცხვილია. როგორ ფიქრობთ, თუ ადამიანი ამორალურია, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, კონსტიტუციაში რა ჩაიწერება?

_ ამ ქვეყანაში არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ მეძავები. ჩვენ მათ ვკიცხავთ, მაგრამ შეუძლებელია ამის აღმოფხვრა, თუმცა ხელშეწყობაც წარმოუდგენელია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჩვენი მამების თაობაშიც იყვნენ და უფრო ადრეც. ეს არავის უკვირს. იცხოვრონ, იარსებონ, მაგრამ ამის დაკანონებას ნურავინ მოითხოვს. ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მეორე მოთხოვნაც მოჰყვება _ ბავშვის აყვანა, ეს კი თაობებს დაღუპავს. ადამიანთა უფლებების დამცველები იმაზე რატომ არ ფიქრობენ, ირღვევა თუ არა ასეთ შეთხვევაში ბავშვის უფლებები? ხომ საშინელებაა ჰომოსექსუალების ოჯახში ბავშვის აღზრდა? ამ რეალობის წინაშეც აუცილებლად დავდგებით, თუ მოხდა სასწაული და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

ბნელეთში შედივართ და იქიდან გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. დიდ ქვეყნებში ასეთი რაღაც შეიძლება ასატანი იყოს, მაგრამ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მილიონ-ნახევარი ქართველი ქვეყნიდან არის წასული და უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობს… თუ ჩვენს უმძიმეს დემოგრაფიულ მდგომარეობას ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დავუმატებთ, პრობლემა გაღრმავდება და გაიზრდება.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები ვითვალისწინებთ ყველა სახელმწიფოებრივ ასპექტს. ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედი არის ქართული ოჯახი და ის ტრდიციები, რომლებიც გვაქვს. თუ სახელმწიფოს ეს ქვაკუთხედი გამოეცლება, ჩათვალეთ, რომ უიარაღოდ, უსისხლოდ დავეცით, გავნადგურდით. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ დაჩაგვრას ვაპირებთ, სინამდვილეში თვითონ გვჩაგრავენ. ამ კონტექსტში შეხედონ ყველაფერს, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. მომავლის მოსპობას არავის დავანებებთ.

_ თქვენ პარლამენტის თავმჯომარეს ულტიმატუმი წაუყენეთ, კატეგორიულად მოითხოვთ, რომ დავით უსუფაშვილმა 76 ხელმოწერაგააჩინოს”. რატომ გგონიათ, რომ ეს საკითხი შეფერხდება? ვინ არ მოაწერს ხელს? სიმართლე გითხრათ, ბევრი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ცვლილება არ შევა.

_ მე ხელისუფლების წევრი ვარ და ურთიერთობა ყველასთან მაქვს. “ქართული ოცნების” დეპუტაციის უდიდესი უმრავლესობა თანახმაა, ხელი მოაწეროს კანონის მიღებას, მაგრამ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორები. მაგალითად, ვიცი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე ჭოჭმანობს, ვერ გადაუწყვეტია, მოაწეროს თუ არა ხელი, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მიმდინარეობს კულუარული დავები.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ არის ის თემა, რომელიც პოლიტიკურ ჭრილში უნდა გადავიტანოთ. ეს მორალურ-ზნეობრივი და შემდეგ უკვე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც პარლამენტში სხედან, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ.

დიასპორის მინისტრის მოადგილე ვარ. საბერძნეთიდან მირეკავენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მეუბნებიან, 50 ათასი ქართველი მზად არის, ხელი მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებასო, მირეკავენ რუსეთიდან და მეუბნებიან, რომ 100 ათასზე მეტი ხელმოწერის გადმოგზავნა შეუძლიათ და ამ დროს, თუ საქართველოს უმაღლეს საკანონამდებლო ორგანოში 76 ხელმოწერა არ შეგროვდება, სულ ცოტა, სირცხვილია. მიჩნდება განცდა, რომ ღირსეული საქართველო საზღვრებს გარეთ არის გასული, აქ კი ისეთები დარჩნენ, ვისაც ქართველობასთან შეხება არ აქვთ.

6 თვის წინათ შესული კანონპროექტი აქამდე არ განუხილიათ, ეს პარლამენტი ამ კანონის მიღებას ვეღარ მოასწრებს. განხილვა ხლოვნურად შეფერხდა. ფაქტია, ეს პარლამენტი თავს არიდებს კანონის მიღებას.

_ იქნებ პრობლემა თქვენშია? “ნაციონალური მოძრაობისერთერთი ლიდერი ნიკა რურუა თვლის, რომ ოჯახი ქალისა და კაცისაგან უნდა შედგებოდეს, მაგრამ, როგორც კი შეიტყო, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას თქვენ მოითხოვთ, განაცხადა, მხარს არ დავუჭერო.

_ ძალიან ცუდია, ნიკა რურუასი და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრის მოსაზრება ერთმანეთს რომ ემთხვევა. სახელებსა და გვარებს ჯერ არ ვიტყვი, ყველაფერს ფარდა მალე აეხდება. თუ პრობლემა ჩემშია, თანახმა ვარ, ინიციატივა სხვამ მიიწეროს, ჩიორა თაქთაქიშვილის ინიციატივა დაარქვან, ოღონდ ხელი მოაწერონ, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანონ, სწორ გზას არ ასცდნენ და ქვეყანა არ დაღუპონ.

_ და, მაინც რომ არ მიიღონ?

_ ყველა ვარიანტში რეფერენდუმი ჩატარდება. ახლა ხელიც რომ მოაწერონ, უკვე დაგვიანებულია, ფიზიკურად ვერ მოასწრებენ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას. შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს მოთხოვნას რეფერენდუმის ჩატარებზე, ამის შედგომ, გაძლევთ გარანტიას, ორ კვირაში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება და რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც მთელი საქართველო თავის აზრს გამოხატავს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 95%-ზე მეტი თანახმა იქნება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე.

_ თუ რეფერენდუმისთვის საჭირო თანხა სახელმწიფომ არ გაიღო?

_ ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმი არჩევნებთან ერთად ჩატარდება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად თანხის გაღება აუცილებელია. სულელური კონცერტებისთვის თუ ხარჯავენ ფულს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ უნდა დახარჯონ? საკითხი სახელმწიფოებრივია, არჩევნების პარალელურად თუ გამოკითხვასაც ჩავატარებთ, მხოლოდ ერთი ფურცლის დამატება იქნება საჭირო, ეს ქვეყანას არ დააქცევს.

პრობლემა, იცით, რა არის? საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველები არ არიან, ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ, მაქინაციებით ახერხებენ მოქალაქეების ხმების მიღებას და მერე ავიწყდებათ ყველაფერი.

დრო შეგნებულად ჭიანურდება, საარჩევნო წელია, დრო შეზღუდულია, ამ მოკლე პერიოდს როგორღაც გადააგორებენ და მერე, მომავალ პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობაა ოჯახი, ღიად დაუპირისპირდებიან; მოგვიანებით კი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოითხოვენ.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ხომ პირდაპირ აცხადებენ, ეს შეუქცევადი პროცესიაო, ერთნაირსქესიანთა ქორწინება აუცილებლად დაკანონდებაო.

ჩვენ კი გვინდა, საკონსტიტუციო ცვლილებით მსგავი რამ აღვკვეთოთ.

აჯანყება, კონფლიქტი, ხოცვაჭლეტა თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია, კანონი მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ქუჩაში გადმოინაცვლებს. კანონის არ არსებობა იწვევს პრობლემებს. კონსტიტუციის 36- მუხლის სრულყოფა ქვეყნის მოსახლეობას დააწყნარებს, ამ თემაზე საუბარი შეწყდება.

_ გგონიათ, რომ გაიმარჯვებთ?

_ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების იდეის ავტორებს დიდძალი ფული აქვთ. მათ მხარში ბნელეთის ძალები უდგანან და ეს რეალური ძალებია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ შიშველი ხელით ვებრძვით უდიდეს საინფორმაციო პროპაგანდასაც და ფულსაც, მაგრამ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, აგრეთვე, საქართველოს მოსახლეობაც, რაც ძალას გვმატებს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, უბრალოდ, გვინდა, მიზანს მალე მივაღწიოთ, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. არ ვიცი წაიკითხავთ ამ კომენტარს თ უ არა,ბატონო სანდრო.მაგრამ ვისურვებდი,რომ მე,როგორც ერთი რიგითი ქართველის სურვილი მომეწოდებინა თქვენთვის,ან რომელიმე პატრიოტი პარლამენტარისთვის.ვისურვებდი,დასჯადი გახდეს ანტიეროვნული ქმედება ნებისმიერი ქარველი,თუ არაქართველი, პიროვნებისაგან და ამის შესაბამისი კანონი მიიღოს პარლამენტმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here