Home რუბრიკები ბლოგი ავსტრიელი პოლიტიკოსი: ევროპა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ს უღლისაგან! (ვიდეო)

ავსტრიელი პოლიტიკოსი: ევროპა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ს უღლისაგან! (ვიდეო)

1901

ავსტრიელმა პოლიტიკოსმა, ქალაქ ვენ მერის მოადგილემ, ავსტრიის თავისუფლების პარტიისწევრმა, იოჰან გუდენუსმა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „მეცნიერება და საზოგადოება“, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები აშშ-თან მიმართებაში ბრმა მორჩილების გამო სასტიკად გააკრიტიკა.

კერძოდ, იოჰან გუდენუსმა განაცხადა შემდეგი:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აბსოლუტური სიმართლე თქვა: პრეზიდენტი  უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ელის მისი ხალხიეს არის პრეზიდენტის, ქვეყნის მეთაურის ამოცანა!

 ევროპელებს, არ აქვს მნიშვნელობა, გერმანელები, ავსტრიელები, სერბები თუ ფრანგები იქნებიან, ყველა ევროპელს აქვს უფლება, მათი ხალხის წარმომადგენელი იყოს ისეთი, როგორსაც  მისი ხალხი ელის და არა ნატო-სა და ამერიკელების ინტერესებიდან გამომდინარე. ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს მოლოდინი, რომ კულტურა, ღირებულებები, სიმდიდრე, უფლებები თუ ცხოვრების წესი, რომელიც წინაპრებისგან გადმოეცათ ჯიჰადიზმისა და სალაფიზმისგან დაცული იყოს.

 დიახ, ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება ევროპაშიც, ეს არის ევროკავშირის  არაჯანსაღი აზროვნების  წინააღმდეგ ბრძოლა:  უღმერთო, მკრეხელური აზრები, რომლებიც გაჩნდა ევროპაში,  მოდით ამის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ! ერთად ვიბრძოლოთ ქალბატონებო და ბატონებო!

ეს არის ევროპული სამყაროს ბრძოლა სალაფიტური ისლამიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ევროპისა და მისი ხალხების სიკვდილისგან გადარჩენისთვის. ამ ბრძოლას მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ ჩვენ, ყველანი, ერთად გავაკეთებთ ერთ საქმეს – ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ევროკავშირისაც, რათა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და გადავდგათ ნაბიჯი რუსეთისკენ.

 პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტა (ტაში). ერთის მხრივ, როგორც ურთიერთთანამშრომლობის ნების დადასტურების მტკიცება, მეორეს მხრივ, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.  რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ დაჟინებული მოთხოვნით, ბრძანებიდაწესდა. აშშის მიზანი, მუდამ იყო ევროპის დაყოფა– დაქუცმაცება და მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. (ტაში).

მხოლოდ ჩემს მშობლიურ ავსტრიაში, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა, ექსპერტების შეფასებით, ამ სანქციების გამო, 45 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს მაშინ, როცა ავსტრიაში უმუშევრობის ისედაც ყველაზე მაღალი დონეა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული.

თუ შემდგომშიც გაგრძელდება ეს კურსი, ავსტრიის ექსპორტი რუსეთში მეოთხედით შემცირდება, რაც 3 მლრდ ევროს დაგვაკარგვინებს… არ შეიძლება ეს ყველაფერი ასე დატოვონ ჩვენმა და ევროკავშირის მთავრობებმა. ევროკავშირმა თავს ნება მისცა და რუსეთის მიმართ სანქციები აშშ-ის კარნახით მიიღო.

აშშ-ს ბევრი რამის კარნახი უნდა……

 აშშმა გვიკარნახა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამჟამად ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პლუსებრუსეთთან ტვირთბრუნვაში. გერმანიას,  ავსტრიას და სხვა ქვეყნებს შეუმცირდა, ხოლო აშშ პირიქით, გაეზარდა 10%-ით. ეს ასეთი რა პოლიტიკაა ამ ევროკავშირში, როცა მსგავსს უშვებს, ესენი თავიანთი ხალხის წარმომადგენლები კი არათავიანთი ხალხის გამყიდველები არიან!

დადგა დრო, როცა ეს პრობლემები წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნოევროპა არ არის მხოლოდ ევროკავშირი! ევროკავშირი უფრო და უფრო ხდება ანტიევროპული პროექტი. მე ვთვლი, რომ ჩემი და კოლეგების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ შევაბრუნოთ ევროკავშირი სწორი მიმართულებით!

შემიძლია ვთქვა, რომ თუ ევროკავშირი, ერთის მხრივ, იღებს სანქციებს რუსეთის, სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ, მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთის ევროკავშირის წევრად მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ არასწორი მიმართულებით მიდის ევროკავშირი.

დასასრულს, მინდა გითხრათევროპა უნდა განთავისუფლდეს ამერიკული უღლისაგან!“

იოჰან გუდენუსის გამოსვლა:

https://www.youtube.com/watch?v=nZd1jk43v4E

კონსტანტინე ჩიკვილაძე

3 COMMENTS

  1. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ვიდრე ევროპას არ შეექმნა ეკონომიური სანქციებით უმუშევრობის პრობლემები და მუსლიმი ლტოლვილებით არ შეწუხდა, მანამდე თვალები დაიბრმავეს და ყურები დაიყრუეს.

  2. ხვდებიან, რომ ამერიკა თავის ჭკუაზე ათამაშებს ევროკავშირს, მაგრამ რა ქნან ძალა აღმართს ხნავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here