Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გზავნიდა”

თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გზავნიდა”

1046

თურქეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კარლოვმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში არიან ეჭვმიტანილი, ხშირად საქართველოში გზავნიდა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლების ამ ქმედების გამო რუსეთს ეჭვმიტანილთა დაკავების საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში არიან ეჭვმიტანილნი, თურქეთიდან ხშირად აძევებდნენ არა რუსეთში, არამედ მესამე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ან უკრაინაში, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გაგვაჩნია”, _ განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში თურქული მხარე ამბობდა, რომ მესამე ქვეყანაში დეპორტაცია თვითონ დაკავებულის სურვილი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here