Home რუბრიკები პოლიტიკა ხარი ხართან რომ დააბა…

ხარი ხართან რომ დააბა…

1179

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო სამხედრო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის გამო.

გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენლებმა ორი გოგონა გააუპატიურეს, ხოლო სამ არასრულწლოვანს სექსუალური კავშირისთვის ფული გადაუხადეს. დანაშაულის ჩამდენი ზოგიერთი სამხედროს ეროვნება დაუზუსტებელია, თუმცა სექსუალური ძალადობის სამი მსხვერპლი ამბობს, რომ მოძალადენი ქართული კონტინგენტის წევრები იყვნენ. ძალადობის მსხვერპლი ოთხი გოგონა 14-დან 16 წლამდე იყო. ამას გარდა, 7 წლის ბიჭი და 9 წლის გოგო ფრანგი სამხედროების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ლაპარაკობენ. ბავშვები ყვებიან, რომ ფრანგი სამხედროები მათ ორალური სექსის სანაცვლოდ ორცხობილას სთავაზობდნენ. ყველა ინციდენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის აეროპორტთან მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში და მის მახლობლად მოხდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის განცხადების შემდეგ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თქვა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, უმოკლეს დროში გამოიძიოს ფაქტები და პასუხისმგებლობა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის უღირსი საქციელი, შეურაცხყვეს ქართველი სამხედროების სახელი და ღირსება”. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ პოტენციური ეჭვიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე, მათი რაოდენობა კი 160-ია.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზე გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, რომელმაც მოკავშირე ქვეყნის სამხედროები დაიცვა და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ბრალდების დადასტურების შემთხვევაში შენარჩუნდება მათ მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილის გამო”.

აშშ-ის ელჩის მხრიდან ქართველი სამხედროების დაცვა გასაკვირი არ არის, ამერიკელები ხომ, თითქმის ორი ათეული წელია, ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან და, იარაღის გამოყენებასა და სამხედროებისთვის აუცილებელ უნარჩვევებთან ერთად, ისეთ მაგალითებსაც გადასცემენ, რომლის მსგავსიც მსოფლიოშითავისუფლებისა და დემოკრატიისთვისმებრძოლებს არაერთხელ ჩაუდენიათ არა მხოლოდ ვიეტნამში, ლაოსში, იაპონიაში, ერაყსა თუ ავღანეთში, არამედ თავიანთ ქვეყანაში და თავიანთ რიგებში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/brendon-morgani.jpg

აი, რამდენიმე მაგალითი:

* გერმანული გამოცემაშპიგელისმიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და შემდგომ წლებში ამერიკელებმა გერმანიაში 190 ათასი ქალი გააუპატიურეს.

* 1968 წლის 16 მარტს ვიეტნამში, დასახლებულ პუნქტ სონგმიში ამერიკელმა სამხედროებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს _ მოკლეს 173 ბავშვი, 183 ქალი (17 ორსული), 144 მამაკაცი. რამდენიმე ქალი კი, ვიდრე მოკლავდნენ, არაერთხელ გააუპატიურეს.

* 1995 წელს კუნძულ ოკინავაზე (იაპონია) სამმა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა მცირეწლოვანი მოსწავლე, რის გამოც ქუჩაში 90 ათასი იაპონელი გამოვიდა. 45 ათასი დანაშაულიდან, რომლებიც ამერიკელმა მოსამსახურეებმა ჩაიდინეს იაპონიაში, მათ შორის გაუპატიურება და მკვლელობა, არც ერთი(!) არ დასრულებულა პატიმრობით.

* 2004 წელს კოლუმბიაში, ბელგარში, ამერიკელმა სამხედროებმა 53 არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. სექსუალური ძალადობის სცენები კი ვიდეოფირზე აღბეჭდეს და პორნოფილმებად ჰყიდდნენ. იმავე ბელგარში ამერიკელმა სამხედროებმა: მაიკლ კოენმა და სეზარ რუისმა 12 წლის გოგონა ჯერ ნარკოტიკით გაჭყიპეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. ამერიკელი სამხედროები, კოლუმბიის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, არ დასჯილან. სულ კი ამერიკელებმა კოლუმბიაში 90 ქალი გააუპატიურეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Marissa_Gaeta,.jpg

* 2006 წლის 12 მარტს დასახლებულ პუნქტ ელ მაჰმუდიაში (ერაყი) 5 ამერიკელი სამხედრო _ ჯეიმს ბარკერი, პოლ კორტეზი, ჯესი სპილმანი, ბრაინ ჰოვარდი და სტივენ გრინი _ შეიჭრა ერაყელის ოჯახში და გააუპატიურა 14 წლის აბირ ყასემ ალ-ჯანაბი, შემდეგ კი გოგონა მშობლებთან და 6 წლის დასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა.

* 2012 წელს ამერიკელმა ჯარისკაცმა ლენგ სოკმა, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მსახურობდა, სამხრეთ კორეელი კოლეგა(!) გააუპატიურა.

ლაპარაკი აღარ არის იმ მხეცობებზე, რომლებიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს ვიეტნამში, ლაოსში, კორეასა და სხვა ქვეყნებში. ამერიკელთა სისასტიკის გამომხატველია მათი ქცევა აბუგრეიბსა თუ გუანტანამოს საპყრობილეში.

თუმცა ამერიკელი სამხედროები არც თავისიანებს ინდობენ:

* 2014 წელს რამშტაინში (გერმანია) განლაგებული აშშის სამხედროსაჰაერო ძალების სამხედრომ ტრენტ სმიტმა ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ბაზაზე სამსახურის დაწყებისთანავე მასზე სექსუალურად იძალადა სერჟანტმა, იმის შემდეგ კი, რაც მომხდარზე განაცხადა, სმიტის ცხოვრება კოშმარად იქცა.

* ფორტ-ბენინგში (ჯორჯიის შტატი) ჯარისკაცი გრეგ ჟელუდოვი თანაპოლკელებმა საწოლზე დააბეს და გააუპატიურეს შეძახილებით: “აშშ-ში უფროსები ჰომოსექსუალები არიან!”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/shur-1.jpg

* 2012 წლის ნოემბერში სამხედრო ბაზაფორტ ბრეგშიგაასამართლეს გენერალი ჯეფრი სინკლერი, რომელიც არმიაში 30 წლის განმავლობაში მსახურობდა. მას ბრალი დასდეს ქვეშევრდომთა გაუპატიურებაში.

* რეჟისორმა კირბი დიკმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი “აშშ-ის არმიაში სექსუალური ძალადობის ეპიდემიის შესახებ”, სახელწოდებით “უხილავი ომი”. ფილმში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ის არმიაში ქალი სამხედროების 20 პროცენტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ მათი 80% არაფერს ამბობს მომხდარზე.

* ამერიკელ სამხედროებს შორის გამორჩეული პერსონაჟია ბრენდონ მორგანი, რომელმაც ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში შეყვარებულის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ზედ შეახტა. ანალოგიური რამ, ოღონდ ქალის მონაწილეობით, შეემთხვა, ლესბოსელ მეზღვაურ მარისა გაეტას, რომელიც გემიდან ნაპირზე გადმოსვლისას, აგრეთვე, მეზღვაურ ქალ სიტლალიკ სნელს ჩაეკონა.

* სკანდალური იყო აშშ-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფის (ამ ჯგუფმა მოკლა “ალ ქაიდას” ლიდერი უსამა ბინ ლადენი) წევრის, “ზღვის ლომის”, კრის ბეკის ისტორია, რომელმაც მოულოდნელად სქესი შეიცვალა და კრისტინა ბეკად იქცა, შემდეგ კი დაწერა წიგნი “ომის პრინცესა”.

ზემომოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, როგორი გახრწნილია სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დამკვიდრების ნიღბით მოქმედი აშშ-ის არმია და, გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენლები ძალადობენ მოსახლეობაზე, რომლის დასაცავადაც არიან გაგზავნილნი, გამონაკლისი არც ქართველი ჯარისკაცები არიან _ ისინი ხომ იმას იმეორებენ, რასაც “უფროსი მეგობრები”, ათწლეულებია, დაუსჯელად სჩადიან.

ნათქვამია: ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here